მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 27 ოქტომბერი 2025
    ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები არაკონსტიტუციურია და მიზნად ისახავს კონკურენტების ჩამოშორებას - არასამთავრობო ორგანიზაციები
    „ქართული ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა 2025 წლის 16 ოქტომბერს დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს პარტიების აკრძალვას და მათთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური უფლებების განუსაზღვრელი ვადით ჩამორთმევას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კონკურენტების პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებას. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რათა ხელისუფლებაში თავისი გრძელვადიანი ყოფნა უზრუნველყოს“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
    სრულად>>
  • 24 ოქტომბერი 2025
    ირაკლი ღარიბაშვილმა მილიონი ლარის გირაო 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს - სასამართლო
    სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვისა და პასპორტის ჩამორთმევაზე. თავად ღარიბაშვილს სხდომაზე განცხადება არ გაუკეთებია. შემოიფარგლა მხოლოდ მოკლე კომენტარით, რომ ბრალს ეთანხმება. განცხადება გააკეთეს ადვოკატებმა. როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი გამოცხადდა პირველივე გამოკითხვაზე, არ ჰქონია ქვეყნის დატოვების მცდელობა და, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მიმალვის მცდელობაც გამორიცხულია.
    სრულად>>
  • 17 ოქტომბერი 2025
    როდის უნდა ავიცრა, სად და რატომ? - გრიპის ვაქცინაცია უკვე დაიწყო
    საქართველოში სეზონური გრიპის ვაქცინაცია დაიწყო. აცრა 200-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში, 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ის უფასოა. წელს პირველად, ვაქცინაციის პროცესი აღარ დაიყო ორ ფაზად. თუკი გასულ წლებში, თავდაპირველად რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები იცრებოდნენ და მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ იწყებოდა საყოველთაო აცრის პროცესი, ამჯერად, გრიპის სეზონური ვაქცინაციის პროგრამით სარგებლობა პირველივე დღეებიდან, ნებისმიერს შეუძლია.
    სრულად>>
  • 17 ოქტომბერი 2025
    ეს მავნე ხელისუფლება უცხოეთში განათლების მიღების შესაძლებლობას უკარგავს ახალგაზრდებს იმ მოტივით, რომ მერე იქ დარჩებიანო, ქვეყანა სიღარიბის გამო იცლება და არა სწავლის სურვილის გამო - რომან გოცირიძე
    "მილიონზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, ძირითადად ახალგაზრდებმა. ამავე პერიოდში უკან დაბრუნდა დაახლოებით 700 ათასი კაცი. ემიგრანტის სტატუსით იქ დარჩა საცხოვრებლად 315 ათასი ჩვენი მოქალაქე. კახეთის მოსახლეობაზე მეტი ადამიანი ფაქტობრივად გაქრა ქვეყნიდან ამათი მმართველობოს პერიოდში და ეს მავნე ხელისუფლება უცხოეთში განათლების მიღების შესაძლებლობას უკარგავს ახალგაზრდებს იმ მოტივით, რომ მერე იქ დარჩებიანო. ქვეყანა სიღარიბის გამო იცლება და არა სწავლის სურვილის გამო".
    სრულად>>
  • 15 ოქტომბერი 2025
    ცესკო-მ 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგები შეაჯამა
    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა. შედეგების მიხედვით, ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე, რომელმაც 215,363 ამომრჩევლის, ხმების 71.627% მიიღო. თბილისის მერის არჩევნებში 324 798 ამომრჩეველი მონაწილეობდა.
    სრულად>>
  • 09 ოქტომბერი 2025
    საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია, გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი - ლევან ხაბეიშვილი
    "საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია. გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი. ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ შემფასებლების, კომენტატორების ამარა დავრჩებით. შეგვიძლია თუ არა ივანიშვილის მოშორება? დიახ, დიახ და კიდევ ერთხელ დიახ! უპირობოდ შეგვიძლია! ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძიკდა ან დაეცა, სასწრაფოდ წამოაყენეთ. უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთსულოვნება და საკუთარ ძალებში დარწმუნება".
    სრულად>>
  • 09 ოქტომბერი 2025
    ზეციური ანარეკლები - როგორ გადარჩა ინგილო ბავშვი განწირული ძახილით „დედა-დედა“!
    საინგილოში დღემდე ეროვნულ თვითშეგნებას ქართული სკოლები ინარჩუნებდნენ. იმ სოფლებში, სადაც თავის დროზე ვერ გაიხსნა, დღეს მხოლოდ ღრმად მოხუცებულები საუბრობენ დედა ენაზე. ახალგაზრდებმა ძირითადად იციან, რომ ოდესღაც ისინიც ქართველები იყვნენ და მერე ნელ-ნელა „გათათრდნენ“. „მაგრამ ასე რომ მოხდა ჩვენი რა ბრალიაო“, - ამასაც აყოლებენ. ასიმილაციის პროცესი დღესაც მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა საქართველო და აზერბაიჯანი „სტრატეგიული მეგობრები“ არიან.
    სრულად>>
  • 08 ოქტომბერი 2025
    პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი - მორიგი სპეცოპერაცია საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ
    ოპერაცია პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი გადამწყვეტ ფაზაში შედის. არჩევანი მარტივია - მონობასა და თავისუფლებას შორის. წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში თავისუფლებისთვის გაჩენილი ერის გენეტიკური კოდი ვიღაც 90-იანელმა მანქურთებმა ასე სასტიკად დაამახინჯონ. ამ ჩაბნელებული დღე-ღამეების შემდეგ საბოლოოდ ქართველებში საუკუნეობით ფესვგამდგარმა მგლის ინსტინქტმა უნდა გაიმარჯვოს. ყველა სხვა შემთხვევაში, რუს „ბორენკა-დოროგოის“ მიერ თავისუფლებაწართმეულ, საზარლად ოპერირებულ, დამონებულ-დამცირებულ სამშობლოში ცოცხალ-მკვდრად მოსიარულეებს დავემსგავსებით. ჩვენს წინაშე კვლავ მარტივი არჩევანია - რუსული (პუტინისტური) მონობა თუ ევროპული ყაიდის თავისუფლება?
    სრულად>>
  • 07 ოქტომბერი 2025
    "აჩვენეთ ეს კადრი მსოფლიოს და ომი აღარ იქნება"
    "აჩვენეთ ეს კადრი მსოფლიოს და ომი აღარ იქნება", - ამ სათაურით პოსტს ფეისბუქგვერდი "დედამიწის გარშემო" ავრცელებს.
    სრულად>>
  • 03 ოქტომბერი 2025
    ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
    „ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ ის ადგილია, სადაც ადგილობრივი ქალები ბავშვობის ოცნებებს იხდენენ. ამ კეთილ საქმეში ორგანიზაციას გვერდში უდგას „CENN“ (კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ცენტრში მიღებულ პროფესიულ ცოდნა-უნარებს ქალები პრაქტიკულ ცხოვრებაში იყენებენ, შემოსავლის წყაროს იჩენენ და ავითარებენ.
    სრულად>>
  • 02 ოქტომბერი 2025
    რა იწვევს თავის ტკივილს და როგორ გავუმკლავდეთ მას?
    რა უნდა ვიღონოთ თავის ტკივილის დროს? თავის ტკივილის მკურნალობის ყველაზე მიღებული და გავრცელებული მეთოდი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებაა. შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც შეიცავს იბუპროფენს, ასპირინს, აცეტამინოფენს ან ნაპროქსენს. უმჯობესია, წამალი მიიღოთ მაშინ, როცა ტკივილი ახალი დაწყებულია. მნიშვნელოვანია პარალელურად გაატაროთ ისეთი პროფილაქტიკური ღონისძიებები, როგორიცაა: სტრესის შემცირება, რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტის ამოღება, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით – ცურვა ან სიარული და სხვა.
    სრულად>>
  • 02 ოქტომბერი 2025
    რა არის და როდის უნდა მიიღოთ დუფასტონი?
    რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჰორმონალური ბალანსის დაცვის მიმართულებით ადამიანები ხშირად აწყდებიან წინაღობებს, რომლებიც მათ ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ცვლის. გარდა იმისა, რომ არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს, ენდომეტრიოზს, დისმენორეასა და სხვა პრობლემებს დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისკომფორტის გამოწვევა შეუძლიათ, მათ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედონ რეპროდუქციულ უნარზეც. ამგვარი დარღვევების სამკურნალოდ პროფესიონალები იყენებენ მედიკამენტებს, რომლებიც პაციენტს ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში და დისკომფორტის თავიდან არიდებაში ეხმარება. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი დუფასტონია (Dufaston), რომელსაც ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
 
სიახლეები
06 სექტემბერი 2020
გიგა ბოკერია - სააკაშვილს უნდა 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება და ივანიშვილს დღევანდელის შენარჩუნება სურს
„ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ გეგმა უკავშირდება არა ვინმეს ჩამოსვლას ან არჩამოსვლას, მუქარას, არამედ ამ ქვეყნის მომავალს, გარდამტეხ ცვლილებებს, რომელიც გვჭირდება და სწორ გზაზე დადგომას, სწორი კომპასით, რომ ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდეს ყველა მიმართულებით და ეს პოლიტიკური მარაზმი, რაც ივანიშვილმა შექმნა, დასრულდეს. დევნა ყველასი უნდა დასრულდეს, მაგრამ ჩვენი გეგმები არ არის დაკავშირებული ერთ კაცთან ან ვინმეს დაბრუნებასთან, მთელი ქვეყნის მომავალთან არის დაკავშირებული. როგორც ჩანს, ამ კაცს, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება და ივანიშვილს სურს, დღევანდელი ვითარების შენარჩუნება, სადაც უკიდეგანო ძალაუფლება აქვს და ხალხი ფეხებზე კიდია. „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, მომავალზე, გარდამტეხ ცვლილებებზე, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდეს და ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარ მომავალზე თვითონ იზრუნონ “, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
   
06 სექტემბერი 2020
გიორგი ვაშაძე - არჩევნები ახლოვდება და არიან ჯგუფები, რომლებიც პირადი ცხოვრებით შანტაჟს არ მოერიდებიან
"დღეს ნახსენები ფაქტი შეეხება ჩვენი ერთ-ერთი თანაგუნდელის პირად ცხოვრებას, გამოგონილია, თუ არ არის გამოგონილი ამას მნიშვნელობა არ აქვს. საუბარია, პირად ცხოვრებაზე, რომ რაღაც გამოქვეყნდება, ვიღაცა ვიღაცას გადაუგზავნის. ჩვენ ვერ ვსაუბრობთ საჯაროდ, რადგან მისი პერსონალური ინფორმაციაა და არ გვაქვს უფლება დავარღვიოთ ეს საკითხი. გარკვეული ადამიანები ახორციელებენ შანტაჟს, ვისაც აქვს ჩანაწერებთან წვდომა, შესაბამისად, ჩვენი ეჭვია, რომ კავშირი არის მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებთან“, – განაცხადა ვაშაძემ.
   
05 სექტემბერი 2020
„ეს არის თაღლითობა, ამორალურობა, არაკეთილსინდისიერება!“
"1800 ლარიდან თითქმის მეორე წელია იხდის პენსიონერი და კიდევ გადასახდელი აქვს 1592 ლარი, ანუ ადამიანი 2 წელია გიხდით თანხას და 200 ლარია მხოლოდ ძირი დაფარული! ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად, გავასაჩივრებთ! თქვენ ხართ ამორალური ბანკი, პენსიონერს, რომელსაც აღნიშნული პენსია ერიცხება საარსებო მინიმუმისთვის, ართმევთ და პროცენტებში ითვისებთ! შევხვდებით სასამართლოში!"
   
05 სექტემბერი 2020
როგორ „იყიდა“ და „გაყიდა“ თბილისელმა პენსიონერმა ლილიანა კაზარიანმა ოზურგეთში 50 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთი
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც 50 ათასი კვ.მ-ია, ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა. საწყისი ფასი იყო 2 ლარი და 50 თეთრი და პირველივე ბიჯზე ეს ნაკვეთი თბილისელმა პენსიონერმა ლილიანა კაზარიანმა შეიძინა. ეს კორუფციული სქემაა. თანხა კონკრეტულად ოზურგეთის მოსახლეობას აკლდება. მე კი ვპირდები მათ, რომ ეს კორუფციული სქემები ნამდვილად დასრულდება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მდივანი ხათუნა გოგორიშვილი.
   
05 სექტემბერი 2020
ამირან გამყრელიძე - განგაშის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ სიტუაცია საყურადღებოა
„მოვუწოდებთ ხალხს, მივიდნენ, გამონაკლისია და უფასოდ კეთდება ბულვარში, ასევე ქობულეთში, პოლიკლინკებში. ეპიდსიტუაცია მთლიანად ქვეყანაში კონტროლირებადია, ასევე აჭარის რეგიონში. არაფერი საპანიკო და არავითარი განგაშის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ სიტუაცია საყურადღებოა. ამ ზაფხულს და განსაკუთრებით აგვისტოში ძალიან დიდი მობილობა გვქონდა აჭარის რეგიონში, თითქმის ნახევარი საქართველო ჩამოსული იყო, კარგია, დაისვენეს, შიდა ტურიზმი გაფართოვდა, მაგრამ რეგულაციები უნდა დავიცვათ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
   
04 სექტემბერი 2020
რატომ გაჩეხეს სოფელ ვაზისუბნის ასწლოვანი ხეები
"ეს 1925 წელს გაშენებული სოფელ ვაზისუბნის პარკია. რეკრეაციული ზონა, სადაც სკვერია განთავსებული. ასწლოვანი ხეებია უნებართვოდ გაჩეხილი. მერია და შესაბამისი სამსახურები თვალს ხუჭავენ. პროკურატურა არ რეაგირებს! ქვეყანას პატრონი არ ჰყავს!"
   
04 სექტემბერი 2020
გიორგი კანდელაკი: მთავრობა ერთი და იმავე ქვეყნიდან შემოსულ უცხოელ და საქართველოს მოქალაქეებს განხვავებულ პირობებში აქცევს
"ევროპული საქართველოს სახელით მინდა გამოვეხმაურო ბატონი ამირან გამყრელიძის გუშინდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც მთავრობა განიხილავს საქართველოს მოქალაქეებისათვის დისკრიმინაციული კარანტინის გაუქმებას, როცა სახელმწიფო მათ მოქალაქეებს ათავსებს იძულებით კარანტინში, მაშინაც კი, როდესაც ისინი მოემართებიან მთავრობის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან, როცა ამ ქვეყნების მოქალაქეებს თავისუფლად ვუშვებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამას ევროპული საქართველო მოითხოვდა თავიდანვე, რადგან ამ დისკრიმინაციულ კარანტინს არ გააჩნია არანაირი სამეცნიერო საფუძველი და ის წარმოადგენს არაფორმალურ აკრძალვას ჩვენი მოქალაქეებისათვის, დაბრუნდნენ სამშობლოში". – ამბობს კანდელაკი
   
04 სექტემბერი 2020
დავით მესხიშვილი - ასე გარდაიცვალა „მეხრეთა კანონი“
"მძღოლი და მგზავრი, რომელიც იღებს სხეულის დაზიანებას მაგისტრალზე პირუტყვთან შეჯახების გამო, არანაირ კომპენსაციას არ იღებს. არც დაზიანებული ავტომობილის აღსადგენად მოიკლავს ვინმე თავს! პირუტყვთან შეჯახებისას თქვენ კი ხართ მართალი, მაგრამ... ვინ დასაჯონ? პირუტყვი? არა, პირუტყვს ვერ დასჯიან, მითუმეტეს ტრავმირებულს! მეხრე? არა, მეხრე გაჭირვებულია და მისი დასჯა წამგებიანია! ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურა? არა, „ჩემს შვილს ხომ არ დავსჯი?“. ასე გარდაიცვალა „მეხრეთა კანონი“!
   
04 სექტემბერი 2020
დემურ გიორხელიძე - პრიმიტივიზმი მომაკვდინებელია საჯარო პირისთვის, მას პოლიტიკოსი დროში აცდენამდე მიჰყავს
"განათლების დეფიციტი ხელს უშლის მას (მათ) იყვნენ ადეკვატურნი დროისა, ღრმად კრიტიკულნი და აკვირდებოდნენ მიმდინარე პროცესებს; შეეძლოთ საღად გაანალიზონ მოვლენები და თვალი არ აარიდონ რეალობას - უპირველეს მოცემულობას სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისათვის. პრიმიტივიზმი მომაკვდინებელია საჯარო პირისთვის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას პოლიტიკოსი დროში აცდენამდე მიჰყავს. შემდეგ ყველაფერი ბუნებრივად ხდება... გაუნათლებელი თუ არ ხარ, - ხეპრე ვერ იქნები. ხეპრეობა პოლიტიკაში - ეს დასასრულია".
   
03 სექტემბერი 2020
ლევან სამუშია - „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიწყო დაშინებები, არ გამოგივათ
„აქტიურ ფაზაში შევიდა წინასაარჩევნო კამპანია და „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიწყო დაშინებები. ჩემს გვერდით არის ქალბატონი მანანა სულთანიშვილი, რომლის მიმართაც განხორციელდა ზეწოლა. დიდუბე-ჩუღურეთის „ქართული ოცნების“ შტაბში ჩაიყვანეს და შეახვედრეს რიმა ბერაძესა და მაკა სამნიაშვილს, რომლებმაც განუცხადეს, რომ თუ „ლელოში“ გააგრძელებდა ყოფნას და მხარდაჭერას, მას შეუწყვეტდნენ სოციალურ დახმარებას და თქვენ წარმოიდგინეთ, უფასო სასადილოს. ბერაძე რიმა, რომელიც 1.18 თეთრად გვკვებავს და სრულიად საკმარისიაო იძახის, ამით ემუქრებოდნენ. მინდა, მივმართო ყველას, თუ ვინმეს მიმართ განხორციელდება ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა, პირადად მე და პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ იქნება მათ გვერდით. „ლელო“ იქნება მათი უსაფრთხოების ქოლგა და არავის მივცემთ ჩვენი მოქალაქეების დაშინების შესაძლებლობას. ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოვითხოვთ მყისიერად სამართლებრივ რეაგირებას".
   
 
სტატიები
17 ოქტომბერი 2025
როდის უნდა ავიცრა, სად და რატომ? - გრიპის ვაქცინაცია უკვე დაიწყო
საქართველოში სეზონური გრიპის ვაქცინაცია დაიწყო. აცრა 200-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში, 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ის უფასოა. წელს პირველად, ვაქცინაციის პროცესი აღარ დაიყო ორ ფაზად. თუკი გასულ წლებში, თავდაპირველად რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები იცრებოდნენ და მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ იწყებოდა საყოველთაო აცრის პროცესი, ამჯერად, გრიპის სეზონური ვაქცინაციის პროგრამით სარგებლობა პირველივე დღეებიდან, ნებისმიერს შეუძლია.
   
10 ოქტომბერი 2025
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია დაიწყო
საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
   
09 ოქტომბერი 2025
ზეციური ანარეკლები - როგორ გადარჩა ინგილო ბავშვი განწირული ძახილით „დედა-დედა“!
საინგილოში დღემდე ეროვნულ თვითშეგნებას ქართული სკოლები ინარჩუნებდნენ. იმ სოფლებში, სადაც თავის დროზე ვერ გაიხსნა, დღეს მხოლოდ ღრმად მოხუცებულები საუბრობენ დედა ენაზე. ახალგაზრდებმა ძირითადად იციან, რომ ოდესღაც ისინიც ქართველები იყვნენ და მერე ნელ-ნელა „გათათრდნენ“. „მაგრამ ასე რომ მოხდა ჩვენი რა ბრალიაო“, - ამასაც აყოლებენ. ასიმილაციის პროცესი დღესაც მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა საქართველო და აზერბაიჯანი „სტრატეგიული მეგობრები“ არიან.
   
08 ოქტომბერი 2025
პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი - მორიგი სპეცოპერაცია საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ
ოპერაცია პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი გადამწყვეტ ფაზაში შედის. არჩევანი მარტივია - მონობასა და თავისუფლებას შორის. წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში თავისუფლებისთვის გაჩენილი ერის გენეტიკური კოდი ვიღაც 90-იანელმა მანქურთებმა ასე სასტიკად დაამახინჯონ. ამ ჩაბნელებული დღე-ღამეების შემდეგ საბოლოოდ ქართველებში საუკუნეობით ფესვგამდგარმა მგლის ინსტინქტმა უნდა გაიმარჯვოს. ყველა სხვა შემთხვევაში, რუს „ბორენკა-დოროგოის“ მიერ თავისუფლებაწართმეულ, საზარლად ოპერირებულ, დამონებულ-დამცირებულ სამშობლოში ცოცხალ-მკვდრად მოსიარულეებს დავემსგავსებით. ჩვენს წინაშე კვლავ მარტივი არჩევანია - რუსული (პუტინისტური) მონობა თუ ევროპული ყაიდის თავისუფლება?
   
07 ოქტომბერი 2025
"აჩვენეთ ეს კადრი მსოფლიოს და ომი აღარ იქნება"
"აჩვენეთ ეს კადრი მსოფლიოს და ომი აღარ იქნება", - ამ სათაურით პოსტს ფეისბუქგვერდი "დედამიწის გარშემო" ავრცელებს.
   
03 ოქტომბერი 2025
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
„ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ ის ადგილია, სადაც ადგილობრივი ქალები ბავშვობის ოცნებებს იხდენენ. ამ კეთილ საქმეში ორგანიზაციას გვერდში უდგას „CENN“ (კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ცენტრში მიღებულ პროფესიულ ცოდნა-უნარებს ქალები პრაქტიკულ ცხოვრებაში იყენებენ, შემოსავლის წყაროს იჩენენ და ავითარებენ.
   
02 ოქტომბერი 2025
რა იწვევს თავის ტკივილს და როგორ გავუმკლავდეთ მას?
რა უნდა ვიღონოთ თავის ტკივილის დროს? თავის ტკივილის მკურნალობის ყველაზე მიღებული და გავრცელებული მეთოდი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებაა. შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც შეიცავს იბუპროფენს, ასპირინს, აცეტამინოფენს ან ნაპროქსენს. უმჯობესია, წამალი მიიღოთ მაშინ, როცა ტკივილი ახალი დაწყებულია. მნიშვნელოვანია პარალელურად გაატაროთ ისეთი პროფილაქტიკური ღონისძიებები, როგორიცაა: სტრესის შემცირება, რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტის ამოღება, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით – ცურვა ან სიარული და სხვა.
   
02 ოქტომბერი 2025
რა არის და როდის უნდა მიიღოთ დუფასტონი?
რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჰორმონალური ბალანსის დაცვის მიმართულებით ადამიანები ხშირად აწყდებიან წინაღობებს, რომლებიც მათ ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ცვლის. გარდა იმისა, რომ არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს, ენდომეტრიოზს, დისმენორეასა და სხვა პრობლემებს დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისკომფორტის გამოწვევა შეუძლიათ, მათ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედონ რეპროდუქციულ უნარზეც. ამგვარი დარღვევების სამკურნალოდ პროფესიონალები იყენებენ მედიკამენტებს, რომლებიც პაციენტს ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში და დისკომფორტის თავიდან არიდებაში ეხმარება. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი დუფასტონია (Dufaston), რომელსაც ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს.
   
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
 
პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE