მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    "ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ"
    "ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი" - წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
    "გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს."
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592. "აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ ერთი სამიზნეა. ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია - ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    "საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
    "ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
    ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
    16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია. მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    მიხაელ როთი - ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის
    „ეს სამოქალაქეო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის. მადლობა პროევროპული მისწრაფებებისა და შთამაგონებელი სამუშაოსთვის. უცხოური აგენტების კანონი არის საწამლავი საქართველოში დემოკრატიული კულტურის და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – წერს მიხაელ როთი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
    სრულად>>
  • 13 სექტემბერი 2024
    2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.
    სრულად>>
  • 08 ივნისი 2024
    რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
    ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
    სრულად>>
  • 02 ივნისი 2024
    First Step-ის ნათელი ფესტივალის მხარდაჭერით, Yolo ბავშვთა დღის აღნიშვნას შეუერთდა
    „YOLO-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერება და ემოციური კეთილდღეობა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის. ეს რწმენა უდევს საფუძვლად ჩვენს მხარდაჭერას First Step-ის ფესტივალისადმი. გვინდოდა მოგვერთო ბავშვების ცხოვრება ნათელი ფერებით და შეგვექმნა მათთვის ატმოსფერო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას“, - აცხადებენ კომპანიაში.
    სრულად>>
  • 10 აპრილი 2024
    „განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
    „რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
    სრულად>>
  • 29 თებერვალი 2024
    როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
    ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
    სრულად>>
 
სიახლეები
06 ივლისი 2014
თამარ ჟვანია: ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დაძაბულ ფონს ზრდის და საარჩევნო გარემოზე უარყოფითად აისახება
"ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების მეორე ტურის წინ, რომელიც თავის მხრივ დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მაჩვენებელია, აუცილებელია არსებობდეს თანაბარი და კონკურენტული საარჩევნო გარემო. ამდენად, სიფრთხილით და მაღალი პასუხისმგებლობით უნდა ხორციელდებოდეს ყველა ქმედება, რომ არ მოხდეს საარჩევნო პროცესისთვის ზიანის მიყენება. იმედს გამოვთქვამ, რომ ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები და არჩევნებში ჩართული მხარეები გამოიყენებენ ყველა საშუალებას, რათა ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას", – ნათქვამია განცხადებაში.
   
04 ივლისი 2014
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს დაინიშნა
"ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების - თვითმმართველი ქალაქების თბილისის, ბათუმის, რუსთავის, ფოთის, გორის, მცხეთის, ოზურგეთისა და თელავის მერებისა და თვითმმართველი თემების ახმეტის, ყვარელის, გორის, თიანეთის, მარტვილის, ქობულეთის, ბაღდათის, ხონის, ტყიბულის, ლანჩხუთის, თერჯოლის, თელავისა და ხულოს გამგებლების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მეორე ტური გაიმართოს 2014 წლის 12 ივლისს".
   
03 ივლისი 2014
„უგულავა დაკავებულია 194-ე მუხლის მე-2 და 3-ე ნაწილებით, რაც 9-12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“
"გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი უგულავა როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი, დანაშაულში ჩართულ სხვა წევრებთან ერთად, მათ შორის ამავე საქმეზე დაკავებულ მის ქვისლ გიორგი ღონიაშვილთან და ლატარიის კომპანიის ყოფილ დირექტორთან, დავით კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორ, ალექსანდრე გოგოხიასთან ერთად, ახორციელებდა ერთ-ერთი ოფშორული კომპანიიდან საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ე.წ. „შავი ფულის“ მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანას, რაც შემდგომში უნდა მოხმარებოდა პოლიტიკური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას".
   
03 ივლისი 2014
ცესკომ ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა მოამზადა
ცესკოს მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ყველა სხვა არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებლისგან. მაგალითისთვის, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით ერთი პროცენტით აღემატება 2010 წლის ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებელს.
   
01 ივლისი 2014
„საჯარო სამსახურის რეფორმა გამართული და გამჭვირვალე სამსახურის სისტემის ჩამოყალიბებას მიზნად ისახავს“
"რეფორმა მიზნად ისახავს გამართული და გამჭვირვალე საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბებას და 10 კატეგორიას მოიცავს, რომელთა შორისაა - საჯარო სამსახურის განმარტება; საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები; საჯარო სამსახურის მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის ცენტრალიზებული სისტემა; საჯარო სამსახურში მიღება; კლასიფიკაციის სისტემა; ანაზღაურების სისტემა; საჯარო მოხელეების მართვა; საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები; სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება და თანაბარი შესაძლებლობები მამაკაცებისა და ქალებისთვის".
   
30 ივნისი 2014
ცესკომ 29 ივნისის განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა
თამარ ჟვანიამ 9 ოლქის 14 უბნის წინასწარი მონაცემები წარადგინა. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცესკოს ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge.
   
29 ივნისი 2014
ცესკო: განმეორებითი კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა
29 ივნისის განმეორებით კენჭისყრაში ამომრჩეველთა 36,63%-მა (5,112) მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მაღალი აქტივობით ხონის (76,69%), ტყიბულის (47,50) და ზუგდიდის (46,14%) ოლქების საარჩევნო უბნები გამოირჩეოდნენ. საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა; პროცედურული ხარვეზების უმეტესობა კი ადგილზე აღმოიფხვრა. როგორც ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, 9 ოლქის 14 უბნის შედეგები results.cec.gov.ge-ზე განთავსდება.
   
28 ივნისი 2014
ცესკო თვითმმართველობის არჩევნების განმეორებით კენჭისყრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 29 ივნისს დილის 08:30 სთ-იდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს. 07:00 საათიდან იმუშავებს როგორც კომისიის ცხელი ხაზი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. შესაბამისად, ყველას შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
   
27 ივნისი 2014
ცესკომ თბილისში მერის და პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისში მერის და პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა. 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად განისაზღვრა, რომ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი - დავით ნარმანია (”ქართული ოცნება”, ხმების 46,09 %) და ნიკანორ მელია (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხმების 27,97%) მიიღებენ მონაწილეობას.
   
26 ივნისი 2014
ცენტრალური საარჩევნო კომისია და კომუნიკაციების ეროვნული კომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
"მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ, საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ეროვნულმა მაუწყებლებმა გააგრძელონ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა საქართველოს ორგანული კანონის – საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51–ე მუხლის შესაბამისად, მათ შორის მეორე ტურში მონაწილე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ მაუწყებლებისათვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად".
   
 
სტატიები
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
   
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია