მთავარი თემები |
 |
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა. |
სრულად>> |
|
 |
21 დეკემბერი 2024
"ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ"
"ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი" - წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით. |
სრულად>> |
|
 |
02 დეკემბერი 2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
"გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს." |
სრულად>> |
|
-
 |
01 დეკემბერი 2024
"საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
"ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას. |
სრულად>> |
|
 |
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა. |
სრულად>> |
|
 |
16 სექტემბერი 2024
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია.
მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე. |
სრულად>> |
|
-
-
 |
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს. |
სრულად>> |
|
-
 |
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს. |
სრულად>> |
|
-
|
|
|
|
|
|
|
04 მარტი 2013 პოლიტპატიმრები რეჟიმის გასამართლებას მოითხოვენ როგორც ,,მედიანიუსს” არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ განუცხადა, აქციის ინიციატორები პოლიტპატიმრები არიან, თუმცა ეს დღე სახალხო დღე იქნება. ,,ვითხოვთ იმ პოლიტიკის შეცვლას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ვიწვევთ ყველას, ვინც 9 წლის მანძილზე რეჟიმის მსხვერპლი იყო. ხელისუფლებისგან კი რეჟიმის გასამართლებას ვითხოვთ”-აცხადებს კაკაბაძე. |
|
|
|
|
|
|
04 მარტი 2013 ჩვენთან შეუთანხმებლად ნუ გამოიყენებთ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სახელს _ სისხლის ბანკის ხელმზღვანელობა ,,მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ ჩვენთან შეუთანხმებლად ნუ გამოიყენებთ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებსი სახელს. არ ვიცით, სად წავა მათ მიერ შეგროვებული თანხა“, _ განაცხადა თამთა მებურიშვილმა და დასძინა, რომ ცოტა ხნის წინ გაერთიანდა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად არსებული შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც ქართველი ემიგრანტებიც არიან ჩართულნი. მისივე თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციათა გაერთიანებას აქვს კავშირი იაშვილის სისხლის ბანკთან. სისხლის ბანკს კავშირი აქვს ასევე ,,დიტოს ფონდთანაც“. |
|
|
|
|
|
|
|
|
04 მარტი 2013 მიხეილ სააკაშვილი ბათუმში საზაფხულო თეატრის გახსნის უფლება არ აქვს _ საკრებულოს თავმჯდომარე "საინფორმაციო საშუალებებით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს უნდა გაიხსნას ბათუმის საზაფხულო თეტრი. მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი აპირებს შენობის გახსნას. საზაფხულო თეატრი ჯერ დასრულებული არ არის, ჯერ კიდევ გამოცხადებულ გვაქვს ტენდერი მის მოხატვაზე, აქედან გამომდინარე, მას არავითარი უფლება არ აქვს მშენებარე ობიექტი გახსნის. ასეთი პრაქტიკა ადრე იყო მიღებული, როცა მაგალითად, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და დედაენის ძეგლი გაიხსნა“, _ განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა და დასძინა, რომ ასეთი ტრადიცია უნდა დასრულდეს და თუ მიხელ სააკაშვილს კონცერტის ჩატარების სურვილი აქვს, ჩაატაროს თავის მამულში. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
04 მარტი 2013 ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის _ ბიძინა ივანიშვილი “ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა იყო შეხვედრისთვის. მე რამდენჯერმე შევახსენე სააკაშვილს, რომ მისი ინიციატივით შედგა ეს შეხვედრა და იქნებ ჩამოეყალიბებინა, თუ რისი თქმა სურდა. რამდენიმე შეხსენების შემდეგ მე თითით ვითვლიდი და სამამდე ავედი საბოლოო ჯამში. მისი პირველი თხოვნა იყო, რომ მედია უნდა გავათავისუფლო ყოველგვარი ზეწოლისაგან და თურმე უპრეცედენტო რამ ხდება საქართველოში მედიასთან დაკავშირებით. ამას ჩემი შენ გითხარიო ჰქვია, რასაც მე ღიმილით ვპასუხობდი. მეორე, მითხრა, რომ სასამართლო უნდა გავათავისუფლო ზეწოლისაგან, მესამე კარგად ვერ გავიგე... როგორც საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდით, ხალხზე მასიურ დევნას და ძალადობას უნდა მოეღოს ბოლო. აი, სამი საკითხი ჩამოყალიბდა. მე ვცდილობდი კონსტრუქციული ვყოფილიყავი და ვახსენებდი, რომ მისი თხოვნით მივედი ამ შეხვედრაზე. შევახსენე საინტერესო საკითხები მაგალითად ჩემი წერილი, რომელსაც ამდენ ხანს საჯაროდ პასუხი ვერ გასცა და პოზიცია არ ჩამოაყალიბა”, - განაცხადა პრემიერმა. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
18 სექტემბერი 2024 YOLO-მ ვებგვერდი განაახლა ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|