მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    "ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ"
    "ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი" - წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
    "გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს."
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592. "აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ ერთი სამიზნეა. ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია - ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    "საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
    "ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
    ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
    16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია. მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    მიხაელ როთი - ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის
    „ეს სამოქალაქეო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის. მადლობა პროევროპული მისწრაფებებისა და შთამაგონებელი სამუშაოსთვის. უცხოური აგენტების კანონი არის საწამლავი საქართველოში დემოკრატიული კულტურის და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – წერს მიხაელ როთი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
    სრულად>>
  • 13 სექტემბერი 2024
    2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.
    სრულად>>
  • 08 ივნისი 2024
    რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
    ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
    სრულად>>
  • 02 ივნისი 2024
    First Step-ის ნათელი ფესტივალის მხარდაჭერით, Yolo ბავშვთა დღის აღნიშვნას შეუერთდა
    „YOLO-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერება და ემოციური კეთილდღეობა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის. ეს რწმენა უდევს საფუძვლად ჩვენს მხარდაჭერას First Step-ის ფესტივალისადმი. გვინდოდა მოგვერთო ბავშვების ცხოვრება ნათელი ფერებით და შეგვექმნა მათთვის ატმოსფერო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას“, - აცხადებენ კომპანიაში.
    სრულად>>
  • 10 აპრილი 2024
    „განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
    „რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
    სრულად>>
  • 29 თებერვალი 2024
    როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
    ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
    სრულად>>
 
სიახლეები
14 აგვისტო 2014
კერძო მაუწყებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს, პრეზიდენტსა და მთავრობას სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებული კანონპროექტის თაობაზე მიმართავენ
"საქართველოს პარლამენტს ვთხოვთ, შეაჩეროს ამ კანონპროექტის განხილვა, რადგანაც ამ რეგულაციების შემოღება ფინანსურად დააზარალებს მაუწყებლებს და შეზღუდავს მათი გამოხატვის თავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე არაგონივრულია ახალი რეგულაციების შემოღება იმ კანონებში, რომლებიც მაუწყებლობის სფეროს არგულირებს. გთავაზობთ სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელშიც ჩართული იქნებიან მაუწყებლების, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები".
   
07 აგვისტო 2014
„სამოქალაქო განვითარების ასოციაცია ჩემი უფლებები“ – ბაქოს სტადიონზე მომხდარი უგუნური პროვოკაცია აღარ უნდა გამეორდეს
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ასოციაცია ჩემი უფლებები“ ბაქოს სტადიონზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და საპასუხო შეხვედრის წინ ორივე მხარეს „უგუნური პროვოკაციისგან“ თავის შეკავებისკენ, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას საინგილოს პრობლემებზე კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებს.
   
05 აგვისტო 2014
პარლამენტს მიწის კანონში სასწრაფო ცვლილებების შეტანისკენ მოუწოდებენ
"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, სასწრაფოდ შეიტანოს ცვლილებები საქართველოს კანონში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“, იმოქმედოს ქვეყნისა და საზოგადოების სტრატეგიული ინტერესების შესაბამისად".
   
29 ივლისი 2014
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩადენილი დანაშაულისთვის თითოეული მოქალაქე კანონის წინაშე პასუხს აგებს
"ქართველ ხალხს სურს, რომ საბოლოოდ დაესვას წერტილი დაუსჯელობას, რომელიც წლების განმავლობაში იყო გაბატონებული ჩვენს ქვეყანაში. ქართველი ხალხი მის მიერ არჩეული ხელისუფლებისგან მოითხოვს ისეთ სისტემას, სადაც ჩადენილი დანაშაულისთვის კანონის წინაშე პასუხს აგებს საქართველოს თითოეული მოქალაქე და სადაც თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია".
   
29 ივლისი 2014
გაეროს ორმა სახელშეკრულებო ორგანომ საქართველოსთან დაკავშირებით დასკვნითი შენიშვნები გამოაქვეყნა
ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობამ წარსულში ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე ეფექტური რეაგირება უნდა მოახდინოს. გარდა ამისა, კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს განაგრძოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოის შექმნის საკითხის განხილვა. კომიტეტი შენიშვნას გამოთქვამს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებითაც და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ განახორციელოს ადმინისტრაციული პატიმრობის არასრულყოფილი სისტემის რეფორმირება.
   
28 ივლისი 2014
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს და რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წარუდგინა
მთავარი პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საქმე ეხება 2007 წლის 07 ნოემბერს, „მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას“.
   
27 ივლისი 2014
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობას ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენი მთავრობა იქნება მოტივირებული, რათა 24 საათის რეჟიმში ვიმუშაოთ და ყველა ნაკისრი ვალდებულება შევასრულოთ დროულად. საკმაოდ საინტერესო ორდღიანი პროცესი იყო, ოპოზიციას წაკითხულიც კი არ ქონდა სამთავრობო პროგრამა და ისინი მთელი ორი დღის განმავლობაში ცდილობდნენ შეცდომაში შეეყვანათ მოსახლეობა“.
   
25 ივლისი 2014
შსს 2007-2014 წლებში ოჯახური ძალადობის სტატისტიკას აქვეყნებს
შსს–ს ინფორმაციით, სულ 2007-2014 წლების (იანვარ-ივნისი) პერიოდში ძალადობის 1102 ფაქტი დაფიქსირდა, მათში მონაწილე 2223 პირით.„მოძალადეებს შორის ჭარბობენ მამაკაცები - 1014, ხოლო ქალების რაოდენობა შეადგენს 82-ს. აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალდობის მსხვერპლი გახდა 1010 ქალი და 117 მამაკაცი. ოჯახური ძალადობის სახეებიდან საქართველოში ჭარბობს ფიზიკური (36%) და ფსიქოლოგიური ძალადობა (55%), ხოლო დანარჩენ ოჯახურ ძალადობებზე მთლიანად მოდის - 9%.
   
25 ივლისი 2014
ყვითელი ავტობუსის მძღოლები გაფიცვით იმუქრებიან
ტრანსპორტის მუშაკთა პროფკავშირი ფონიჭალაში, ყვითელი ავტობუსის მძღოლის სიკვდილში დამნაშავე პირის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. პროფკავშირის პრეზიდენტმა ლავრენტი ალანიამ, ავტობუსის მძღოლებსა და კონტროლიორებთან ერთად განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, პირველი შემთხვევა არაა, როცა მძღოლებზე ძალადობენ და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. ალანია აპირებს, გამოაქვეყნოს მძღოლებზე თავდასხმისა და ძალადობის სტატისტიკა.
   
23 ივლისი 2014
ცესკომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა. გამართულ სხდომაზე თამარ ჟვანიამ და კომისიის მდივანმა გიზო მჭედლიძემ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის შემაჯამებელ ოქმს მოაწერეს ხელი. თბილისის მერად არჩეულია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია, რომელმაც 12 ივლისის არჩევნებში ხმების 72,47 % (222 066 ხმა) მიიღო, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ნიკანორ მელიამ - 27,53% (84 350).
   
 
სტატიები
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
   
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია