მთავარი თემები |
 |
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა. |
სრულად>> |
|
 |
21 დეკემბერი 2024
"ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ"
"ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი" - წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით. |
სრულად>> |
|
 |
02 დეკემბერი 2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
"გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს." |
სრულად>> |
|
-
 |
01 დეკემბერი 2024
"საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
"ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას. |
სრულად>> |
|
 |
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა. |
სრულად>> |
|
 |
16 სექტემბერი 2024
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია.
მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე. |
სრულად>> |
|
-
-
 |
08 ივნისი 2024
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს. |
სრულად>> |
|
-
 |
10 აპრილი 2024
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს. |
სრულად>> |
|
-
|
|
|
28 თებერვალი 2013 დასავლეთი დაკავებების პროცესში არ უნდა ჩაერიოს, რადგან მართლმსაჯულების აღსრულება ქართველი ხალხის მოთხოვნაა – ლინკოლნ მიტჩელი “როცა ხარ ვაშინგტონში და იქ კითხულობ, საქართველოში ამა და ამ თანამდებობის პირს ბრალი წაუყენესო, პირველი რეაქცია არის ასეთი: მე ხომ ვიცნობდი ამ ადამიანს, ვთანამშრომლობდი და ვმეგობრობდი, როგორ ვერ შევნიშნე ასეთი რამეო. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ წინა ხელისუფლების კრიმინალის აღიარება დასავლეთის მხრიდან არის ასევე საკუთარი შეცდომების აღიარებაც, რომელიც მათ წინა მთავრობის შეფასებაში დაუშვეს. ძნელია იმის აღიარება, რომ ის ხალხი, ვინც ჩვენ მეგობრები გვეგონა, თურმე დანაშაულებრივ ქმედებას სჩადიოდნენ. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რეალურად დამნაშავეები არიან თუ უდანაშაულოები, რადგან ჯერ სასამართლო არ გამართულა, თუმცა ქართველი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. საქართველოში ყველამ ისედაც იცოდა, რომ ასეთი კრიმინალი იყო მთავრობაში. მათ აქვთ მოლოდინი, რომ მსგავსი დევნა დაიწყება და მართლმსაჯულება აღსრულდება. ეს არის დინამიკა. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაიგოს რომ ეს არის კომპეტენტური მთავრობა და არაფერს იგონებს. ამ პროცსში ჩარევა არ შეიძლება”,-აცხადებს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი. |
|
|
|
|
|
|
28 თებერვალი 2013 შეიარაღებული ძალების ელიტარული ნაწილი ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ყველაზე საშინელ მდგომარეობაშია _ ირაკლი ალასანია „მსოფლიოს მასშტაბით სამხედრო ავიატორები, სამხედრო ავიაცია არის ელიტარული. მათი საცხოვრებელი პირობები, სამუშაო პირობები განსაკუთრებულად კარგია. დღეს, ამ ბაზაზე რაც ვიხილეთ, კომენტარს არ საჭიროებს - აქ ჯარისთვის არაადამიანური პირობებია შექმნილი, ასეა თითქმის სამხედრო ინფრასტრუქტურის 80%. დავისახეთ ამოცანა, რომ წელსვე დავიწყოთ ამ სიტუაციის გამოსწორება. თავდაცვის სამინისტროსთვის ჯარისკაცი, ოფიცერი მთავარი ღირებულება იქნება. მათთვის საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა, მათთვის ვარჯიშის შესაძლებლობის მიცემა, ჩვენს მიერ უზრუნველყოფილი იქნება. წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება უსწრაფესად, ძალიან მოკლე ვადებში, მაგრამ გონივრულად და გაწერილად უნდა განხორციელდეს. ჩემთვის მთავარია წელსვე გამოვასწოროთ სიტუაცია და გარდატეხა მოვახდინოთ და ჩვენ ამას მოვახერხებთ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას. |
|
|
|
|
|
|
|
|
28 თებერვალი 2013 შრომის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები დამსაქმებლისთვის საფრთხეებს შეიცავს – ლევან კალანდაძე „ერთის მხრივ ამ ცვლილებების კეთილშობილური მიზანი, რეალურად სერიოზული საფრთხის წყარო შეიძლება გახდეს ქვეყანაში ბიზნეს ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით და შრომითი ურთიერთობების დარეგულირების ნაცვლად, თავად გახდეს ამ ურთიერთობებში მთავარი პრობლემა. მითუმეტეს, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილება დასაქმებულის სამსახურიდან იძულებით გათავისუფლების შემთხვევაში, დამსაქმებლისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებას და 2 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს. რაც ბუნებრივად ძაბავს შრომით ურთიერთობებს და პირდაპირ უბიძგებს დამსაქმებელს, მოსალოდნელი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით მაქსიმალურად აარიდოს თავი უცხო პირებთან შრომით ურთიერთობებში შესვლას. დამსაქმებლისთვის გაუმართლებელი რეგულაციების, სახელმწიფო პირდაპირ უბიძგებს და იძულებულს ხდის დამსაქმებელს ერთის მხრივ, შეამციროს დასაქმებულთა რიცხოვნობა, და მეორეს მხრივ, შეამციროს დასაქმებულთა ხელფასის ოდენობა, რაც ყველაზე სახიფათოა“,–აცხადებს ლევან კალანდაძე. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
27 თებერვალი 2013 26 მაისის მოვლენების ერთ-ერთი მოწმე პროკურატურას მიმართავს „ვხედავდი, როგორ უსწორდებოდნენ მოქალაქეებს სპეცდანიშნულის რაზმის წარმომადგენლები. ათამდე ადამიანი დავმალე. 27 მაისს სამართალდამცავებმა დამირეკეს და რუსთაველის გამზ. 4-ში, სადაც ჩემი კუთვნილი ფართია, გამოცხადება მთხოვეს. ამიყვანეს ამ შენობის სახურავზე და მაჩვენეს შენობის თავზე მდებარე კაბელი. მითხრეს, რომ კაბელი გადაჭრილი იყო, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირაო. ასევე განმიცხადეს, რომ ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არ დამეკისრებოდა იმ შემთხვევაში, თუ განვაცხადებდი, რომ კაბელთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების მიზნით თელასში დარეკილი მქონდა, თუმცა თელასის თანამშრომლები ადგილზე არ გამოცხადდნენ. მე მათ ვუთხარი, რომ მე არსად დამირეკავს და აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განვაცხადე.“, _ აღნიშნა ჟვანიამ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
18 სექტემბერი 2024 YOLO-მ ვებგვერდი განაახლა ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|