მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    "ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ"
    "ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი" - წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
    "გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს."
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592. "აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ ერთი სამიზნეა. ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია - ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    "საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
    "ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
    ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
    16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია. მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    მიხაელ როთი - ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის
    „ეს სამოქალაქეო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის. მადლობა პროევროპული მისწრაფებებისა და შთამაგონებელი სამუშაოსთვის. უცხოური აგენტების კანონი არის საწამლავი საქართველოში დემოკრატიული კულტურის და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – წერს მიხაელ როთი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
    სრულად>>
  • 13 სექტემბერი 2024
    2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.
    სრულად>>
  • 08 ივნისი 2024
    რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
    ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
    სრულად>>
  • 02 ივნისი 2024
    First Step-ის ნათელი ფესტივალის მხარდაჭერით, Yolo ბავშვთა დღის აღნიშვნას შეუერთდა
    „YOLO-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერება და ემოციური კეთილდღეობა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის. ეს რწმენა უდევს საფუძვლად ჩვენს მხარდაჭერას First Step-ის ფესტივალისადმი. გვინდოდა მოგვერთო ბავშვების ცხოვრება ნათელი ფერებით და შეგვექმნა მათთვის ატმოსფერო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას“, - აცხადებენ კომპანიაში.
    სრულად>>
  • 10 აპრილი 2024
    „განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
    „რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
    სრულად>>
  • 29 თებერვალი 2024
    როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
    ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
    სრულად>>
 
სიახლეები
30 მარტი 2016
მაჟორიტარული ოლქების საზღვრებზე ცესკოს პროექტს დიპლომატები გაეცნენ
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, 2016 წლის საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნებისთვის თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ პროექტს გაეცნენ.
   
23 მარტი 2016
სამოქალაქო საზოგადოებამ კამპანია „ეს შენ გეხება“ განაახლა
„ეს შენ გეხებას“ წევრი ორგანიზაციები მზად არიან შეხვედრები დაიწყონ ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვინც მხარს უჭერს უკანონო თვალთვალის შესახებ კანონმდებლობის შეცვლის და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის ინიციატივას. „ეს შენ გეხება-ს“ წევრი ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებს ამ ინიციატივის საარჩევნო პროგრამებში გათვალისწინებას და პარლამენტში წინადადების წარდგენის პროცესში მხარდაჭერას თხოვენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
   
23 მარტი 2016
ცესკო: 22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება
22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნები გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ჩატარდება.
   
21 მარტი 2016
ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის ნებართვა ბათილად ცნეს
წლების განმავლობაში დედაქალაქელებისთვის ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი, ვაკის პარკი მაქსიმალურად დაჩეხეს და დაანაწევრეს. გარშემო იმდენი მშენებლობა განხორციელდა, რომ მწვანე ზოლი დღემდე რის ვაი-ვაგლახით არის გადარჩენილი. პარკისთვის ჩაცემული ბოლო ლახვარი უზარმაზარი გაბარიტების სასტუმრო „ბუდეპეშტის“ მშენებლობა უნდა ყოფილიყო, თუმცა ბოლო მომენტში სამოქალაქო საზოგადოების აქტივობამ შედეგი გამოიღო.
   
10 მარტი 2016
პრემიერი იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რამდენიმე თვეში ამოქმედდება
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიას, საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მანვე იმედი გამოთქვა, რომ პროცესი დაჩქარებულად წარიმართება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რამდენიმე თვეში ამოქმედდება.
   
10 მარტი 2016
ჯანდაცვის სამინისტრომ სახალხო დამცველის წინადადება არ გაითვალისწინა
"სახალხო დამცველი კვლავ მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების პროცედურა შედარებით უფრო რთული და ხანგრძლივია, ვიდრე პირადობის ნეიტრალური მოწმობის აღებისა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით, შესაძლებელი უნდა იყოს პირადობის ნეიტრალური დოკუმენტის საფუძველზე მათთვის C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა".
   
09 მარტი 2016
ერთი წლის განმავლობაში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 20 000 ადამიანი ჩაერთვება
მომავალი ერთი წლის განმავლობაში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 20 000 ადამიანი იქნება ჩართული - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მონაწილე პაციენტებთან შეხვედრისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ პროგრამაში ამ რაოდენობის ადამიანის ჩართვა იძლევა იმედს, რომ საქართველო ახლო მომავალში, С ჰეპატიტის გარეშე იქნება.
   
04 მარტი 2016
რატომ სურს „საქართველოს ფოსტიდან“ ბაზრიდან სხვა გადამზიდავების განდევნა?
სხვადასხვა დარგში მონოპოლიები ქვეყნის განვითარებისთვის რომ დამღუპველია, ეს არახალი ამბავია. მიუხედავად ამისა, საქართველოს ფოსტა ისეთ კანონპროექტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც სხვა გადამზიდავებს (თი-ენ-თი, დი-ეიჩ-ელი...) პრაქტიკულად კურიერული საქმიანობის შეწყვეტა, ქვეყნის დატოვება მოუწევთ (თურქმენეთის დარად). ამიტომ ევროკომისიის თანამშრომლების შეფასებით, მთლიანად კანონპროქტი უპრეცედენტოა და ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას.
   
02 მარტი 2016
პაატა ბურჭულაძის ფონდი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ბიზნესს ორწლიანი ვადა მისცეს
„პაატა ბურჭულაძის - საქართველოს განვითარების ფონდი“ ხელისუფლებას მოუწოდებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს ბიზნესის გადასაწყობად ორწლიანი ვადა მიეცეთ. როგორც ფონდის ეკონომიკური რეფორმების ჯგუფის ხელმძღვანელი, ირაკლი ყიფიანი აცხადებს, პარლამენტში მეორედ გადაიდო მარჯვენასაჭიანების იმპორტირების აკრძალვის განხილვა, ამ სექტორში მომუშავე კომპანიებს კი ფინანსური ვალდებულებები და სესხები აქვთ.
   
23 თებერვალი 2016
არის თუ არა გზების დეპარტამენტის ტენდერები კონკრეტულ კომპანიებზე მორგებული?
ა/ო „მონიტორინგის ცენტრი მედიატორი“ გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კონკურსები კონკრეტულ ფირმებზე და კომპანიებზე არის მორგებული. მათივე შეფასებით, წამოყენებულ სატენდერო პირობებს მხოლოდ ფინანსურად ძლიერი ან სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაახლოებული კომპანიები დააკმაყოფილებენ. კონკრეტული პრეტენზიებით „მედიატორს“ საგზაო სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელებმა და მეპატრონეებმა მიაკითხეს, რომლებიც ამ ეტაპზე ვინანობის დასახელებაზე უარს ამბობენ.
   
 
სტატიები
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
   
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია