მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    "ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ"
    "ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი" - წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
    "გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს."
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592. "აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ ერთი სამიზნეა. ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია - ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    "საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
    "ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
    ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
    16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია. მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    მიხაელ როთი - ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის
    „ეს სამოქალაქეო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის. მადლობა პროევროპული მისწრაფებებისა და შთამაგონებელი სამუშაოსთვის. უცხოური აგენტების კანონი არის საწამლავი საქართველოში დემოკრატიული კულტურის და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – წერს მიხაელ როთი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
    სრულად>>
  • 13 სექტემბერი 2024
    2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.
    სრულად>>
  • 08 ივნისი 2024
    რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
    ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
    სრულად>>
  • 02 ივნისი 2024
    First Step-ის ნათელი ფესტივალის მხარდაჭერით, Yolo ბავშვთა დღის აღნიშვნას შეუერთდა
    „YOLO-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერება და ემოციური კეთილდღეობა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის. ეს რწმენა უდევს საფუძვლად ჩვენს მხარდაჭერას First Step-ის ფესტივალისადმი. გვინდოდა მოგვერთო ბავშვების ცხოვრება ნათელი ფერებით და შეგვექმნა მათთვის ატმოსფერო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას“, - აცხადებენ კომპანიაში.
    სრულად>>
  • 10 აპრილი 2024
    „განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
    „რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
    სრულად>>
  • 29 თებერვალი 2024
    როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
    ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
    სრულად>>
 
სიახლეები
10 ოქტომბერი 2017
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“: მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი უნდა მიენიჭოს
"ადამიანის უფლებათა ცენტრმა მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (amicus curiae) წარადგინა. ორგანიზაციამ წარდგენილ დოკუმენტში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გაეროს 1951 წლის ლტოლვილთა კონვენცია და 1967 წლის დამატებითი ოქმით გათვალისწინებული სტანდარტები გაანალიზა. ამასთანავე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ანალიზსაც მოიცავს. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ადამიანის უფლებათა ცენტრი აღნიშნავს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს უნდა მიენიჭოს ლტოლვილის სტატუსი. მისი ექსტრადირება თურქეთში საფრთხის შემცველია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის".
   
09 ოქტომბერი 2017
პროფესიულ განათლებაში ახალი პროგრამები ამოქმედდება
"სტუდენტები ცენტრში დაეუფლებიან თანამედროვე, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის პროფესიებს მექანიკური ინჟინერიის ტექნიკოსის, მაღალი ძაბვის ელექტრიკოსის, მექატრონიკის ტექნიკოსისა და სამრეწველო ავტომატიზაციის ტექნიკოსის მიმართულებით. ყველა პროგრამა შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და წარმატებული კურსდამთავრებულები, პროფესიული განათლების დიპლომთან ერთად, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ გერმანულ სერტიფიკატს მიიღებენ, რომელიც გერმანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მიერ აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ გაიცემა".
   
09 ოქტომბერი 2017
ცესკო: აკრედიტაციის მისაღებად განცხადებით მიმართვის ბოლო ვადა 18 ოქტომბერია
"აკრედიტაციის გავლის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციაში მედიაორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ: ოფიციალური განცხადება აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის სახელზე; ცესკოში საბუთების წარმოდგენისას კი ცესკოს მდივნის - გიორგი ჯავახიშვილის სახელზე; ჟურნალისტების, ოპერატორების და ფოტორეპორტიორების სია, რომლებიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გააშუქებენ. აკრედიტაციის მისაღებად სავალდებულოა განცხადებასთან ერთად დანართის წარდგენა ელექტრონული ფორმით Excel ფორმატში (იხილეთ თანდართული ფორმა). ასევე სავალდებულოა სიაში მითითებული პირების პასპორტის, ან პირადობის მოწმობების ასლების წარდგენა".
   
07 ოქტომბერი 2017
სახალხო დამცველი უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფას ითხოვს
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა და თავშესაფრის უფლების უზრუნველყოფის მიზნით, უსახლკარო პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, მათი უსახლკარობისგან დაცვისთვის საჭირო ფინანსური ან/და ინფრასტრუქტურული რესურსის მობილიზება და იდენტიფიცირებული რესურსების ეფექტიანად გამოყენებისთვის საჭირო სამართლებრივი აქტების მიღება მოითხოვა.
   
04 ოქტომბერი 2017
სახალხო დამცველი ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ძირითად სულისკვეთებას მიესალმება
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო პაკეტით შემოთავაზებული ინიციატივა – დადგინდეს ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობები. განსაზღვრული მცირე ოდენობების არ არსებობა მძიმე პრობლემას წარმოადგენ, რის გამოც ხდება აბსოლუტურად არათანაზომიერი საპატიმრო სასჯელების გამოყენება. აუცილებელია ე.წ. ახალი ფსიქო–აქტიური ნივთიერებების მომწესრიგებელი კანონმდებლობის ცვლილება, არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების შემსუბუქების მიზნით".
   
04 ოქტომბერი 2017
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“: ოჯახში ძალადობა შეწყდა, მოძალადე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმკურნალებს
"ადამიანის უფლებათა ცენტრის პრაქტიკიდან ჩანს, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებისას მოძალადეებს ზოგჯერ აღენიშნებათ მწვავე ფსიქიკური პრობლემები. მსგავს შემთხვევებზე სახელმწიფოს მხრიდან დროული რეაგირებით და მოძალადეებისთვის იძულებითი მკურნალობის დანიშვნით, შესაძლებელია ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა და ძალადობის პრევენცია".
   
03 ოქტომბერი 2017
სახალხო დამცველმა დაიწყო საინფორმაციო კამპანია – „საზოგადოება წამების წინააღმდეგ“
სამართალდამცავთა მხრიდან მოქალაქეთა არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით, სახალხო დამცველმა დაიწყო საინფორმაციო კამპანია „საზოგადოება წამების წინააღმდეგ“. კამპანიის ფარგლებში შეიქმნება სამართალდამცავთა მხრიდან მოქალაქეთა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვის სამოქალაქო ქსელი; დაგეგმილია შეხვედრები თემაზე მომუშავე პროფესიულ წრეების წარმომადგენლებთან, დაინტერესებულ პირებთან და ა.შ. მომზადდება საინფორმაციო ვიდეო რგოლი.
   
03 ოქტომბერი 2017
საარჩევნო პროცესების განვითარებისთვის თამარ ჟვანიას ჯო სი ბაქსტერის ჯილდო გადაეცა
საარჩევნო პროცესების განვითარების ხელშეწყობისთვის ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ჯო სი ბაქსტერის ჯილდო გადაეცა. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა (IFES) დაჯილდოების ცერემონიას ვაშინგტონში 2 ოქტომბერს უმასპინძლა. თამარ ჟვანიას ჯილდო IFES-ის პრეზიდენტმა ბილ სუინიმ გადასცა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.
   
02 ოქტომბერი 2017
იუსტიციის მინისტრი პარტიებს, კანდიდატებსა და ამომრჩევლებს შეახსენებს, რომ საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრაციისთვის რამდენიმე დღე დარჩა
„ცხადია, პირადი მონაცემების დაცულობის გამო ვერ დავასახელებ, მაგრამ არიან მერობის კანდიდატები, რომლებიც უმისამართოდ არიან რეგისტრირებულნი და როგორც მათ, ისე მათ ამომრჩეველს, მოვუწოდებ, გაასწორონ ხარვეზი დოკუმენტებში, რადგან მათ შესაძლოა, საკუთარ თავს და სასურველ პარტიას ვერ მისცენ ხმა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
   
02 ოქტომბერი 2017
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევის შედეგებს წარმოადგენს
"ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეისწავლა შემდეგი საკითხები: როგორ მოქმედებს ახალი წესი პრაქტიკაში; რამდენად დაცულია მოწმეთა უფლებები მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვისას; რამდენად დასაბუთებულია პროკურატურის შუამდგომლობა და სასამართლოს გადაწყვეტილება; რამდენად დაცულია შეჯიბრებითობის პრინციპი მოწმეთა დაკითხვისას; რამდენად უზრუნველყოფს მოწმის დაკითხვის მოქმედი წესი მოწმეთა უსაფრთხოებას; გაცნობიერებული აქვთ თუ არა მოწმეებს თავიანთი უფლებები და ა.შ. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის უფლებამოსილების მხოლოდ ბრალდების მხარისთვის მინიჭებით ილახება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი. კვლევამ, ასევე, გამოავლინა მოწმის დაკითხვის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობებისა და მოსამართლეთა განჩინებების დასაბუთებულობის პრობლემა".
   
 
სტატიები
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
   
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია