| მთავარი თემები |
 |
27 ოქტომბერი 2025
ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები არაკონსტიტუციურია და მიზნად ისახავს კონკურენტების ჩამოშორებას - არასამთავრობო ორგანიზაციები
„ქართული ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა 2025 წლის 16 ოქტომბერს დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს პარტიების აკრძალვას და მათთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური უფლებების განუსაზღვრელი ვადით ჩამორთმევას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კონკურენტების პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებას. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რათა ხელისუფლებაში თავისი გრძელვადიანი ყოფნა უზრუნველყოს“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. |
| სრულად>> |
|
 |
24 ოქტომბერი 2025
ირაკლი ღარიბაშვილმა მილიონი ლარის გირაო 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს - სასამართლო
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვისა და პასპორტის ჩამორთმევაზე. თავად ღარიბაშვილს სხდომაზე განცხადება არ გაუკეთებია. შემოიფარგლა მხოლოდ მოკლე კომენტარით, რომ ბრალს ეთანხმება. განცხადება გააკეთეს ადვოკატებმა. როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი გამოცხადდა პირველივე გამოკითხვაზე, არ ჰქონია ქვეყნის დატოვების მცდელობა და, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მიმალვის მცდელობაც გამორიცხულია. |
| სრულად>> |
|
 |
17 ოქტომბერი 2025
როდის უნდა ავიცრა, სად და რატომ? - გრიპის ვაქცინაცია უკვე დაიწყო
საქართველოში სეზონური გრიპის ვაქცინაცია დაიწყო. აცრა 200-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში, 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ის უფასოა.
წელს პირველად, ვაქცინაციის პროცესი აღარ დაიყო ორ ფაზად. თუკი გასულ წლებში, თავდაპირველად რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები იცრებოდნენ და მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ იწყებოდა საყოველთაო აცრის პროცესი, ამჯერად, გრიპის სეზონური ვაქცინაციის პროგრამით სარგებლობა პირველივე დღეებიდან, ნებისმიერს შეუძლია. |
| სრულად>> |
|
-
 |
15 ოქტომბერი 2025
ცესკო-მ 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა. შედეგების მიხედვით, ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე, რომელმაც 215,363 ამომრჩევლის, ხმების 71.627% მიიღო. თბილისის მერის არჩევნებში 324 798 ამომრჩეველი მონაწილეობდა. |
| სრულად>> |
|
 |
09 ოქტომბერი 2025
საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია, გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი - ლევან ხაბეიშვილი
"საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია. გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი. ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ შემფასებლების, კომენტატორების ამარა დავრჩებით. შეგვიძლია თუ არა ივანიშვილის მოშორება? დიახ, დიახ და კიდევ ერთხელ დიახ! უპირობოდ შეგვიძლია! ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძიკდა ან დაეცა, სასწრაფოდ წამოაყენეთ. უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთსულოვნება და საკუთარ ძალებში დარწმუნება". |
| სრულად>> |
|
 |
09 ოქტომბერი 2025
ზეციური ანარეკლები - როგორ გადარჩა ინგილო ბავშვი განწირული ძახილით „დედა-დედა“!
საინგილოში დღემდე ეროვნულ თვითშეგნებას ქართული სკოლები ინარჩუნებდნენ. იმ სოფლებში, სადაც თავის დროზე ვერ გაიხსნა, დღეს მხოლოდ ღრმად მოხუცებულები საუბრობენ დედა ენაზე. ახალგაზრდებმა ძირითადად იციან, რომ ოდესღაც ისინიც ქართველები იყვნენ და მერე ნელ-ნელა „გათათრდნენ“. „მაგრამ ასე რომ მოხდა ჩვენი რა ბრალიაო“, - ამასაც აყოლებენ. ასიმილაციის პროცესი დღესაც მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა საქართველო და აზერბაიჯანი „სტრატეგიული მეგობრები“ არიან. |
| სრულად>> |
|
 |
08 ოქტომბერი 2025
პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი - მორიგი სპეცოპერაცია საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ
ოპერაცია პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი გადამწყვეტ ფაზაში შედის. არჩევანი მარტივია - მონობასა და თავისუფლებას შორის. წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში თავისუფლებისთვის გაჩენილი ერის გენეტიკური კოდი ვიღაც 90-იანელმა მანქურთებმა ასე სასტიკად დაამახინჯონ. ამ ჩაბნელებული დღე-ღამეების შემდეგ საბოლოოდ ქართველებში საუკუნეობით ფესვგამდგარმა მგლის ინსტინქტმა უნდა გაიმარჯვოს. ყველა სხვა შემთხვევაში, რუს „ბორენკა-დოროგოის“ მიერ თავისუფლებაწართმეულ, საზარლად ოპერირებულ, დამონებულ-დამცირებულ სამშობლოში ცოცხალ-მკვდრად მოსიარულეებს დავემსგავსებით. ჩვენს წინაშე კვლავ მარტივი არჩევანია - რუსული (პუტინისტური) მონობა თუ ევროპული ყაიდის თავისუფლება? |
| სრულად>> |
|
-
 |
03 ოქტომბერი 2025
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
„ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ ის ადგილია, სადაც ადგილობრივი ქალები ბავშვობის ოცნებებს იხდენენ. ამ კეთილ საქმეში ორგანიზაციას გვერდში უდგას „CENN“ (კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ცენტრში მიღებულ პროფესიულ ცოდნა-უნარებს ქალები პრაქტიკულ ცხოვრებაში იყენებენ, შემოსავლის წყაროს იჩენენ და ავითარებენ. |
| სრულად>> |
|
 |
02 ოქტომბერი 2025
რა იწვევს თავის ტკივილს და როგორ გავუმკლავდეთ მას?
რა უნდა ვიღონოთ თავის ტკივილის დროს? თავის ტკივილის მკურნალობის ყველაზე მიღებული და გავრცელებული მეთოდი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებაა. შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც შეიცავს იბუპროფენს, ასპირინს, აცეტამინოფენს ან ნაპროქსენს. უმჯობესია, წამალი მიიღოთ მაშინ, როცა ტკივილი ახალი დაწყებულია. მნიშვნელოვანია პარალელურად გაატაროთ ისეთი პროფილაქტიკური ღონისძიებები, როგორიცაა: სტრესის შემცირება, რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტის ამოღება, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით – ცურვა ან სიარული და სხვა. |
| სრულად>> |
|
 |
02 ოქტომბერი 2025
რა არის და როდის უნდა მიიღოთ დუფასტონი?
რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჰორმონალური ბალანსის დაცვის მიმართულებით ადამიანები ხშირად აწყდებიან წინაღობებს, რომლებიც მათ ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ცვლის. გარდა იმისა, რომ არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს, ენდომეტრიოზს, დისმენორეასა და სხვა პრობლემებს დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისკომფორტის გამოწვევა შეუძლიათ, მათ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედონ რეპროდუქციულ უნარზეც. ამგვარი დარღვევების სამკურნალოდ პროფესიონალები იყენებენ მედიკამენტებს, რომლებიც პაციენტს ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში და დისკომფორტის თავიდან არიდებაში ეხმარება. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი დუფასტონია (Dufaston), რომელსაც ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს. |
| სრულად>> |
|
-
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
| სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
| სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
| სრულად>> |
|
|
|
 |
22 სექტემბერი 2020 ამირან გამყრელიძე - როცა პირბადე ორ ადამიანს უკეთია და მათგან ერთი ინფიცირებულია, გადადების შანსი ერთ პროცენტზე ნაკლებია "ძალიან გთხოვთ, ტელევიზიები, მედია მოგვეხმარეთ, ადამიანებამდე მივიტანოთ ეს ინფორმაცია, რომ როცა პირბადე ორ ადამიანს უკეთია და მათგან ერთი ინფიცირებულია, გადადების შანსი ერთ პროცენტზე ნაკლებია. ამიტომ ეს ყველაზე უფრო მძლავრი იარაღია კოვიდ პანდემიასთან საბრძოლველად. ამიტომ ისევ ვიმეორებ: პირბადე, დისტანცია და ხელების ხშირი დამუშავება. თუ ამ წესებს დავიცავთ, დამერწმუნეთ, შევაკავებთ დაავადებას და არ მივცემთ მას საშუალებას, გადავიდეს ფართომასშტაბიან ეპიდემიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. |
| |
|
|
|
|
|
|
 |
22 სექტემბერი 2020 მამუკა ხაზარაძე - 100 მილიონი მოგვცემს საშუალებას, ყოველწლიურად 3000-მა წყვილმა 40 კვადრატულიანი ბინა შეიძინოს „პანდემიის დროს, ჩვენმა მთავრობამ, რომელსაც ბიუჯეტი ბოდიში და, მთლიანად გახეული აქვს, 150 მილიონი გამოყო და შერჩევითად დაურიგა დეველოპერებს. თქვე დალოცვილებო, ასი მილიონი იგივე დეველოპერებისთვის კონკურსის წესით მიგეცათ და გეთქვათ, დაამატეთ თქვენს შენობებზე მანსარდის ტიპის ორმოცკვადრატულიანი და ამას გადავცემთ ახალგაზრდა ოჯახებს – კიდევ ერთ იდეას ვაძლევ მთავრობას, რომელიც არ ითვალისწინებს და ბოლოს კვაზი რაღაცებს აკეთებს. ასი მილიონი მოგვცემს საშუალებას, რომ ყოველწლიურად შევქმნათ 3000 წყვილისთვის 40 კვადრატულიანი ბინის შეძენის საშუალება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. |
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
18 სექტემბერი 2020 ვანო მაჭავარიანი - როგორც მმართველი გუნდის, ისე ძირითადი ოპონენტების შანსები არის თანაბარი "ძალიან აქტიურად ნეგატიურ საარჩევნო კამპანიას დავინახავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან მათი ოპონენტების წინააღმდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა კარგად იციან, რომ ქვეყანაში მათი მხარდაჭერა კლებულობს იმ შეუსრულებელი დაპირებების, იმ ერთპარტიული მმართველობის გამო, რომელიც არავითარ შედეგს არ აძლევს საქართველოს მოსახლეობას, მათ ეკონომიკურ, სოციალურ მდგომარეობას, რომელიც დღითიდღე უარესდება, დაპირებები დაპირებებად რჩება. რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით ძალიან სერიოზული სამუშაო ექნება „ქართულ ოცნებას“, რომ ეს 40%-იც არ დაკარგოს, იმიტომ რომ წინასაარჩევნო პერიოდი ახლა იწყება". |
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
| ვიდეოები |
| ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია |
 |
 |
|
|