მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    "ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ"
    "ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი" - წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
    "გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს."
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592. "აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ ერთი სამიზნეა. ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია - ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    "საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
    "ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
    ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
    16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია. მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    მიხაელ როთი - ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის
    „ეს სამოქალაქეო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის. მადლობა პროევროპული მისწრაფებებისა და შთამაგონებელი სამუშაოსთვის. უცხოური აგენტების კანონი არის საწამლავი საქართველოში დემოკრატიული კულტურის და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – წერს მიხაელ როთი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
    სრულად>>
  • 13 სექტემბერი 2024
    2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.
    სრულად>>
  • 08 ივნისი 2024
    რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
    ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
    სრულად>>
  • 02 ივნისი 2024
    First Step-ის ნათელი ფესტივალის მხარდაჭერით, Yolo ბავშვთა დღის აღნიშვნას შეუერთდა
    „YOLO-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერება და ემოციური კეთილდღეობა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის. ეს რწმენა უდევს საფუძვლად ჩვენს მხარდაჭერას First Step-ის ფესტივალისადმი. გვინდოდა მოგვერთო ბავშვების ცხოვრება ნათელი ფერებით და შეგვექმნა მათთვის ატმოსფერო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას“, - აცხადებენ კომპანიაში.
    სრულად>>
  • 10 აპრილი 2024
    „განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
    „რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
    სრულად>>
  • 29 თებერვალი 2024
    როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
    ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
    სრულად>>
 
სიახლეები
27 თებერვალი 2013
ბიზნესმენი კოტე კოკაია ირაკლი ფირცხალავას ქონების წართმევაში ადანაშაულებს
"2008 წლის ზაფხულში ჩემს ოფისში შპს. "დავითი 2008" -ში მოვიდა ირაკლი ფირცხალავა თანმხლებ პირებთან ერთად და ჩემი სამშენებლო კომპანიის პროექტის დათმობმა მთხოვა რომელიც უკვე ყველასთან მქონდა შეთანხმებული და მობინადრეებთან ხელშეკრულებები გაფორმებული. ფირცხალავას განვუცხადე, რომ გარდა მობინადრეებისგან მიღებული თანხისა, დაპროექტებაში, გეოლოგიურ კვლევებსა და სხვა წინასამშენებლო პროცედურებში დიდი თანხა მქონდა დახარჯული და აღნიშნულ ობიექტს მხოლოდ ამ თანხის სრულად დაფარვის შემთხვევაში გადავუფორმებდი. ფირცხალავამ მითხრა, 50 ათას დოლარს მობინადრეებისთვის გადაგიხდი, სხვა თანხის გადამხდელი არ ვარ. თუ არა და ხუთი-ექვსი ტრუპი მყავს და შემდეგი შენ იქნებიო. ამის შემდეგ ქუჩიშვილის #10-ში არსებული მშენებლობა ფირცხალავას მეუღლეს, ნინო ხვიტიას, გადავუფორმე", -აცხადებს კოკაია.
   
27 თებერვალი 2013
ჭიკაანელები ზარალის დამთვლელი კომისიის მუშაობით უკმაყოფილონი არიან
ჭიკაანელები ეჭვობენ, რომ მათთვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად არის გაფლანგული, ამიტომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომისიის ფინანსური საქმიანობა უნდა შეისწავლოს. ამას გარდა სტიქიით დაზარალებულები აცხადებენ, რომ ზარალის დამთვლელი კომისია კომპენსაციებს პოლიტიკური ნიშნით არიგებენ.
   
26 თებერვალი 2013
მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დაცვაზე უარს აცხადებს
"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრეზიდენტის დაცვის სამსახურზე ხორციელდებოდა ზეწოლა. დაცვის სამსახურის უფროსს დაუნიშნეს ფარული თვალთვალი, რაც მალევე გამოვლინდა. თავდაპირველად იყო მცდელობა ეს სამსახური მთლიანად დაექვემდებარებინათ მთავრობისთვის, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების ჩარევის შემდეგ მთავრობა იძულებული გახდა შეემუშავებინა და პარლამენტში შეეტანა კანონპროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გაყოფის თაობაზე. ამ კანონის შემუშავების პროცესში უშუალოდ მონაწილეობდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელები. თუმცა უკვე კანონის მიღების შემდეგ, უარი განაცხადეს კანონის შესრულებაზე და დაიწყო ვაჭრობა იმის თაობაზე, თუ რა რესურსი უნდა მიეღო დაცვის სამსახურს. უკვე კანონის მიღების შემდეგ დაცვის სამსახურის სანაცვლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის მიცემას ითხოვდნენ. პრეზიდენტი არ თვლის, რომ კონსტიტუციური ცვლილებების შეტანა რამენაირად უნდა იყოს კავშირში მის პირად საკითხებთან. პრეზიდენტი ვერანაირად ვერ დააყენებს თავს კონსტიტუციის დონეზე და ვერ დაეთანხმება საკონსტიცუციო ცვლილებების წარმართვას იმის მიხედვით, როგორ იქნება ის დაცული. მას შემდეგ, რაც გუშინ პრემიერ-მინისტრმა ერთპიროვნულად დაითხოვა სდსს-ის უფროსი თემურ ჯანაშია, ახლა დაცვის სამსახურის სანცვლოდ პრეზიდენტს პირობას უყენებენ კონსტიტუციის შეცვლის საკითხზე. საქართველოს პრეზიდენტის სახელით უფლებამოსილი ვარ განვაცხადო, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ პირობებში მხოლოდ ერთ გამოსავალს ხედავს, მთლიანად უარი თქვას დაცვის სამსახურით სარგებლობაზე. პრეზიდენტის დაცვის სპეციალური ღონისძიებები დღეს დილიდან არ ხორციელდება. მიუხედავად ამისა, ქვეყნის პირველ პირს ეს ხელს ვერ შეუშლის გადაადგილებასა და ხალხთან შეხვედრაში. პრეზიდენტი მადლობას უხდის დაცვის სამსახურის ყველა იმ თანამშრომელს, ვინც ამ წლების განმავლობაში თავის სამსახურს კეთილსინდისიერად ასრულებდა", - განაცხადა მაჯგალაძემ.
   
26 თებერვალი 2013
კახეთში ზარალის დამთვლელი კომისიის მუშაობას აპროტესტებენ
აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებს, რომ ისინი სიებში არ შეიყვანეს, ნაწილი კი აცხადებს, რომ კომისიის წევრებმა ზარალის ზუსტი ოდენობის დასახლების საშუალება არ მისცეს. ადგილობრივი მოსახლეობა ზარალის ხელახლა დათვლას და კომისიის წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.
   
26 თებერვალი 2013
გუნავას საქმეზე პოლიციელების დასჯა სხვა პოლიციელებისთვისაც სამაგალითო უნდა იყოს _ კბილაშვილი
„ჩვენ შეგვეძლო არ დაგვესაჯა პოლიციელები, მაგრამ თუ ასე მოვიქცეოდით, ძველ პროკურატურას დავემსგავსებოდით. ჩვენ პოლიციელები დავსაჯეთ და სამსახურებიდან გავათავისუფლეთ, რაც სხვა პოლიციელებისთვისაც სამაგალითო უნდა იყოს, რათა საზოგადოებაში მსგავსი ეჭვები გამოირიცხოს“, _ აღნიშნა კბილაშვილმა.
   
26 თებერვალი 2013
მილიონიანი გირაოს შეფარდების შემთხვევაში უგულავას ციხეში ჩაჯდომა მოუწევდა _ ზურაბ ჭიაბერაშვილი
,,გიგი უგულავა არ აპირებს დაემალოს გამოძიებას. უფრო მეტიც, მისი მოთხოვნით იქნა მედია დაშვებული სასამართლო პრიცესზე. სწორედ გიგი უგულავას ინტერესშია, რომ საზოგადოება კარგად იყოს ინფორმირებული ამ საქმეზე. ის დარწმუნებულია, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში დაამტკიცებს თავის სიმართლეს“, _ განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
   
26 თებერვალი 2013
9560 შემთხვევა გამოვლინდა, როცა საქართველოს მოქალაქეებმა სახელმწიფოს ქონება აჩუქეს _ არჩილ კბილაშვილი
"ჩვენი მოვალეობაა მსგავსი ფაქტები გამოვიკვლიოთ. გამოვლენილია 9560 შემთხვევა, რომლის დროსაც `მადლიერმა~ საქართველოს მოქალაქეებმა ქონება აჩუქეს სახელმწიფოს. რამდენიმე ათეული ასეთი გამოძიება უკვე მიმდინარეობს და ეს საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. ის, რისი გამოძიებაც წამოვიწყეთ, ზღვაში წვეთია. ძალიან მალე სხვადასხვა ამ ტიპის, თუ კატეგორიის დანაშაული გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც დაიწყება არსებითი განხილვები და ღიად გამოჩნდება ყველაფერი", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
   
26 თებერვალი 2013
საგამოძიებო სამსახურმა თბილისის განვითარების ფონდიდან დოკუმენტაცია ამოიღო
„ნათელია, რომ სასამართლოს განჩინების გარეშე (რაც დოკუმენტაციის ამოღებისთვის ზოგადად აუცილებელი წინაპირობაა) დოკუმენტაციის ამოღების არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან საგამოძიებო ორგანოს მიერ, უკვე ნოემბრის თვიდან აქტიურად მიმდინარეობს ფონდის საქმიანობის შესწავლა და ამის ხელის შემშლელი არც ერთი ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც საგამოძიებო ორგანოების დაუსაბუთებელმა ბრალდებებმა, დაარწმუნა როგორც საზოგადოება, ასევე თავად საგამოძიებო ორგანოები თბილისის მერისთვის წარდგენილი ბრალდებების აბსურდულობაში, მათ სასწრაფო წესით წამოიწყეს ახალი ბრალდების შეთითხვნის პროცესი. ყოველივე ამით კი კვლავ გრძელდება პოლიტიკური ზეწოლა თბილისის თვითმმართველობაზე“,–ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.
   
26 თებერვალი 2013
სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ ოცნება და დაპირება შარშანდელი თოვლივით გაქრა – ლეიბორისტული პარტია
„ყველაზე დიდი აფერა, რომელიც ივანიშვილმა წინა საარჩევნოდ გაითამაშა, იყო სოფლის აღორძინებისათვის მილიარდის დაპირება. პრემიერის 7 თებერვლის, # 25-ე დადგენილებით, სახელმწიფო ბიუჯეტში სოფლის განვითარებისთვის გამოყოფილია არა მილიარდი ლარი, არამედ 50 მილიონი, თითოეული სოფლისთვის 2 ათასიდან 12 ათას ლარამდე. მივმართავთ ივანიშვილის ხელისუფლებას, თავი დაანებოს სააკაშვილივით ცრუპენტელობას და მოსახლეობის გაბითურებას. გამოყოს რეალური თანხები დაქცევის პირას მყოფი სოფლების გადასარჩენად“, _ განაცხადა პრესკონფერენციაზე იოსებ სამხარაძემ.
   
26 თებერვალი 2013
გივი თარგამაძის დაცვის მხარემ ბასმანის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა
,,მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მივმართე, სადაც ბასმანის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ვითხოვ”-აცხადებს ადვოკატი. მისი თქმით, მას არც თარგამაძე და არც მისი წარმომადგენლები არ დაკონტაქტებიან და სასამართლო პროცესზე სასამართლოს მიერ დანიშნული ადვოკატის სტატუსით იყო.
   
 
სტატიები
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
   
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია