მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    "ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ"
    "ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი" - წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
    "გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს."
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592. "აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ ერთი სამიზნეა. ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია - ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    "საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
    "ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
    ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
    16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია. მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    მიხაელ როთი - ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის
    „ეს სამოქალაქეო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის. მადლობა პროევროპული მისწრაფებებისა და შთამაგონებელი სამუშაოსთვის. უცხოური აგენტების კანონი არის საწამლავი საქართველოში დემოკრატიული კულტურის და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – წერს მიხაელ როთი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
    სრულად>>
  • 13 სექტემბერი 2024
    2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.
    სრულად>>
  • 08 ივნისი 2024
    რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
    ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
    სრულად>>
  • 02 ივნისი 2024
    First Step-ის ნათელი ფესტივალის მხარდაჭერით, Yolo ბავშვთა დღის აღნიშვნას შეუერთდა
    „YOLO-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერება და ემოციური კეთილდღეობა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის. ეს რწმენა უდევს საფუძვლად ჩვენს მხარდაჭერას First Step-ის ფესტივალისადმი. გვინდოდა მოგვერთო ბავშვების ცხოვრება ნათელი ფერებით და შეგვექმნა მათთვის ატმოსფერო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას“, - აცხადებენ კომპანიაში.
    სრულად>>
  • 10 აპრილი 2024
    „განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
    „რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
    სრულად>>
  • 29 თებერვალი 2024
    როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
    ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
    სრულად>>
 
სიახლეები
22 სექტემბერი 2016
ცესკოში თამარ ჟვანიასა და იან კელის შეხვედრა გაიმართა
თამარ ჟვანიამ იან კელის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის სამართლიანი, სანდო, გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. თამარ ჟვანიამ ელჩთან საუბრისას ამომრჩეველთა განახლებული სიის, რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებაც ისაუბრა. მხარეებმა, ასევე განიხილეს წინასაარჩევნო გარემო. იან კელიმ 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ განხორციელებული აქტივობები დადებითად შეაფასა.
   
21 სექტემბერი 2016
საია წინასაარჩევნოდ გამოკვეთილ დარღვევებსა და ტენდენციებზე
"მოქალაქეებს:უფლება გაქვთ, არ გასცენ საკუთარი პერსონალური მონაცემები, ხოლო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს არ აქვთ უფლება, გაიძულონ ამგვარი ინფორმაციის გაცემა. საარჩევნო დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში მოგვწერეთ საიას ვებ-გვერდზე: https://gyla.ge/ge/contact. ასევე, შეგიძლიათ მობრძანდეთ საიას თბილისის ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში: აჭარაში (ბათუმი), გურიაში (ოზურგეთი), იმერეთში (ქუთაისი), ქვემო ქართლში (რუსთავი), კახეთში (თელავი), სამეგრელოში (ზუგდიდი), მცხეთა-მთიანეთში (დუშეთი), შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში (გორი) https://gyla.ge/ge/mod/regions".
   
20 სექტემბერი 2016
ცესკოსა და შსს-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
"დღეს ჩვენ თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადავედით, ვინაიდან მიზნად ვისახავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხო საარჩევნო გარემო უზრუნველვყოთ ყველასათვის. ჩვენი მიზანია, 8 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს დახვდეს პროფესიულ დონეზე ორგანიზებული არჩევნები, სადაც მათ სრულიად თავისუფალ გარემოში შეეძლებათ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალის შესრულება. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის განუხრელი დაცვის აუცილებლობას და დღევანდელი შეთანხმებით ვზრუნავთ კიდეც აღნიშნულის უზრუნველყოფაზე".
   
19 სექტემბერი 2016
ცესკოს თავმჯდომარემ ხანდაზმულ მოქალაქეს ამომრჩევლის მონაცემების ბარათი გადასცა
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ სოფელ ბაზალეთში მცხოვრები ხანდაზმული ამომრჩეველი ოლა პაპიაშვილი მოინახულა. თამარ ჟვანიამ 111 წლის ოლა პაპიაშვილს ამომრჩევლის მონაცემების ბარათი პირადად გადასცა. დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით 100 წლის ზემოთ ასაკის 431 ამომრჩეველი ფიქსირდება.
   
16 სექტემბერი 2016
ცესკომ ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო
"სიაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისიას ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (2016 წლის 22 სექტემბერი) და მოითხოვოს ცვლილების შეტანა".
   
15 სექტემბერი 2016
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ინფორმირებას აგრძელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ინფორმირებას აგრძელებს. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დღეს მოქალაქეებს პლანშეტის მეშვეობით ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება შესთავაზეს და საინფორმაციო ბროშურებიც გადასცეს.
   
14 სექტემბერი 2016
კამპანია „ეს შენ გეხება“ მორიგი ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებას ეხმაურება
"ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ხელისუფლებას: სწრაფად, ჯეროვნად და ეფექტურად გამოიძიოს ფარული სატელეფონო ჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების საკითხი; ფარული თვალთვალისა და მიყურადების არაკონსტიტუციური სისტემის რეფორმირებისა და ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვის სათანადო გარანტიების შემუშავების მიზნით, მიღებულ იქნას საკანონმდებლო ცვლილებები; შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი სტრუქტურების და ხელისუფლების სხვა ორგანოების მიერ ჩადენილ დანაშაულებს".
   
13 სექტემბერი 2016
კოალიცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს განახორციელოს კონსტიტუციური მართლმსაჯულება
"მიგვაჩნია, რომ შექმნილი ვითარება ქმნის ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების მიზანმიმართული შეფერხების მცდელობის შთაბეჭდილებას, რაც გავლენას ახდენს საქმის შედეგით დაინტერესებული პირების მდგომარეობაზე. ასევე განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვნად აისახება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ საზოგადოების განწყობასა და ნდობაზე".
   
12 სექტემბერი 2016
გიორგი მარგველაშვილი: 11 სექტემბრის ტერაქტი იყო თავდასხმა ჩვენს საერთო ღირებულებებზე, პრინციპებსა და მშვიდობაზე!
"დღეს, ამ ტრაგიკული მოვლენის მე-15 წლისთავზე, საქართველო პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას. ჩვენ, ქართველები თანადგომას უცხადებთ მეგობარ ამერიკელ ხალხს. ქართველი ჯარისკაცები ამერიკული სამხედრო ძალების მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში, მსოფლიოში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის. მტკიცედ მწამს, რომ ჩვენ, ყველა ერთად მოვიპოვებთ გამარჯვებას თანამედროვეობის ამ უდიდეს საფრთხეზე, რათა უკეთესი მომავალი შევქმნათ შემდგომი თაობებისათვის", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.
   
10 სექტემბერი 2016
„გადაამოწმე მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში“ - საინფორმაციო აქცია ამომრჩევლებისთვის
„გადაამოწმე მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში“ - ამ სახელწოდების აქცია გამართა დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სავაჭრო ცენტრში „თბილისი მოლი“. ცესკოს წარმომადგენლებმა სავაჭრო ცენტრში მყოფ ამომრჩევლებს სწრაფი გადახდის აპარატში არსებული აპლიკაციის მოხმარების წესი გააცნეს, რომლის საშუალებითაც საარჩევნო სიაში მონაცემების გადამოწმებაა შესაძლებელი. ამ სერვისით სარგებლობა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. აღნიშნული აპლიკაცია სწრაფი გადახდის 7000 ტერმინალში 20 აგვისტოს გააქტიურდა; ამ დრომდე, სერვისით 10 801-მა მომხმარებელმა ისარგებლა.
   
 
სტატიები
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
   
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია