მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    "ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ"
    "ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი" - წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
    "გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს."
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592. "აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ ერთი სამიზნეა. ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია - ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    "საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
    "ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
    ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
    16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია. მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    მიხაელ როთი - ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის
    „ეს სამოქალაქეო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის. მადლობა პროევროპული მისწრაფებებისა და შთამაგონებელი სამუშაოსთვის. უცხოური აგენტების კანონი არის საწამლავი საქართველოში დემოკრატიული კულტურის და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – წერს მიხაელ როთი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
    სრულად>>
  • 13 სექტემბერი 2024
    2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.
    სრულად>>
  • 08 ივნისი 2024
    რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
    ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
    სრულად>>
  • 02 ივნისი 2024
    First Step-ის ნათელი ფესტივალის მხარდაჭერით, Yolo ბავშვთა დღის აღნიშვნას შეუერთდა
    „YOLO-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერება და ემოციური კეთილდღეობა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის. ეს რწმენა უდევს საფუძვლად ჩვენს მხარდაჭერას First Step-ის ფესტივალისადმი. გვინდოდა მოგვერთო ბავშვების ცხოვრება ნათელი ფერებით და შეგვექმნა მათთვის ატმოსფერო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას“, - აცხადებენ კომპანიაში.
    სრულად>>
  • 10 აპრილი 2024
    „განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
    „რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
    სრულად>>
  • 29 თებერვალი 2024
    როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
    ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
    სრულად>>
 
სიახლეები
22 თებერვალი 2013
შსს ლადო ვარძელაშვილის ჩვენებას ავრცელებს
„ჩემს პირად მფლობელობაშია არსებული იარაღების კოლექციიდან ერთ–ერთი ნათესავისგან ნაჩუქარი იარაღია, რომლის გადაფორმებაც ვერ მოვასწარი. მეგობრები ამ კოლექციას ათვალიერებდნენ, ერთ–ერთს შემთხვევით გაუვარდა ეს იარაღი და მოხდა უბედური შემთხვევა“,–აღნიშნავს ვარძელაშვილი.
   
22 თებერვალი 2013
შსს-ს ოპერატიულ შემადგენლობას ხვალ და ზეგ ტესტირება ჩაუტარდება
როგორც სამინისტროში განმარტავენ, ტესტირების მიზანია, დადგინდეს არსებული ნაკლოვანებები და მათ აღმოსაფხვრელად სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად განისაზღვროს პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები; ასევე გამოვლინდეს მაღალკვალიფიციური კადრები და პირადი შემადგენლობის სრული, ობიექტური და მიუკერძოებელი სურათი შეიქმნას. თითოეულ პოლიციელს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ საზოგადოება მისგან პროფესიონალიზმსა და კანონის განუხრელ დაცვას ელოდება. საზოგადოების დაკვეთის შესრულება მხოლოდ პოლიციელთა პროფესიული უნარების მუდმივი გაჯანსაღებით მიიღწევა. ტესტირება სწორედ ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება.
   
22 თებერვალი 2013
წიგნის “ვის ეკუთვნოდა საქართველო 2003-2012 წლებში” პრეზენტაცია გაიმართა
წიგნში წარმოდგენილი ინფორმაცია მხოლოდ 2003-2012 წლებს მოიცავს. საზოგადოებაში ხშირად იყო საუბარი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ბიზნესის ე.წ. გადანაწილების სქემებზე. წიგნის ავტორი, პოლ რიმპლი ეხმაურება ამ ინფორმაციას და საზოგადოებას მოუთხრობს იმაზე, თუ როგორ მოხდა კონკრეტულ სექტორში გარკვეული კომპანიების მონოპოლისტებად ჩამოყალიბება. ასევე ავტორი შეეცადა გაერკვია, ვინ დგას კონკრეტული კომპანიების უკან, რაც ძალიან რთული აღმოჩნდა. დიდი საბაზრო წილების მფლობელი კომპანიების უმეტესობა, ისევე როგორც ინვესტორები, ძირითადად ოფშორულ ზონებშია დარეგისტრირებული. რიმპლის თქმით, წიგნში მოთხრობილია მხოლოდ რამდენიმე ბიზნესს სექტორზე, თუმცა ეს საკმარისიცაა, რომ ვისაუბროთ ზოგად ტენდენციებზე „პოსტრევოლუციურ“ საქართველოში.
   
22 თებერვალი 2013
მთავარი პროკურატურა საკრებულოს თანამშრომლებს დაკითხვაზე საკრებულოს სხდომის დღეებში აღარ დაიბარებს
"უკანასკნელი თვეების განმავლობაში სისტემატური ხასიათი მიიღო თქვენი საგამოძიებო უწყების მხრიდან თბილისის საკრებულოს წევრების მოწმის სტატუსით დაბარებამ. საგულისხმოა, რომ დაბარება ხდება სწორედ საკრებულოს სხდომების დროს. გაცნობებთ, რომ თბილისის საკრებულოს სხდომები იმართება ყოველი თვის ბოლო პარასკევს და საკრებულოს წევრების უპირველესი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა მონაწილეობა მიიღონ სხდომაში, რათა ეფექტურად და პოზიტიურად გადაწყდეს თბილისის და თბილისელების წინაშე არსებული პრობლემური საკითხები", - აღნიშნულია ზაალ სამადაშვილის განცხადებაში.
   
22 თებერვალი 2013
სასჯელაღსრულების სისტემაში ჰეპატიტი `C`-ს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა დღემდე პრობლემად რჩება
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველომ დღემდე არაერთი საქმე წააგო, სადაც მსჯავრდებულები ჰეპატიტის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვდნენ.
   
21 თებერვალი 2013
დავით დარახველიძემ სამეთვალყურეო საბჭოს დევნილთა განსახლების კრიტერიუმები წარუდგინა
როგორც სამინისტროში აცხადებენ, დღემდე უწყებას მსგავსი კრიტერიუმები არ ჰქონდა. კრიტერიუმები იგივე ქულების სისტემაა, რომელიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. დევნილი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, პრიორიტეტი ენიჭება. სწორედ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები.
   
21 თებერვალი 2013
16 000-ზე მეტ პირს სოციალური დახმარება შეუჩერდა
სერგეენკო უარყოფს 40 000-მდე მოქალაქისათვის აღნიშნული დახმარების შეჩერებას და აცხადებს, რომ მათი რიცხვი 16 000-ზე ცოტა მეტს შეადგენს. მინისტრის განმარტებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ხსენებულ პირებს მაღალი შემოსავლები დაუფიქსირდათ, ისინი მოძრაობენ ძვირადღირებული მანქანებით და არიან სხვადასხვა ქონების მფლობელები.
   
21 თებერვალი 2013
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სოციალური დახმარება 1 აპრილიდან გაეზრდებათ
მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სოციალური დახმარება 100-დან 125 ლარამდე გაეზრდებათ. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
   
21 თებერვალი 2013
გივი თარგამაძის დაცვის მხარე ბასმანის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
საქართველოს პარლამენტის წევრის გივი თარგამაძის დაცვის მხარე მოსკოვის ბასმანის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ქართველ პოლიტიკოსს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა, გაასაჩივრებს. ამის შესახებ რუს ჟურნალისტებს თარგამაძის ადვოკატმა გალინა სტეფანენკომ განუცხადა. ,,გავასაჩივრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმდენად, რამდენადაც საქმეში არის რიგი პროცედურული დარღვევები”, _ აცხადებს ადვოკატი.
   
21 თებერვალი 2013
თებერვლის ბოლოდან სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 100-პროცენტი იქნება უზრუნველყოფილი
სერგეენკოს ინფორმაციით, ლაპარაკია 2 მილიონზე მეტ მოქალაქეზე, რომლებზეც აქამდე არცერთი სადაზღვევო პროგრამით არ სარგებლობდნენ. რაც შეეხება უკვე დაზღვეულ 2 მილიონ მოქალაქეს, სერგეენკოს თქმით, მათი დაზვევის არსებული პროგრამები ჩვეულებრივ გაგრძელდება.
   
 
სტატიები
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
   
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია