| მთავარი თემები |
 |
18 ნოემბერი 2025
მე პატიმრობა კი არ მაშინებს, არამედ ის, რა დამხვდება გარეთ - ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, თუ ტანკების გარეშე დაპყრობილი ქვეყანა - მზია ამაღლობელი
"იმდენად რეპრესიული კანონები გვაქვს, რომ პირბადის გამო შეიძლება დაგაკავონ… არ დავსვათ კითხვა, რატომ. რეჟიმს რაც დასჭირდება, იმას მოიგონებს. არ უნდა დავკარგოთ რწმენა - რეჟიმი არაერთხელ დაგვაპატიმრებს იმიტომ, რომ შეურაცხყოფილები ვიყოთ. პატიმრობა არც ადვილი და მარტივია, მაგრამ არც საშიშია. მე პატიმრობა კი არ მაშინებს, არამედ ის, რა დამხვდება გარეთ - ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, თუ ტანკების გარეშე დაპყრობილი ქვეყანა. მგონია, რომ სამშობლოს სიყვარული და ღირსების შეგრძნება ისეთია, თანდაყოლილია. დღეს ღირსება გადის კონსტიტუციის დაცვაზე. მოგიწოდებთ, ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის. ბრძოლა ბოლომდე!” - მიმართა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სასამართლოს |
| სრულად>> |
|
 |
18 ნოემბერი 2025
ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის აკრძალვა ამორალურია, უსამართლოა - ირაკლი ფავლენიშვილი
„ვიცით, რომ ქართულ ეკონომიკაში, სულ მცირე, 13% შედგება ემიგრანტების მიერ თავიანთი ოჯახებისთვის გადმორიცხული თანხებისგან. როდესაც ამ ადამიანებს უკრძალავ პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, ნებისმიერი ფორმით ჩარევას, ეს არის კონსტიტუციის მთავარი მუხლების დარღვევა. უსამართლოა, როდესაც ემიგრანტებს ეკონომიკაში ამხელა როლი უნდა ჰქონდეთ და პოლიტიკაში – არანაირი. სამწუხაროდ, საქართველოში ყველას სანაცნობოსა თუ ოჯახში არსებობს ერთი წევრი მაინც, რომელიც ემიგრაციაშია ნამყოფი და იცის, თუ რაოდენ ძნელი აქ ჩამოსვლა. მით უმეტეს, აი, ახლა ამდენი ადამიანი რომ ერთდროულად უნდა ჩამოვიდეს ერთ კონკრეტულ დღეს, ეს ხომ წარმოუდგენელია, პრაქტიკაში განუხორციელებელი. კამერის მიღმა ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვინც ამ არგუმენტს მოგიყვანს. ესაა იმ ადამიანებისთვის პოლიტიკაში საქმიანობისა და ხმის მიცემის აკრძალვა, რომელთაც ქართულ ეკონომიკაში აქვთ უდიდესი როლი. ძალიან ამორალური და უსამართლოა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ფავლენიშვილმა. |
| სრულად>> |
|
 |
17 ნოემბერი 2025
უცხოეთში საარჩევნო უბნების გაუქმება აჩენს ეჭვებს, რომ ივანიშვილი ემზადება ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის - ირაკლი კუპრაძე
"ჩნდება კითხვა, რატომ უნდა ივანიშვილს, სწორედ ახლა შეცვალოს და გააუქმოს უცხოეთში საარჩევნო უბნების არსებობა და წაართვას მოქალაქეებს ხმის უფლება, მაშინ როცა მორიგ ე.წ. სტანდარტულ სამართლებრივ პირობებში მორიგი არჩევნები, წესით, უნდა იყოს 2028 წლის შემოდგომაზე – ეს აჩენს ეჭვებს, რომ ივანიშვილი ემზადება ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. იმ პირობებში, რომ მან გააუარესა სამართლებრივი მოცემულობა, ის ეცდება, რომ ახალი პროპაგანდისტული, ძალადობრივი მოქმედებებისა და პარტიების აკრძალვის პირობებში სცადოს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვფიქრობდეთ და განვსაზღვრავდეთ წინააღმდეგობის საერთო სტრატეგიას ივანიშვილის ძალადობრივ ხელისუფლებასთან“,- განაცხადა კუპრაძემ. |
| სრულად>> |
|
-
 |
13 ნოემბერი 2025
სააკაშვილის ციხეში გადაყვანა დიქტატურის ნაწილია - თინა ბოკუჩავა
„ამ გადაწყვეტილებას აქვს ორი საფუძველი. ერთი, ეს არის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებიდან 13 წლის თავზე ივანიშვილის მთავარი მეტოქე და პოლიტიკური მტერი, ისევე როგორც პერსონალური მტერი დღესაც სწორედ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ეს განპირობებულია იმით, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის პირადი, ნომერ პირველი მტერია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში, ახლა უკვე პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, რომლებმაც გაბედეს და თავიანთი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა არ ჩააბარეს მტერს, იბრძოლეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად; მეორე, ეს არის ივანიშვილის სასოწარკვეთილი მცდელობა, მიიქციოს დასავლეთის და, კონკრეტულად, აშშ-ის ყურადღება. გახსოვთ, აშშ-ის კონგრესში ბიძინა ივანიშვილზე იყო საუბარი, როგორც ვერშემდგარ, უნიათო დიქტატორზე, და ახლა დიქტატურის კონსოლიდაციით ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოს დიქტატურა შედგა, თავად შედგა, როგორც დიქტატორი და დიქტატორის რანგში მაინც დაელაპარაკოს დასავლეთსa და აშშ-ს". |
| სრულად>> |
|
 |
12 ნოემბერი 2025
გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - გიორგი გვარაკიძე
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გვარაკიძემ განაცხადა, საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანის ეპიზოდებს. „კერძოდ, პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს“, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
გვარაკიძის თქმით, ბრალდება, რომელიც გიორგი გახარიას წარედგინება, სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. |
| სრულად>> |
|
 |
10 ნოემბერი 2025
მონსტრი აქციეთ კლოუნად, ასე იწყება ჩამოშლა - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
"გადით რუსთაველზე. როცა დაიღლებით, როცა მოგბეზრდებათ, როცა დეპრესია შემოგიტევთ, მაშინ ადექით და გადით რუსთაველზე. ნუ უყურებთ ამას როგორც საქმეს, როგორც ვალდებულებას. გაერთეთ ამით, იკაიფეთ. შეხედეთ რუკას, ნახეთ ვინ გებრძვით და ვერ გაჩერებთ. როგორ შეიძლება ამით ვერ იკაიფოთ? შეხედეთ, რა დღეში არიან. ყველაფერი აქვთ - თითქმის აბსოლუტური ძალაუფლება, ფული, დაქირავებული კუნთები და რას დაემსგავსნენ? პირბადეებს დასდევენ. მეტყველების უნარზე უარი თქვეს. ყოველ დღე უფრო სასაცილოები ხდებიან. ნუ ბრაზდებით ამაზე. იცინეთ, გაერთეთ, იკაიფეთ. მონსტრი აქციეთ კლოუნად. ასე იწყება ჩამოშლა. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება. |
| სრულად>> |
|
 |
08 ნოემბერი 2025
ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა ძალაუფლება დაუბრუნდეთ მას, ვისაც ის რეალურად ეკუთვნის – ქართველ ხალხს, ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე - შვიდი ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადება
"რეჟიმი ცდილობს ქვეყნის განათლებაც, ჯანდაცვაც და სოციალური დახმარების სისტემაც, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ნაცვლად, მისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენოს და ამისთვის ადმინისტრაციულ კონტროლს, რეპრესიებს აღრმავებს. მას სურს, საქართველოს მოქალაქეებს საბოლოოდ წაართვას სახელმწიფო, რათა დაუსჯელად განაგრძოს ჩვენი სამხედროების, მასწავლებლების, პენსიონრების, ბავშვების თუ სტუდენტების ძარცვა, მაგრამ ყველა ამ მცდელობის მიუხედავად, მან საზოგადოების სამართლიანი პროტესტი მაინც ვერ გატეხა. რეჟიმს მმართველობაში დარჩენის სახალხო, საერთაშორისო და მორალური ლეგიტიმაცია აღარ აქვს, ამიტომ დგას მთლიანად სიცრუესა და რეპრესიებზე. ჩვენ შორის მრავალი განსხვავება არსებობს, მაგრამ ყველას გვაერთიანებს საერთო ამოცანა: მშვიდობიანი ბრძოლის შედეგად შევცვალოთ ხალხის მძარცველი კორუმპირებული კრიმინალების რეჟიმი, გავათავისუფლოთ უსამართლოდ დატყვევებული მწერლები, ექიმები, სტუდენტები, მსახიობები და პოლიტიკოსები; გადავარჩინოთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა და დავიმკვიდროთ ადგილი ჩვენს ბუნებრივ ისტორიულ წიაღში, ევროატლანტიკურ სივრცეში. ქართველმა ხალხმა ამ ერთი წლის განმავლობაში გაბედული და თანმიმდევრული ბრძოლით დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს სამართლიან, უსაფრთხო, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას და არ დაუშვებს კონსტიტუციის ხელყოფას. მათ ნებას ივანიშვილის რეპრესიები წინ ვერ აღუდგება. ჩვენ, დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა ძალაუფლება დაუბრუნდეთ მათ, ვისაც ის რეალურად ეკუთვნის – ქართველ ხალხს. ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე!“ – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. |
| სრულად>> |
|
 |
06 ნოემბერი 2025
ევროკომისია: „საქართველოს კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი აქვს“
„საქართველოში აღინიშნება სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა, კანონის უზენაესობას სწრაფი ტემპებით ეცლება საფუძველი და ფუნდამენტური უფლებები მკვეთრად იზღუდება“, ვკითხულობთ პაკეტში, „ხელისუფლების სისტემური და სისტემატური რეპრესიული ქმედებები, მათ შორის კანონმდებლობის მიღება, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს, ფუნდამენტურ უფლებებს და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობას და მიზანში იღებს LGBTIQ თემის წევრებს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტების სრული დაუსჯელობა და ევროკავშირისადმი მტრული რიტორიკა, მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და იმ სტანდარტებს, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას შეეფერება“ |
| სრულად>> |
|
 |
30 ოქტომბერი 2025
როგორ დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები, აღვადგინოთ ქვეყნის მთლიანობა?
აფხაზეთი ჩვენი მოუშუშებელი იარა და ტკივილია. როგორ, რა გზებით უნდა დავიბრუნოთ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები - ეს კითხვა ნებისმიერ შეგნებულ ქართველს აწუხებს. ერთი რამ ცხადია, სანამ შიგნით საერთო ენას ვერ გამოვნახავთ და ეგზისტენციალურ საკითხებზე მაინც ეროვნულ თანხმობას ვერ მივაღწევთ, მანამდე შიდა თუ გარე მტერთან გამკლავება გაგვიძნელდება. |
| სრულად>> |
|
 |
29 ოქტომბერი 2025
ვითხოვთ ახალ, სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას - გედევან ფოფხაძე
„ჩვენ ვითხოვთ ახალ სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ ეს ამ სიტუაციაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საშუალებაა. რაც დრო გავა, საზოგადოებრივი განწყობების უფრო მეტი ესკალაცია იქნება. ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდება. შევალთ წინააღმდეგობის ისეთ სიღრმეებში, რომელიც ძნელი დასაძლევი იქნება. ხელისუფლებამ ბევრი წითელი ხაზი გადალახა, თავისი დრაკონული კანონებით და ქვეყნის იზოლაციის მცდელობით ისეთი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც დღეს სხვანაირი პროტესტის შესაძლებლობებს ნაკლებად ტოვებს. მგონია, რომ შიმშილობა იყო ის ადეკვატური პროტესტი, რაც ამ რეალობის შესაბამისია. ჩვენ, ხუთმა ადამიანმა, დავიწყეთ ერთად შიმშილობის აქცია, გუშინ ღამით ორი „მოგვპარეს“. ერთი დღეს დაკავებულია, მეორე დაგვიბრუნეს“, – განაცხადა ფოფხაძემ. |
| სრულად>> |
|
 |
27 ოქტომბერი 2025
ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები არაკონსტიტუციურია და მიზნად ისახავს კონკურენტების ჩამოშორებას - არასამთავრობო ორგანიზაციები
„ქართული ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა 2025 წლის 16 ოქტომბერს დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს პარტიების აკრძალვას და მათთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური უფლებების განუსაზღვრელი ვადით ჩამორთმევას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კონკურენტების პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებას. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რათა ხელისუფლებაში თავისი გრძელვადიანი ყოფნა უზრუნველყოს“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. |
| სრულად>> |
|
 |
24 ოქტომბერი 2025
ირაკლი ღარიბაშვილმა მილიონი ლარის გირაო 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს - სასამართლო
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვისა და პასპორტის ჩამორთმევაზე. თავად ღარიბაშვილს სხდომაზე განცხადება არ გაუკეთებია. შემოიფარგლა მხოლოდ მოკლე კომენტარით, რომ ბრალს ეთანხმება. განცხადება გააკეთეს ადვოკატებმა. როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი გამოცხადდა პირველივე გამოკითხვაზე, არ ჰქონია ქვეყნის დატოვების მცდელობა და, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მიმალვის მცდელობაც გამორიცხულია. |
| სრულად>> |
|
 |
17 ოქტომბერი 2025
როდის უნდა ავიცრა, სად და რატომ? - გრიპის ვაქცინაცია უკვე დაიწყო
საქართველოში სეზონური გრიპის ვაქცინაცია დაიწყო. აცრა 200-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში, 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ის უფასოა.
წელს პირველად, ვაქცინაციის პროცესი აღარ დაიყო ორ ფაზად. თუკი გასულ წლებში, თავდაპირველად რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები იცრებოდნენ და მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ იწყებოდა საყოველთაო აცრის პროცესი, ამჯერად, გრიპის სეზონური ვაქცინაციის პროგრამით სარგებლობა პირველივე დღეებიდან, ნებისმიერს შეუძლია. |
| სრულად>> |
|
-
 |
15 ოქტომბერი 2025
ცესკო-მ 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა. შედეგების მიხედვით, ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე, რომელმაც 215,363 ამომრჩევლის, ხმების 71.627% მიიღო. თბილისის მერის არჩევნებში 324 798 ამომრჩეველი მონაწილეობდა. |
| სრულად>> |
|
 |
09 ოქტომბერი 2025
საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია, გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი - ლევან ხაბეიშვილი
"საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია. გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი. ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ შემფასებლების, კომენტატორების ამარა დავრჩებით. შეგვიძლია თუ არა ივანიშვილის მოშორება? დიახ, დიახ და კიდევ ერთხელ დიახ! უპირობოდ შეგვიძლია! ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძიკდა ან დაეცა, სასწრაფოდ წამოაყენეთ. უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთსულოვნება და საკუთარ ძალებში დარწმუნება". |
| სრულად>> |
|
 |
09 ოქტომბერი 2025
ზეციური ანარეკლები - როგორ გადარჩა ინგილო ბავშვი განწირული ძახილით „დედა-დედა“!
საინგილოში დღემდე ეროვნულ თვითშეგნებას ქართული სკოლები ინარჩუნებდნენ. იმ სოფლებში, სადაც თავის დროზე ვერ გაიხსნა, დღეს მხოლოდ ღრმად მოხუცებულები საუბრობენ დედა ენაზე. ახალგაზრდებმა ძირითადად იციან, რომ ოდესღაც ისინიც ქართველები იყვნენ და მერე ნელ-ნელა „გათათრდნენ“. „მაგრამ ასე რომ მოხდა ჩვენი რა ბრალიაო“, - ამასაც აყოლებენ. ასიმილაციის პროცესი დღესაც მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა საქართველო და აზერბაიჯანი „სტრატეგიული მეგობრები“ არიან. |
| სრულად>> |
|
 |
08 ოქტომბერი 2025
პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი - მორიგი სპეცოპერაცია საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ
ოპერაცია პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი გადამწყვეტ ფაზაში შედის. არჩევანი მარტივია - მონობასა და თავისუფლებას შორის. წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში თავისუფლებისთვის გაჩენილი ერის გენეტიკური კოდი ვიღაც 90-იანელმა მანქურთებმა ასე სასტიკად დაამახინჯონ. ამ ჩაბნელებული დღე-ღამეების შემდეგ საბოლოოდ ქართველებში საუკუნეობით ფესვგამდგარმა მგლის ინსტინქტმა უნდა გაიმარჯვოს. ყველა სხვა შემთხვევაში, რუს „ბორენკა-დოროგოის“ მიერ თავისუფლებაწართმეულ, საზარლად ოპერირებულ, დამონებულ-დამცირებულ სამშობლოში ცოცხალ-მკვდრად მოსიარულეებს დავემსგავსებით. ჩვენს წინაშე კვლავ მარტივი არჩევანია - რუსული (პუტინისტური) მონობა თუ ევროპული ყაიდის თავისუფლება? |
| სრულად>> |
|
-
 |
03 ოქტომბერი 2025
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
„ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ ის ადგილია, სადაც ადგილობრივი ქალები ბავშვობის ოცნებებს იხდენენ. ამ კეთილ საქმეში ორგანიზაციას გვერდში უდგას „CENN“ (კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ცენტრში მიღებულ პროფესიულ ცოდნა-უნარებს ქალები პრაქტიკულ ცხოვრებაში იყენებენ, შემოსავლის წყაროს იჩენენ და ავითარებენ. |
| სრულად>> |
|
 |
02 ოქტომბერი 2025
რა იწვევს თავის ტკივილს და როგორ გავუმკლავდეთ მას?
რა უნდა ვიღონოთ თავის ტკივილის დროს? თავის ტკივილის მკურნალობის ყველაზე მიღებული და გავრცელებული მეთოდი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებაა. შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც შეიცავს იბუპროფენს, ასპირინს, აცეტამინოფენს ან ნაპროქსენს. უმჯობესია, წამალი მიიღოთ მაშინ, როცა ტკივილი ახალი დაწყებულია. მნიშვნელოვანია პარალელურად გაატაროთ ისეთი პროფილაქტიკური ღონისძიებები, როგორიცაა: სტრესის შემცირება, რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტის ამოღება, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით – ცურვა ან სიარული და სხვა. |
| სრულად>> |
|
 |
02 ოქტომბერი 2025
რა არის და როდის უნდა მიიღოთ დუფასტონი?
რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჰორმონალური ბალანსის დაცვის მიმართულებით ადამიანები ხშირად აწყდებიან წინაღობებს, რომლებიც მათ ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ცვლის. გარდა იმისა, რომ არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს, ენდომეტრიოზს, დისმენორეასა და სხვა პრობლემებს დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისკომფორტის გამოწვევა შეუძლიათ, მათ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედონ რეპროდუქციულ უნარზეც. ამგვარი დარღვევების სამკურნალოდ პროფესიონალები იყენებენ მედიკამენტებს, რომლებიც პაციენტს ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში და დისკომფორტის თავიდან არიდებაში ეხმარება. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი დუფასტონია (Dufaston), რომელსაც ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს. |
| სრულად>> |
|
-
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
| სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
| სრულად>> |
|
|
|
 |
10 მარტი 2024 ძველი დროიდან მოყოლებული ვიცით, რომ ადამიანი შექმნა ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად, ვინც დღეს ერიდება ამ თემაზე საუბარს, ჩვეულებრივი გამყიდველია - მეუფე იაკობი „ვაჟი რომ გაგიჩნდება, როგორ გიხარია ქალს, ხომ? გოგო რომ გეყოლება, როგორ გიხარია და შემდეგ თურმე თვითონ ირჩევს, ვინ არის, ბიჭია თუ გოგოა. ამაზე ქართულ საზოგადოებაში დღესვე უნდა შედგეს საუბარი და ეს თემა საერთოდ უნდა დაიხუროს. ჩვენ ძველი დროიდან მოყოლებული ვიცით, რომ ადამიანი შექმნა ღმერთმა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა. რადგან მსოფლიოში არეულია და ადრე თუ გვიან ჩვენც მოგვადგებიან, ჩვენც გვეტყვიან, მასე გააკეთეთო, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ და რა გვინდა. ჩვენთანაც პოლიტიკოსებმა, ეს იქნება დღევანდელი ხელისუფლება, ვისაც მომავალში უნდა მოსვლა ხელისუფლებაში, უნდა დააფიქსირონ, როგორ უყურებენ ამას. პირდაპირ გეტყვით, ვინც დღეს ერიდება ამ თემაზე საუბარს, ჩვეულებრივი გამყიდველია. ერთს, პოლიტიკაში მოსვლა რომ უნდა, ამ თემაზე რომ წავიდა საუბარი, თქვა, ეს რუსული ნარატივიაო. რუსი და არაქართველი შენ ხარ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა. |
| |
|
|
|
|
 |
10 მარტი 2024 ივანიშვილმა ხალხს გაუძვირა ცხოვრება და ამას ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე გრძნობს - ლევან ხაბეიშვილი „ივანიშვილმა ხალხს გაუძვირა ცხოვრება და ამას ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. აქ წარმოდგენილი გვაქვს ორი კალათა – 2012 წლის და 2024 წლის. 2012 წელთან შედარებით, 42 ლარით მეტის გადახდა უწევთ საქართველოს მოქალაქეებს კონკრეტული კალათის შეძენაში. 2012 წელს თუ გადაიხდით 32 ლარს, დღეს 74 ლარის გადახდა მოგიწევთ. ორჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ არის გაძვირებული პროდუქტები. რა მოგემატათ? რითი გამდიდრდით? – ეს შეკითხვა რომ ყველამ დაუსვას საკუთარ თავს, ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქე თვითონ გააკეთებს დასკვნას. 2012 წელს ორ ცალ რძეს შეიძენთ იმ ფასში, რა ფასშიც დღეს შეიძენთ ერთ ცალ რძეს. თუ ახლა, 2024 წელს შეიძენთ ერთ ცალ კარაქს, 2012 წელს შეიძენდით ორ ცალს. იგივეა ფქვილთან, კვერცხთან, შაქართან, წიწიბურასთან დაკავშირებით. ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი არის შესაცვლელი. 2024 წელს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელსაც 12 წელი ჰქონდა, რომ ეზრუნა ხალხზე, ეფიქრა ადამიანების პრობლემებზე, გაჭირვებაზე და არ დაკავებულიყო საკუთარი ჯიბის გასქელებით. პროდუქტების გაძვირება თითოეულ მოქალაქეს ყოველდღიურად აწუხებს. სხვა პრობლემებზე ფიქრის დრო არ რჩება, როდესაც საკუთარი შვილები ჰყავთ გამოსაკვები. გვაქვს შესაძლებლობა, წელს ეს დამოკიდებულება შევცვალოთ და კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს. ახლა, როდესაც ვამბობთ, რომ ორი რძე მოგვივიდოდა და დღეს ვყიდულობთ ერთს, მოგვივიდოდა ორი კარაქი და ვყიდულობთ ერთს, სად წავიდა ის ერთი კარაქი ამ 12 წელში, გზაში როგორ დავკარგეთ? რატომ დავკარგეთ ერთი ცალი რძე?“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. |
| |
|
|
|
|
|
|
 |
26 თებერვალი 2024 სტრასბურგის სასამართლომ ჩემი და მამუკა ხაზარაძის სარჩელის განხილვა დაიწყო - ბადრი ჯაფარიძე "ოთხი წელია, მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის და ჩემი მორალური მოკვლის მცდელობა. ეს დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა და ამ მცდელობაში მონაწილეობს „ქართული ოცნების“ ყველა სპიკერი, რომელიც ამ წლების განმავლობაში გვიწოდებს ხანდაზმულ თაღლითს, მაროდიორს, ბანდიტს, ფულის გამთეთრებელს. რა თქმა უნდა, მათი იმედი არის, რომ სრულად აკონტროლებენ პროკურატურას და სასამართლოს, შეუძლიათ, გამოიყენონ ჩვენ წინააღმდეგ საქართველოს ფარგლებში, მაგრამ მათ ხელი არ მიუწვდებათ ევროპულ სასამართლოზე. ჩვენ ამიტომ დავიწყეთ ეს პროცესი, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ პოლიტიზებული მართლმსაჯულება. ამიტომ მივმართეთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომელმაც ასეთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ მორალური მკვლელობის მცდელობას ვუპასუხეთ გაძლიერებით, იმით, რომ ჩვენი მცდელობა, ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, აუცილებლად შედეგს გამოიღებს და აღარასოდეს არავინ აღარ იქნება დევნილი პოლიტიკური ნიშნით". |
| |
|
|
|
|
|
|
 |
21 თებერვალი 2024 პუტინმა ნომერ პირველი მტერი მოიშორა, მეორე მის ხელშია, ყველაფერი, რაც ექნება საქართველოს პენიტენციურ სისტემას, კონტროლდება, მათ შორის რუსული სპეცსამსახურების მიერ - მიხეილ სააკაშვილი „სპეციალურად მომწამლეს მაშინ, რომ მსოფლიოს ვერც შეემჩნია, ისე გავმქრალიყავი. ღმერთმა გადამარჩინა სიკვდილს. ღმერთის იმედზე ვარ ისევ და თქვენს იმედზე – ქართველი ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის. ნავალნიზე როცა საუბრობდა პუტინი, ამბობდა, ეს არის რუსული სააკაშვილიო. ნავალნის გვარს არ ახსენებდა. პუტინმა ნომერ პირველი მტერი მოიშორა, მეორე მის ხელშია, რადგან ყველაფერი, რაც ექნება საქართველოს პენიტენციურ სისტემას, თავიდან ბოლომდე კონტროლდება, მათ შორის რუსული სპეცსამსახურების მიერ და ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. |
| |
|
|
|
|
 |
21 თებერვალი 2024 იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად - რობინ დანიგანი „საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან მტკიცეა სხვადასხვა სფეროში – უსაფრთხოების სექტორში, განათლების სფეროში, ჯანდაცვაში, ადამიანებს შორის კავშირები მტკიცეა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს მხარდაჭერა იმ გარდაქმნების პერიოდში, როდესაც საქართველო ხდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, იყო ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ვისაუბრე ევროკავშირის კანდიდატობაზე. ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია. იმედი მაქვს, მომდევნო წლებში ჩვენ საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად“, – განაცხადა რობინ დანიგანმა. |
| |
|
|
|
|
|
|
|
|
 |
14 თებერვალი 2024 კანონპროექტის მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ, მათ შორის, ცნობიერების ამაღლებას, იმ ძალიან მავნე პრაქტიკის აღმოფხვრას, რასაც ძაღლების ქუჩაში გაყრა და შემდგომ გამრავლება ჰქვია - მაია ბითაძე „ეს არის ძალიან კომპლექსური კანონპროექტი, რომლის მთავარი მიზანი იქნება შინაური ცხოველის, ძაღლისა და კატის მიკვლევადობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება. ჩვენ ასევე ვიმუშავეთ სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაერო-ს ორგანიზაციასთან, FAO-სთან, რომელმაც სპეციალურად ამ კანონისთვის შეიმუშავა პროგრამა, სადაც ეტაპობრივად დაიწყება პატრონიანი ცხოველების რეგისტრაცია, ისევე, როგორც მიუსაფარ ძაღლთა მასშტაბური აღრიცხვა. კანონპროექტის მთავარი მიზანი ასევე არის, რომ ხელი შევუწყოთ, მათ შორის, ცნობიერების ამაღლებას და იმ ძალიან მავნე პრაქტიკის აღმოფხვრას, რასაც ძაღლების ქუჩაში გაყრა და შემდგომ გამრავლება ჰქვია“, – განაცხადა ბითაძემ. |
| |
|
|
|
|
| |
|
 |
10 ნოემბერი 2025 მონსტრი აქციეთ კლოუნად, ასე იწყება ჩამოშლა - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე "გადით რუსთაველზე. როცა დაიღლებით, როცა მოგბეზრდებათ, როცა დეპრესია შემოგიტევთ, მაშინ ადექით და გადით რუსთაველზე. ნუ უყურებთ ამას როგორც საქმეს, როგორც ვალდებულებას. გაერთეთ ამით, იკაიფეთ. შეხედეთ რუკას, ნახეთ ვინ გებრძვით და ვერ გაჩერებთ. როგორ შეიძლება ამით ვერ იკაიფოთ? შეხედეთ, რა დღეში არიან. ყველაფერი აქვთ - თითქმის აბსოლუტური ძალაუფლება, ფული, დაქირავებული კუნთები და რას დაემსგავსნენ? პირბადეებს დასდევენ. მეტყველების უნარზე უარი თქვეს. ყოველ დღე უფრო სასაცილოები ხდებიან. ნუ ბრაზდებით ამაზე. იცინეთ, გაერთეთ, იკაიფეთ. მონსტრი აქციეთ კლოუნად. ასე იწყება ჩამოშლა. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება. |
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
26 აგვისტო 2025 ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
| |
|
|
|
|
| |
|
| ვიდეოები |
| ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია |
 |
 |
|
|