მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    "ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ"
    "ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი" - წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
    "გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს."
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592. "აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ ერთი სამიზნეა. ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია - ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    "საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
    "ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
    ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
    16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია. მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    მიხაელ როთი - ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის
    „ეს სამოქალაქეო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის. მადლობა პროევროპული მისწრაფებებისა და შთამაგონებელი სამუშაოსთვის. უცხოური აგენტების კანონი არის საწამლავი საქართველოში დემოკრატიული კულტურის და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – წერს მიხაელ როთი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
    სრულად>>
  • 13 სექტემბერი 2024
    2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.
    სრულად>>
  • 08 ივნისი 2024
    რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
    ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
    სრულად>>
  • 02 ივნისი 2024
    First Step-ის ნათელი ფესტივალის მხარდაჭერით, Yolo ბავშვთა დღის აღნიშვნას შეუერთდა
    „YOLO-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერება და ემოციური კეთილდღეობა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის. ეს რწმენა უდევს საფუძვლად ჩვენს მხარდაჭერას First Step-ის ფესტივალისადმი. გვინდოდა მოგვერთო ბავშვების ცხოვრება ნათელი ფერებით და შეგვექმნა მათთვის ატმოსფერო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას“, - აცხადებენ კომპანიაში.
    სრულად>>
  • 10 აპრილი 2024
    „განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
    „რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
    სრულად>>
  • 29 თებერვალი 2024
    როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
    ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
    სრულად>>
 
სიახლეები
09 მარტი 2013
ლაშა ჟვანია გუშინ `იმედის` გადაცემა `ღია ეთერში” მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
როგორც ცნობილია, აღნიშნულ გადაცემაში მსჯელობდნენ იმაზე, თუ რამდენად მისაღები იყო მოსკოვში ქართული ფოლკლორული ანსამბლის, "ერისიონის" გასტროლებზე წასვლა. ჟვანია, რომელიც "ერისიონის" შესაბამის გადაწყვეტილებას ამართლებდა, ეკონომიკის ასევე ყოფილმა მინისტრმა საპირისპირო აზრზე მყოფმა კახა ბენდუქიძემ შეურაცხმყოფელი ეპითეტით მოიხსენია.
   
09 მარტი 2013
დღეს 9 მარტის ტრაგედიის 57-ე წლისთავია
საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ეს პროტესტი ოფიციალური პოლიტიკური კურსის კრიტიკად აღიქვა. მოსკოვში შეშინდნენ, რომ ეს მოძრაობა უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენდა, რის გამოც ნიკიტა ხრუშჩოვმა საქართველოს დასჯა განიზრახა. 9 მარტს თბილისში ჯარი სამხედრო ტექნიკის გამოყენებით დემონსტანტებს სასტიკად გაუსწორედა. დაიღვარა მრავალი უდანაშაულო ადამიანის სისხლი. დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მათი დატირების უფლებაც კი არ მისცეს. ტრაგედიის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, მათი რიცხვი 100-დან 1000-მდე მერყეობს.
   
08 მარტი 2013
სასჯელის უპირობო შეკრებითობის პრინციპის გაუქმებასთან დაკავშირებული ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა
პროექტის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობისას საბოლოო სასჯელის უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს ან ნაწილობრივ ან მთლიანად ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბება. ამასთან, რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა 30 წელს არ უნდა აღემატებოდეს.
   
08 მარტი 2013
სასწრაფო დახმარების ოთხმა ექიმმა შიმშილობა დაიწყო
,,აქციას გავაგრძელებთ მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ჩვენ ვართ ამჟამად ოთხი ადამიანი, მაგრამ დღეს სავარაუდოდ ჩვენი მეგობრებიც შემოგვიერთდებიან და ისინიც გააგრძელებენ ჩვენთან ერთად საპროტესტო აქციას”, _ განაცხადა სასწრაფო დახმარების ექიმმა ციცი კაშიამ. ექიმები სამსახურში აღდგენასა და კახა ჩიხრაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ. თავად კახა ჩიხრაძე კი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
   
08 მარტი 2013
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლებას უკანონოა- კახა კოჟორიძე
როგორც ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის დაწყებამდე კოჟორიძემ განუცხადა, გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ან უნდობლობის გამოცხადებისთვის საჭიროა საბჭოს წევრთა რაოდენობის ორი მესამედი. "გადაწყვეტილება მიიღო ცხრა წევრმა, ორი მესამედი კი არის ათი წევრი. აქედან გამომდინარე, მათ არ ჰქონდათ ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება. აქ არა მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევაზე შეიძლება საუბარი, არამედ, შესაძლოა ეს დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს", - აღნიშნა კოჟორიძემ.
   
08 მარტი 2013
სამწუხაროა, რომ ქართველ მუსლიმებს ასე უსამართლოდ გვიპირისპირდებიან ჩვენი ქართველი ქრისტიანი ძმები _ მუსლიმთა კავშირი
ქართველ მუსლიმთა კავშირი აჭარის მწერალთა კავშირის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მათმა უტიფარმა და სამარცხვინო განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ქართველი მუსლიმების მიმართ მათი უარყოფითი დამოკიდებულება. როგორც ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადებაშია აღნიშნული, მწერალთა კავშირმა ქართველ მუსლიმებსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს უწოდა მატყუარა იმის გამო, რომ მათ განაცხადეს ის რეალობა, რაც ბათუმის მეჩეთში არსებობს _ ადგილის სიმცირისა და მუსლიმი მრევლის სიმრავლის გამო, მეჩეთი ვერ იტევს მლოცველებს.
   
08 მარტი 2013
ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის ახალ პროგრამას აკრიტიკებს
"ვისაც არ აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა, აშინებს ის რისკი, რასაც ჰქვია მძიმე დაავადება და გეგმური ოპერაციები. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროგრამა არ ფარავს ამას და მოიცავს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებს და ბაზისურ გამოკვლევებს, გამოდის, რომ 6-დან 60 წლამდე ადამიანები კვლავ საკუთარი ჯიბისა და ნათესავების იმედზე არიან", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. ის მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა,რომ დაზღვევა ეტაპობრივად, რისკ-ჯგუფების გათვალისწინებით განხორციელებულიყო, რომლის ფარგლებშიც პირველ ეტაპზე ბავშვები და 40-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანები დაეზღვეოდნენ, ოღონდ უფრო სრულფასოვნად.
   
08 მარტი 2013
„ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დათხოვნისკენ მოუწოდებს
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ პარლამენტს, მოხდეს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებების კანონიერების დადგენა. ასევე დაიწყოს ე.წ. ბორდის შეცვლის საპარლამენტო პროცედურა. ამასთან, პარლამენტმა უნდა დაიწყოს „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მომზადება და მაუწყებლის სამეურნეო საბჭოს დაკომპლექტება გადავიდეს პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილებაში. რაც შეეხება მეურვის თანამდებობიდან გათავისუფლებას, ამისთვის საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტის თანხმობა. იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე შექმნილი ვითარება არ პასუხობს მაუწყებლის საქმიანობის საჯაროობას, აღრმავებს კრიზისს და სახეზე გვაქვს ტელევიზიის თანამშრომელთა უმრავლესობის უნდობლობა სამეურვეო საბჭოს მიმართ, პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, მაუწყებლის საქმიანობის მიმართ საზოგადოებრივი განწყობა და სამეურვეო საბჭოს შეცვლით საფუძველი შექმნას რეალური საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩამოყალიბებისთვის“–აცხადებენ ორგანიზაციაში.
   
08 მარტი 2013
თავდაცვის სამინისტროს საწვავი ნაციონალურ მოძრაობას ხმარდებოდა
წინასაარჩევნო პერიოდში, სამეგრელოს რეგიონში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისთვის საწვავის მიწოდება უკანონოდ ხდებოდა. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს, თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ჩიხრაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
   
08 მარტი 2013
ზუგდიდში გარემოვაჭრეების აქცია გაიმართა
როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, მათ შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნიათ და ხელისუფლებამ უნდა მისცეს ნებართვა, განაგრძონ მუშაობა. აკრძალვის გაგრძელების შემთხვევაში გარემოვაჭრეები ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას არ გამორიცხავენ. ,,გვაქვს თხოვნა, როგორც გარემოვაჭრეები, გარეთ დაგვაყენონ ”,_ განაცხადა ერთ-ერთმა გარემოვაჭრე მედიკო ზაქარაიამ.
   
 
სტატიები
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
   
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია