მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    "ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ"
    "ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი" - წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
    "გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს."
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592. "აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ ერთი სამიზნეა. ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია - ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    "საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
    "ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
    ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
    16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია. მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    მიხაელ როთი - ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის
    „ეს სამოქალაქეო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის. მადლობა პროევროპული მისწრაფებებისა და შთამაგონებელი სამუშაოსთვის. უცხოური აგენტების კანონი არის საწამლავი საქართველოში დემოკრატიული კულტურის და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – წერს მიხაელ როთი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
    სრულად>>
  • 13 სექტემბერი 2024
    2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.
    სრულად>>
  • 08 ივნისი 2024
    რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
    ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
    სრულად>>
  • 02 ივნისი 2024
    First Step-ის ნათელი ფესტივალის მხარდაჭერით, Yolo ბავშვთა დღის აღნიშვნას შეუერთდა
    „YOLO-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერება და ემოციური კეთილდღეობა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის. ეს რწმენა უდევს საფუძვლად ჩვენს მხარდაჭერას First Step-ის ფესტივალისადმი. გვინდოდა მოგვერთო ბავშვების ცხოვრება ნათელი ფერებით და შეგვექმნა მათთვის ატმოსფერო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას“, - აცხადებენ კომპანიაში.
    სრულად>>
  • 10 აპრილი 2024
    „განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
    „რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
    სრულად>>
  • 29 თებერვალი 2024
    როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
    ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
    სრულად>>
 
სიახლეები
15 მარტი 2017
ომბუდსმენი შსს-ს დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების წინადადებით მიმართავს
"დაკავებულმა სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას დამატებით განმარტა, რომ მასაც მიაყენეს პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა დაკავების პროცესში (2017 წლის 13 მარტს, საღამოს საათებში) და გამოიყენეს არაპროპორციული ფიზიკური ძალა. დაკავებულს აღენიშნებოდა სიწითლე შუბლის არეში, რომელიც მისი განცხადებით, დაკავებისას მიღებული დაზიანების შედეგია. ასევე, განმარტა, რომ მისი დაკავება მოხდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თუმცა, მისი მტკიცებით, ნარკოტიკული საშუალება პოლიციის თანამშრომლებმა „ჩაუდეს“ და მისი არ არის".
   
15 მარტი 2017
სახალხო დამცველი: საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოები არასრულწლოვანთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის
"სახალხო დამცველისათვის ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა თბილისის მაღაზიებში შეძენილი ათი დასახელების თოჯინა გერმანიაში სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნა. მიღებული პასუხების თანახმად, ათიდან ცხრა თოჯინაში დიდი ოდენობით ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერება აღმოჩნდა".
   
12 მარტი 2017
სახალხო დამცველი ბათუმის მოვლენების გამო აღშფოთებულია
"სამწუხაროა, რომ აქცია, რომელიც მშვიდობიანად დაიწყო, შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა, რასაც მოჰყვა ადამიანების ფიზიკური დაზიანება, ავტომანქანებისა და ქონების განადგურება. სახალხო დამცველი კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს ვანდალიზმის მსგავს გამოვლინებას. პროტესტის ნებისმიერი ფორმით გამოხატვისას, მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი ქმედებით ზიანი არ მიაყენონ სხვა ადამიანთა უფლებებს, საფრთხე არ შეუქმნან სხვა პირთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ქონებას".
   
10 მარტი 2017
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: „ქართული ოცნების” დაფინანსება სხვა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას მნიშვნელოვნად აღემატება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წარმოგიდგენთ ანგარიშს, რომელშიც შეფასებულია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხები. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2016 წლის 8 ივნისიდან 16 ნოემბრამდე არსებულ დროის შუალედს.
   
10 მარტი 2017
თეონა ჭალიძე: არ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ან ბავშვის დაბადება გახდეს სოციალური დახმარების შეჩერების მიზეზი
"ამ ოჯახების ერთადერთი შემოსავლის წყარო, სოციალური დახმარებაა. მათი უმეტესობა სწორედ ამ დახმარებით არსებობს თვიდან-თვემდე. ამჟამად არსებული მახინჯი სისტემით ოჯახს სოციალური დამხარება პრაქტიკულად 3 თვით უჩერდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რომელიმე წევრი გარდაიცვალა ან ოჯახში ბავშვი დაბადა. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და ადამიანების აბუჩად აგდება. ეს ოჯახები მომდევნო 3 თვის განმავლობაში ვეღარ იღებენ საარსებო შემწეობას. მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, გაითვალისწინოს უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების მდგომარეობა, მიიღოს შესაბამისი ზომები და გამოასწოროს სისტემაში არსებული ხარვეზი".
   
10 მარტი 2017
გიორგი მაჩაბელი: პედაგოგთა პროფესიული განვითარების ცენტრი რეპეტიტორობის ინსტიტუტი ვერ იქნება
ბოლო დროს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში ფუნქციური გადაფარვა ხდება. კონკრეტულად, პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და ხარისხის განვითარების ცენტრები იყო დასახელებული. ასევე კითხვები ისმის აღნიშნულ უწყებათა მუშაობის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. სამაგალითოდ მოყავთ 2016 წლის იანვარში გამართული პედაგოგთა საატესტაციო გამოცდების შედეგები, როდესაც გამოცდაზე გასული 6 477 პრაქტიკოსი პედაგოგისგან 60%-იანი ბარიერი მხოლოდ 1101-მა გადალახა...
   
10 მარტი 2017
კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის: მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და მენეჯმენტს, დაიცვან მაუწყებელში დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივი უფლებები
"კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და მენეჯმენტს, დაიცვან მაუწყებელში დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივი უფლებები და უზრუნველყონ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობა და დაგეგმილი კონკურსების საჯაროობა".
   
07 მარტი 2017
ლევან ხაბეიშვილი: თბილისი „გარაჟების“ გარეშე, გამწვანება კურპუსის სახურავებზეც, ეკოპარკინგი...
პოლიტიკური მოძრაობა „ახალი საქართველოს“ წარმომადგენელი, მონიტორინგის ცენტრი „მედიატორის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ახალი ინიციატივებით გამოდის: 1. ბიუროკრატიული ხარჯების მინიმუმ განახევრება, რაც გულისხმობს რიგი ა(ა)იპ-ების, სსიპ-ების და საქალაქო სამსახურების საერთოდ გაუქმებას და პროექტულ მართვაზე გადასვლას; 2. თბილისი „გარაჟების“ გარეშე; 3. მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მორატორიუმის გამოცხადება მჭიდროდ დასახლებულ უბნებში; 4. გამწვანება კურპუსის სახურავებზე-ც; 5. ეკოპარკინგი; 6. მერიის თანამშრომლების, მათ შორის საქალაქო სამსახურის უფროსების, მოადგილეების, განყოფილების უფროსების, გამგებლების, მათი მოადგილეების და რიგით თანამშრომლების მუშაობის ელექტრონულ კონტროლი.
   
07 მარტი 2017
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სავარაუდო დისკრიმინაცია აღმოფხვრა
„საქმის შესწავლის პროცესში საქართველოს სახალხო დამცველმა ზესტაფონის საკრებულოს წერილობით მიმართა. 2017 წლის 2 მარტს სახალხო დამცველს აცნობეს, რომ 2017 წლის 24 თებერვალს განკარგულებაში შევიდა ცვლილება და სოციალური დახმარების მიმღებ პირთა წრეს მარტოხელა მამებიც დაემატა. შესაბამისად, „მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ბავშვი/ბავშვები მიიღებენ სოციალურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით“.
   
01 მარტი 2017
მედიის პროფკავშირი „საზმაუ-ს“ ადმინსტრაციას ორდღიან ვადას აძლევს
საქართველოს მედიაში დასაქმებულთა პროფკავშირმა დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას სპეციალური განცხადებით მიმართა და პროფკავშირული ნიშნით გათავისუფლებული პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლაშა მესხის სამსახურში აღდგენა მოითხოვა. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის შესასვლელში შედგა. მესხის მხარდასაჭერად ადგილზე პროფკავშირების და სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ.
   
 
სტატიები
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
   
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია