მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    "ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ"
    "ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი" - წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
    "გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს."
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592. "აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ ერთი სამიზნეა. ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია - ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    "საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
    "ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
    ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
    16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია. მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    მიხაელ როთი - ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის
    „ეს სამოქალაქეო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის. მადლობა პროევროპული მისწრაფებებისა და შთამაგონებელი სამუშაოსთვის. უცხოური აგენტების კანონი არის საწამლავი საქართველოში დემოკრატიული კულტურის და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – წერს მიხაელ როთი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
    სრულად>>
  • 13 სექტემბერი 2024
    2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.
    სრულად>>
  • 08 ივნისი 2024
    რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
    ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
    სრულად>>
  • 02 ივნისი 2024
    First Step-ის ნათელი ფესტივალის მხარდაჭერით, Yolo ბავშვთა დღის აღნიშვნას შეუერთდა
    „YOLO-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერება და ემოციური კეთილდღეობა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის. ეს რწმენა უდევს საფუძვლად ჩვენს მხარდაჭერას First Step-ის ფესტივალისადმი. გვინდოდა მოგვერთო ბავშვების ცხოვრება ნათელი ფერებით და შეგვექმნა მათთვის ატმოსფერო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას“, - აცხადებენ კომპანიაში.
    სრულად>>
  • 10 აპრილი 2024
    „განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
    „რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
    სრულად>>
  • 29 თებერვალი 2024
    როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
    ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
    სრულად>>
 
სიახლეები
01 მარტი 2013
დეპუტატი დედაქალაქის ქონების მართვის სამსახურს პოლიკლინიკების უკანონო გასხვისებაში ადანაშაულებს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – თბილისელების’" თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე, დედაქალაქის ქონების მართვის სამსახურს, მე-13 და მე-2 პოლიკლინიკების უკანონო გასხვისებაში ადანაშაულებს და აღნიშნული აუქციონის შედეგების გაუქმებას ითხოვს. როგორც გულიკო ზუმბაძემ დღეს გამართულ პრესკოფერენციაზე განაცხადა, პოლიკლინიკები მუნიციპალურ საკუთრებაში უნდა დარჩეს, რათა ისინი მოემსახურონ მთაწმინდისა და სხვა რაიონების მოსახლეობას ახალი სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში.
   
01 მარტი 2013
გიგი კალანდაძეს ორი ბრალდება მოეხსნა
მოსამართლის თქმით, გიგი კალანდაძის მიმართ, რომელსაც ბრალი პირველად გასული წლის 8 ნოემბერს იუსტიციის მინისტრის, შემდეგ კი 12 და 19 ნოემბერს პროკურატურის მხრიდან წარედგინა, ბოლო ორი ბრალდების დადგენილება უნდა გაუქმდეს. მოსამართლის განმარტებით, 8 ნოემბრის შემდეგ გიგი კალანდაძე თანამდებობიდან გადააყენეს, თუმცა ოფიციალურად პრეზიდენტს გათავისუფლებაზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი.
   
01 მარტი 2013
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საბჭოთა ანაბრების თემაზე 14 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს და უზენაესი სასამართლოს მიმართეს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პოსტსაბჭოთა 14 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს და უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელებს საბჭოური ანაბრების თემატიკაზე სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართეს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ სურთ მოიპოვონ ინფორმაცია, პოსტსაბჭოთა სივრცეში რომელიმე სახელმწიფომ აღიარა თუ არა ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი საბჭოური ანაბრები საშინაო ვალად და რა ფორმით გადაიჭრა ანაბრების გაცემის საკითხი.
   
01 მარტი 2013
ბურჯანაძის პარტია ძალოვანებს ბრძანების გამცემის ვინაობის დასახელებას სთხოვს
„დემოკრატიული მოძრაობა“ ძალოვანი უწყებების ოთხასამდე თანამშრომელს მადლობას უხდის, რომლებმაც 2011 წლის 26 მაისის მიტინგის ძალადობრივი გზით დარბევის ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადეს. ნინო ბურჯანაძის პარტია მადლობას იმ ძალოვანებსაც უხდის, რომლებიც აქციის დარბევაში მონაწილეობის მიუხედავად, ბრძანებას მაინც არ დაემორჩილნენ და მშვიდობიან მომიტინგეებს არ სცემეს, ცალკეულ შემთხვევაში კი, ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებაშიც დაეხმარნენ. „დემოკრატიული მოძრაობა“ აღნიშნულ ძალოვანებს თხოვნით მიმართავს, გამოეხმაურონ და ინფორმაცია მიაწოდონ იმ პირების შესახებ, რომლებმაც მათ აქციის ძალადობრივი გზით დარბევის შესახებ მისცეს ბრძანება.
   
28 თებერვალი 2013
გიორგი მიქელაძე: "ტელეკომპანია "იმედის" 15%-იანი წილი ფიქტიურად მერაბიშვილის მუქარით შევიძინე"
"2006 წელს მე და მიხეილ ძაძამიამ დავაფუძნეთ სამშენებლო კომპანია შპს "ტექს ჯგუფი", რომელიც ახორციელებდა სამშენებლო სამუშაოებს თბილისის ტერიტორიაზე. 2007 წლის გაზაფხულზე წამოვედი აღნიშნული კომპანიიდან, ერთი პროექტი წამოვიღე და ახალი კომპანია შპს "გრატო პასაჟი" დავაფუძნე. აღნიშნული კომპანიაც სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე. ამ საწარმოში ვარ 80%-იანი წილის მფლობელი, ხოლო დანარჩენ 20%-ს ვაკო ტოგონიძე ფლობს. სწორედ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე დაინტერესდა ძველი ხელისუფლება, კერძოდ, იმ დროინდელი შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელთანაც ადრე მქონდა გარკვეული სახის შეხება. კერძოდ, 2007 წელს მიმდინარეობდა მშენებლობა ქალაქ გორში და იმდროინდელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები დაგვიბარა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელმაც გაგვაცნო აღნიშნული მშენებლობის პროექტი და შემოგვთავაზა მიგვეღო მონაწილეობა. შეხვედრები გვქონდა ძველ შს სამინისტროს შენობაში, რომელიც ორთაჭალაში მდებარეობდა. ბოლოს ვანო მერაბიშვილმა დამიბარა 2011 წლის ნოემბერში, რომელიც შეხვედრისას შეეხო არა სამშენებლო საქმიანობის, არამედ ტელეკომპანია "იმედის" თემას. ჩვენს გარდა შეხვედრას არავინ ესწრებოდა, მერაბიშვილმა მითხრა, რომ პანამაში არსებობდა კომპანია "რააქ ჯორჯია ჰოლდინგი", რომელიც ფლობდა "ჯორჯიან მედია ფროდაქშენის" 90%-იან წილს (ტელეკომპანია "იმედის" დამფუძნებლის) და აღნიშნული წილიდან გარკვეული ნაწილი უნდა შემეძინა მე, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამემუქრა ჩემი ბიზნესის ლიკვიდაციით და ამასთან, გამაფრთხილა, რომ ყველაფერი მარტო ბიზნესის წართმევით არ დამთავრდებოდა, ასე ვთქვათ მისი მხრიდან იყო მუქარა. აქვე დავამატებ, რომ არ მინდოდა საერთოდ მიმეღო მონაწილეობაამ პროექტში, ვინაიდან ვიცოდი, ადრე თუ გვიან პრობლემები შემექმნებოდა, თუმცა სხვა გზა არ მქონდა, როგორც ზემოთ აღვნიშნე ჩემს ოჯახს და ბიზნესს საფრთხე დაემუქრებოდა", - აცხადებს მიქელაძე.
   
28 თებერვალი 2013
ვოვა არუთინიანის საქმე არ გადაიხედება
არუთინიანი აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და მას პოლიტპატიმრის სტატუსი უნდა მიენიჭოს. "ჩემი შვილი უდანაშაულოა, მას საქართველოსთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია. მართალია, ჩვენ სომხები ვართ, მაგრამ ეს ჩვენი სამშობლოა და გვიყვარს. ჩემს შვილს არც ამერიკასთან და არც რუსეთთან საქართველო არ გაუყიდია", - აცხადებს ანჟელა არუთინიანი.
   
28 თებერვალი 2013
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ძალადობისა და შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევები გამოვლინდა
ანგარიშის თანახმად, არასათანადო მოპყრობა დაფიქსირდა როგორც ბავშვთა, ისე ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებში. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებია მსგავსი კატეგორიის ბავშვთათვის სამედიცინო მომსახურების კუთხით. მონიტორინგის პროცესში გამოვლინა შეზღუდული შესაძლებლობის ქმონე პირებზე ძალადობის ფაქტები, შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევები; ოჯახის წევრებთან ურთიერთობის შეზღუდვის პრობლემა და არასათანადო სამედიცინო მომსახურებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები.
   
28 თებერვალი 2013
მაგდა ანიკაშვილი ნიკოლოზ მჟავანაძეს არაკომპეტენტური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს
"მრჩება შთაბეჭდილება, რომ საუბრობენ ადამიანები, რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ ფონდის საქმიანობაზე, იმის თაობაზე, თუ როგორ მიიღებოდა ამ ფონდში გადაწყვეტილებები და ვის რა ფუნქცია და როლი ჰქონდა. ფონდის საქმიანობა დაარსების დღიდან იყო გამჭვირვალე. ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსები იყო სრულიად ღია და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას შეეძლო მონაწილეობა. გადაწყვეტილებებს კი სამეთვალყურეო საბჭო კენჭისყრის საფუძველზე იღებდა", - აცხადებს ანიკაშვილი.
   
28 თებერვალი 2013
მოსამართლის დაკითხვა მის მიერ განხილულ საქმეზე თავხედური ქმედებაა _ კოტე კუბლაშვილი
,,ჩვენი და რამდენიმე ორგანიზაციის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ პროკურატურის მხრიდან მოსამართლის მიმართ დაკითხვის უწყების გაგზავნა იმ საქმეზე, რომელიც მის მიერ არის განხილული, არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა. მიუხედავად ამისა, გუშინ ერთ-ერთმა მოსამართლემ კიდევ მიიღო იგივე უწყება იმავე საქმეზე. პროკურატურა უკვე განმეორებით, ძალიან უხეშად, თავხედურად არღვევს კონსტიტუციას და მოითხოვს, რომ მოსამართლემ ჩვენება მისცეს იმ საქმეზე, რომელიც თავად ამ მოსამართლემ განიხილა. პროკურატურას უნდა ჰკითხოს ამ მოსამართლემ, თუ რატომ მიიღო ის გადაწყვეტილება იმ საქმეზე, რომელიც მიიღო", - განაცხადა კუბლაშვილმა.
   
28 თებერვალი 2013
პრეზიდენტი აპირებს, გაადასაადგილებლად გამოიყენოს პირადი ტრანსპორტი _ პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ეხმაურება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განცხადებას და განმარტავს: "იმ იაფფასიანი მანიპულაციების გამო, რომელიც პრემიერის უშუალო მითითებით ხორციელდება, საქართველოს პრეზიდენტი უარს ამბობს დაცვის სამსახურით სარგებლობაზე. საქართველოს პრეზიდენტი აპირებს, რომ გაადასაადგილებლად გამოიყენოს პირადი ტრანსპორტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავტოფარეხიდან მათ შეუძლიათ წაიყვანონ დაჯავშნული მანქანები".
   
 
სტატიები
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
   
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია