მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    "ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ"
    "ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი" - წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
    "გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს."
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592. "აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ ერთი სამიზნეა. ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია - ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    "საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
    "ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
    ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
    16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია. მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    მიხაელ როთი - ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის
    „ეს სამოქალაქეო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის. მადლობა პროევროპული მისწრაფებებისა და შთამაგონებელი სამუშაოსთვის. უცხოური აგენტების კანონი არის საწამლავი საქართველოში დემოკრატიული კულტურის და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – წერს მიხაელ როთი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
    სრულად>>
  • 13 სექტემბერი 2024
    2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.
    სრულად>>
  • 08 ივნისი 2024
    რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
    ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
    სრულად>>
  • 02 ივნისი 2024
    First Step-ის ნათელი ფესტივალის მხარდაჭერით, Yolo ბავშვთა დღის აღნიშვნას შეუერთდა
    „YOLO-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერება და ემოციური კეთილდღეობა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის. ეს რწმენა უდევს საფუძვლად ჩვენს მხარდაჭერას First Step-ის ფესტივალისადმი. გვინდოდა მოგვერთო ბავშვების ცხოვრება ნათელი ფერებით და შეგვექმნა მათთვის ატმოსფერო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას“, - აცხადებენ კომპანიაში.
    სრულად>>
  • 10 აპრილი 2024
    „განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
    „რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
    სრულად>>
  • 29 თებერვალი 2024
    როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
    ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
    სრულად>>
 
სიახლეები
19 ოქტომბერი 2018
ადამიანის უფლებათა ცენტრი: 14 საქმიდან ირკვევა, რომ პოლიციელებმა დაკავებული პირების მიმართ, სავარაუდოდ, განახორციელეს ძალადობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა
"ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოებული საქმეების საფუძველზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის სრული გამოძიების უზრუნველსაყოფად, მანკიერი, სისტემური პრობლემების აღმოფხვრა მხოლოდ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის პირობებშია შესაძლებელი", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
   
19 ოქტომბერი 2018
სახალხო დამცველს ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სავალალო მდგომარეობა დახვდა
სახალხო დამცველმა სოფელ ქუტირში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოინახულა, რომელიც 600 პაციენტზეა გათვლილი. ნინო ლომჯარიას დაწესებულებაში სავალალო მდგომარეობა დახვდა; საცხოვრებელი ოთახების უმეტესობა ჰიგიენის მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ამორტიზებული შენობა, ჩამოყრილი ბათქაში, ჩამსხვრეული მინები, მორყეული კარ–ფანჯარა, მოუწესრიგებელი სველი წერტილები და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები მთლიანი დაწესებულების, განსაკუთრებით კი თავშესაფრის მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციარებს ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს.
   
18 ოქტომბერი 2018
ადამიანის უფლებათა ცენტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დასაქმებულთა მასშტაბურ გათავისუფლებას სასამართლოში ასაჩივრებს
ადამიანის უფლებათა ცენტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებების დასაცავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით დღეს, 18 ოქტომბერს მიმართა. ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დასაქმებულებს შესთავაზა ხელშეკრულების პირობების არსებითი შეცვლა, რასაც საფუძვლად ედო კანონშეუსაბამო პირობები და რამაც გამოიწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომლის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება.
   
17 ოქტომბერი 2018
სახალხო დამცველმა სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო მოინახულა
„ჩემი ვიზიტის მიზანია იმის ნახვა, თუ რა ვითარებაა, რა გაკეთდა, მოვისმინე ასევე სამომავლო გეგმები, რომელთა განხორციელება წარმატებული მაგალითი იქნება, რომ მონდომების, ყურადღებისა და არსებული თანხის სწორად გამოყენების შემთხვევაში, თუ როგორ შეიძლება თუნდაც, ინფრასტრუქტურული მდგომარეობის მოწესრიგება. ამიტომ, მეტი ყურადღებაა საჭირო სამინისტროს მხრიდანაც მსგავსი ტიპის დაწესებულებების მიმართ. მიხარია, რომ ჩვენს აქტიურობას, ასევე მედიის აქტიურობას რეალური შედეგი მოყვა. შედარებაც არ შეიძლება იმ პირობებთან რაც იყო. თუმცა, არც სხვა დაწესებულებებში არის კარგი მდგომარეობა და მე პირადად გავაგრძელებ სხვა დაწესებულებების მონიტორინგს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან საუბარში.
   
17 ოქტომბერი 2018
ვეტერანის დღეს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
„ჩვენ უკვე მეოთხედ აღვნიშნავთ ვეტერანის დღეს. მინდა, პირადად ჩემი სახელით, მთავრობისა და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის სახელით ყველა ვეტერანს მივულოცო დღევანდელი დღე. კვლავაც მრავალჯერ მიგველოცოს ერთმანეთისთვის ეს ღირსშესანიშნავი თარიღი“, - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ.
   
16 ოქტომბერი 2018
სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ მირზა სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ გუშინ საღამოს, 2018 წლის 15 ოქტომბერს, ბრალდებულ მირზა სუბელიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას, რაც დროულად იქნა აღკვეთილი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ. გუშინ საღამოსვე, მოცემულ ფაქტზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. ღამის განმავლობაში პატიმარს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო დღეს დილით მას კონსულტაცია გაუწიეს ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა. ბრალდებული იყო და არის სულიერად აღელვებული, მაგრამ ის იმყოფება სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – ნათქვამია განცხადებაში.
   
16 ოქტომბერი 2018
პრეზიდენტი მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხების განხილვას ითხოვს
"მინდა მოგმართოთ ქართველ ჯარისკაცებს: - იცოდეთ, რომ მიუხედავად პოლიტიკური დებატებისა, არასდროს არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ თქვენი წმინდა მოვალეობა დაიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, იყოთ მტკიცე თქვენი სიცოცხლის და თქვენი პროფესიონალიზმით ჩვენი მოქალაქეების დაცვაში. საქართველოს უფლება გაანადგუროს მტერი ჩვენს ტერიტორიაზე, დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი არის ის უფლება, რაზეც შენდება სახელმწიფო. თქვენი გმირობა ბრძოლის ველზე ყოველთვის იყო და იქნება დაფასებული. ამის თაობაზე კითხვები არ დაისმება!"
   
13 ოქტომბერი 2018
არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობენ და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ
"ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლების ქმედება, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა ყოვლად აღმაშფოთებელია. ჟურნალისტები საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და რეპორტაჟს ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდნენ. აღსანიშნავია, რომ რკინიგზის 23-ე ბიურო მსგავს დარღვევებში უკვე მერამდენედ არის შემჩნეული. ამასთან, პერმანენტულად კითხვები ჩნდება კომპანიის მხრიდან დასაქმებულთა შრომითი უფლებების, მათ შორის შრომის უსაფრთხოების ელემენტარული ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით".
   
12 ოქტომბერი 2018
სახალხო დამცველი მაია ოთინაშვილს შეხვდა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ჩავიდა, სადაც ცხინვალის რეგიონში ათდღიანი უკანონო თავისუფლების აღკვეთის შემდეგ გათავისუფლებულ მაია ოთინაშვილს შეხვდა და გათავისუფლება, სახლში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა. საუბრისას ნინო ლომჯარია განსაკუთრებით დაკავების დეტალებით, პატიმრობის პირობებითა და მოპყრობით დაინტერესდა. სახალხო დამცველმა ის ადგილი დაათვალიერა, საიდაც მაია ოთინაშვილი ოსმა ე.წ. მესაზღვრეებმა 29 სექტემბერს გაიტაცეს.
   
11 ოქტომბერი 2018
დღეიდან უცხოური მართვის მოწმობის ქართული მოწმობით შეცვლის ახალი წესი ამოქმედდა
შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, მომსახურების სააგენტომ უცხოური მართვის მოწმობის ქართული მოწმობით შეცვლის წესში ცვლილება განახორციელა, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი რეგულაციის თანახმად, საზღვარგარეთ აღებული მართვის მოწმობის საქართველოში შეცვლისთვის, აუცილებელია, რომ მოქალაქე მართვის მოწმობის აღებამდე უწყვეტად იყოს ნამყოფი (ნაცხოვრები) მართვის მოწმობის გამცემ ქვეყანაში სულ მცირე 185 დღე, ერთი წლის განმავლობაში.
   
 
სტატიები
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
   
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია