მთავარი თემები |
 |
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა. |
სრულად>> |
|
 |
21 დეკემბერი 2024
"ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ"
"ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი" - წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით. |
სრულად>> |
|
 |
02 დეკემბერი 2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
"გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს." |
სრულად>> |
|
-
 |
01 დეკემბერი 2024
"საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
"ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას. |
სრულად>> |
|
 |
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა. |
სრულად>> |
|
 |
16 სექტემბერი 2024
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია.
მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე. |
სრულად>> |
|
-
-
 |
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს. |
სრულად>> |
|
-
 |
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს. |
სრულად>> |
|
-
|
|
|
|
 |
16 ნოემბერი 2018 განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს მიმართავს, დროულად უზრუნველყონ შენობების გათბობა „ხარისხიანი განათლების და საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებლად და სრულყოფილად წარმართვისთვის, სკოლაში შესაბამისი გარემოს არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, სამინისტრო, საჯარო სკოლებს კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით, ცივი ამინდებიდან გამომდინარე, დროულად უზრუნველყონ სკოლის შენობის გათბობა, რათა მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრებისა და მეცადინეობის შესაძლებლობა შეუფერხებლად მიეცეთ“, – აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
14 ნოემბერი 2018 საბანკო რეგულაციების ამოქმედება პირველ იანვრამდე გადაიდო ახალი რეგულაციები, რომელიც კომერციული ბანკებისთვის ხვალიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადაიდო და მთლიანი საფინანსო სექტორისთვის მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ეროვნულ ბანკში აცხადებენ. შეზღუდვები, რომელიც ხვალიდან უნდა შესულიყო ძალაში, მხოლოდ საბანკო სექტორზე ვრცელდებოდა. მიღებული გადაწყვეტილებით კი, ისინი არასაბანკო ორგანიზაციების რეგულაციებთან ერთად, მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ამასთან, აღნიშნული საბანკო რეგულაციების ამოქმედება, უკვე მეორედ გადავადდა. თავიდან მისი ძალაში შესვლა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან იგეგმებოდა, რამაც ორი კვირით, 15 ნოემბრამდე გადაიწია. |
|
|
|
|
|
|
|
 |
13 ნოემბერი 2018 ვეტერანები - კატეგორიულად ვგმობთ პრეზიდენტობის ქალბატონი კანდიდატისა და მისი შვილების მიმართ ნებისმიერ ძალადობას, შანტაჟს, მუქარას და სამხედო ძალით მანიპულირების მცდელობას "ომისა და სამხედრო ძალების არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია კატეგორიულად გმობს და ემიჯნება პრეზიდენტობის ქალბატონი კანდიდატისა და მისი შვილების მიმართ ნებისმიერ ძალადობას, შანტაჟს, მუქარას და სამხედო ძალით მანიპულირების მცდელობას. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში დესტაბილიზაციის, სიძულვილისა და სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ, რის აღსაკვეთადაც, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა გზას მივმართავთ. რამეთუ ჩვენ, ვეტერანებმა, ვის მხრებზეც ქვეყნის უახლესი ისტორიის არა ერთმა ომმა და ძმათა შორის დაპირისპირებამ გადაიარა, ყველაზე უკეთ ვუწყით იმ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რის წინაშეც ჩვენი სახელმწიფო დგას!" |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
18 სექტემბერი 2024 YOLO-მ ვებგვერდი განაახლა ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|