მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    "ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ"
    "ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი" - წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
    "გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს."
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592. "აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ ერთი სამიზნეა. ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია - ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    "საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
    "ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
    ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
    16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია. მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    მიხაელ როთი - ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის
    „ეს სამოქალაქეო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის. მადლობა პროევროპული მისწრაფებებისა და შთამაგონებელი სამუშაოსთვის. უცხოური აგენტების კანონი არის საწამლავი საქართველოში დემოკრატიული კულტურის და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – წერს მიხაელ როთი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
    სრულად>>
  • 13 სექტემბერი 2024
    2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.
    სრულად>>
  • 08 ივნისი 2024
    რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
    ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
    სრულად>>
  • 02 ივნისი 2024
    First Step-ის ნათელი ფესტივალის მხარდაჭერით, Yolo ბავშვთა დღის აღნიშვნას შეუერთდა
    „YOLO-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერება და ემოციური კეთილდღეობა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის. ეს რწმენა უდევს საფუძვლად ჩვენს მხარდაჭერას First Step-ის ფესტივალისადმი. გვინდოდა მოგვერთო ბავშვების ცხოვრება ნათელი ფერებით და შეგვექმნა მათთვის ატმოსფერო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას“, - აცხადებენ კომპანიაში.
    სრულად>>
  • 10 აპრილი 2024
    „განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
    „რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
    სრულად>>
  • 29 თებერვალი 2024
    როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
    ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
    სრულად>>
 
სიახლეები
12 ივნისი 2015
2012-2014 წლებში თვითმმართველობებში გაცემულმა პრემიებმა და სახელფასო დანამატებმა 100 მილიონ ლარს გადააჭარბა
"2012-2014 წლებში საქართველოს თვითმმართველობებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 100 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. გამომდინარე იქედან, რომ ცალკეული მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ/მერიამ ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია საერთოდ არ მოგვაწოდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გაცემული პრემიებისა და დანამატების რიცხვი აღემატება ზემოხსენებულ მაჩვენებელს".
   
27 მაისი 2015
ვის ეკუთვნის RMG Gold?
"ყველა ხელისუფლების დროს ბევრი შეკითხვა არსებობდა ოქროს მომპოვებელი კომპანიების რეალური მფლობელების შესახებ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ სცადა გაერკვია, თუ ვინ არიან ამ სფეროში მოქმედი კომპანიის საბოლოო ბენეფიაციარები, თუმცა ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან საქმე გვაქვს ოფშორულ კომპანიებთან, რომელთა ბენეფიციარი მფლობელების დადგენა საჯარო წყაროების გამოყენებით შეუძლებელია".
   
19 მაისი 2015
ავსტრიის პრეზიდენტმა საქართველოს პროფკავშირებს მხარდაჭერა აღუთქვა
"საუბარი შეეხო იმ ბარიერებსა და ნაკლოვანებებს, რომელსაც ქართული დემოკრატიული ინსტიტუტები, მათ შორის სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან აწყდება. კერძოდ, სოციალური დიალოგის, საზოგადოებრივ ჩართულობის, შრომის უსაფრთხოების, ქალთა უფლებების და კოლექტიური მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და აუცილებლობას – რაც სტაბილურობისა და საზოგადოების კონსოლიდაციის წინაპირობაა; კონსოლიდაციის, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს როგორც შიდა, ასე გარე საფრთხეებს".
   
15 მაისი 2015
C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი 34-მა პაციენტმა მიიღო
ჯანდაცვის სამინისტროს ონფორმაციით, პაციენტები, რომლებიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად აუცილებელ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ, მედიკამენტი (სოფოსბუვირი) უსასყიდლოდ გადაეცათ. პირველ ეტაპზე ჩასართავი 5000 პაციენტიდან მედიკამენტს 34 მიიღებს. ეს ის ბენეფიციარებია, რომლებმაც ყველა საჭირო კვლევა ჩაიტარეს და მათი ღვიძლის მდგომარეობა კრიტიკულია. კომისიის შემდეგი სხდომა ამ კვირაში გაიმართება. რის შემდეგაც სხვა პაციენტებიც მიიღებენ მედიკამენტს.
   
12 მაისი 2015
„რიგის სამიტმა შესაძლოა, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას იმედი გაუცრუოს“
რადიო „თავისუფლება“ წერს, რომ „რიგის სამიტმა შესაძლოა, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას იმედი გაუცრუოს“. როგორც სტატიაში აღნიშნულია, აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციის პროექტი, რომელიც რიგის სამიტისთვის მომზადდა, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ძალიან ცოტა კარგ ამბავს მოიცავს.
   
07 მაისი 2015
რატომ არ გადმოსცა აზერბაიჯანმა ქართულ პროკურატურას ექსპრეზიდენტი სააკაშვილი?
ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ბაქოში ვიზიტმა მსუბუქი ხმაური გამოიწვია. ქართული პროკურატურის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნას აზერბაიჯანმა უარით უპასუხა. შთაბეჭდილება დარჩა, რომ ამით თბილისში მოვალეობა შეასრულეს (ისე, რომ გადმოცემის იმედიც არ ჰქონიათ) და ხელებიც დაიბანეს. სააკაშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქში ექსპრეზიდენტებისა და მთავრობის მეთაურთა სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. მისი თქმით, ბაქოში უკრაინის ოფიციალური პირის სტატუსითაც იმყოფება.
   
04 მაისი 2015
სახალხო დამცველი: შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს
"2013 წლის ზაფხულში შრომის კოდექსში შეტანილი დადებითი ცვლილებების მიუხედავად, მათი გარკვეული ნაწილი პრაქტიკაში სათანადოდ დანერგილი არ არის. მოლოდინის მიუხედავად, შეჩერებულია ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესების მიზნით გაცხადებული შრომის კოდექსის რეფორმის მეორე ტალღა. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს შრომის უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა – ყოველწლიურად მატულობს იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა სახიფათო პირობებში მუშაობას ეწირება".
   
04 მაისი 2015
საია მთავრობას ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნისკენ მოუწოდებს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ეფექტური შრომის ინსპექცია ჩამოაყალიბოს, რათა დაცული იყოს დასაქმებულთა უფლებები და მათ სათანადო პირობებში მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ.
   
01 მაისი 2015
ირაკლი პეტრიაშვილი: “რა ვუთხარი ისეთ ეკონომიკას, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეზე იქნება დაფუძნებული”
ასამდე ადამიანმა სამუშაო ადგილზე დაღუპულ მუშათა ხსოვნის დღე ეკონომიკის სამინისტროსთან აქციით აღნიშა. პროფკავშირების წარმომადგენლები და დასაქმებულები უკვე მრავალი წელია შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ადეკვატურ ანაზღაურებას ითხოვენ.
   
01 მაისი 2015
ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის კანდიდატები წარადგინა
თავდაცვის მინისტრის პოსტს თინათინ ხიდაშელი დაიკავებს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გიგლა აგულაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს- ტარიელ ხეჩიკაშვილი - მინისტრობის კანდიდატები დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.
   
 
სტატიები
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
   
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია