მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    "ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ"
    "ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი" - წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
    "გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს."
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592. "აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ ერთი სამიზნეა. ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია - ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    "საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
    "ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
    ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
    16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია. მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    მიხაელ როთი - ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის
    „ეს სამოქალაქეო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის. მადლობა პროევროპული მისწრაფებებისა და შთამაგონებელი სამუშაოსთვის. უცხოური აგენტების კანონი არის საწამლავი საქართველოში დემოკრატიული კულტურის და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – წერს მიხაელ როთი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
    სრულად>>
  • 13 სექტემბერი 2024
    2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.
    სრულად>>
  • 08 ივნისი 2024
    რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
    ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
    სრულად>>
  • 02 ივნისი 2024
    First Step-ის ნათელი ფესტივალის მხარდაჭერით, Yolo ბავშვთა დღის აღნიშვნას შეუერთდა
    „YOLO-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერება და ემოციური კეთილდღეობა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის. ეს რწმენა უდევს საფუძვლად ჩვენს მხარდაჭერას First Step-ის ფესტივალისადმი. გვინდოდა მოგვერთო ბავშვების ცხოვრება ნათელი ფერებით და შეგვექმნა მათთვის ატმოსფერო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას“, - აცხადებენ კომპანიაში.
    სრულად>>
  • 10 აპრილი 2024
    „განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
    „რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
    სრულად>>
  • 29 თებერვალი 2024
    როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
    ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
    სრულად>>
 
სიახლეები
15 თებერვალი 2013
ფრაქციის თავმჯდომარე გიგი უგულავას `სინათლის ქალაქის` მფარველობასა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში ადანაშაულებს
როგორც გიორგი მუსხელიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ყოფილი "თბილქალაქგანათების" ბაზაზე არსებული "სინათლის ქალაქის" სამსახური ის ერთ-ერთი სტრუქტურაა, რომელიც ქალაქის მერმა, გიგი უგულავამ "ნაციონალური მოძრაობის" თარგს მოარგო, მონოპოლისტ კომპანიად აქცია და პარტიული აქტივის დასაფინანსებლად გამოიყენა.
   
15 თებერვალი 2013
ნაციონალური მოძრაობა თანახმაა საკონსტიტუციო ცვლილებები ახლავე ამოქმედდეს
"ჩვენი შეთავაზებაა, რომ ახალი კონსტიტუციის დიდი ნაწილი ამოქმედდეს დღესვე და არ დაველოდოთ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს. ვფიქრობ, ეს უკიდურესად კონსტრუქციული შეთავაზებაა და ამ პროცესში მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის იყო ზრუნვა არა იმაზე, თუ ვის რა უფლებამოსილება ექნება და ვინ რამდენად მყარად იგრძნობს თავს საკუთარ სკამზე, არამედ ზრუნვა ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყანაზე,“ _ განაცხადა დავით ბაქრაძემ.
   
15 თებერვალი 2013
ჩვენი პარტიის წევრებთან მიმართებაში ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა უნდა დამთავრდეს - ზურაბ ჯაფარიძე
"ჩვენი პოზიცია თავიდანვე იყო ცხადი და პრინციპში არ შეცვლილა. ჩვენი პოზიცია გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ნაკლებად გვაღელვებს რომელიღაც თანამდებობის პირების გარკვეული შიშები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური მდგომარეობა, დასტაბილურდეს სიტუაცია, დამთავრდეს ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა ჩვენი პარტიის წევრებთან მიმართებაში. ქვეყანაში უნდა შეიქმნას სტაბილურობის განცდა იმიტომ, რომ ამას აქვს მნიშვნლეოვანი გავლენა ეკონომიკაზეც, რომელიც დღეს ჩვენთან მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობაში არ არის. ამის გამოსწორებასაც სჭირდება გარკვეული სტაბილურობის განცდის შექმნა", - განაცხადა ჯაფარიძემ.
   
15 თებერვალი 2013
თუ მრევლი გაიზარდა და მეჩეთის მშნებლობა სურს, ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდეს - მურმან დუმბაძე
"მინდა გითხრათ, რომ ერთი მეჩეთის მშენებლობა ბათუმთან მდებარე ერთ-ერთ სოფელში ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. ბათუმში მეჩეთის აშენება არის შესაძლებელი, თუ ამას ქართველი მუსულმანი საზოგადოება მოისურვებს. თუ ბათუმში მეჩეთი აშენდება, ეს არ იქნება პოლიტიკის შედეგი, ეს არ იქნება ნაცვლაგების პრინციპის გამო აშენებული მეჩეთი. თუ ქართველ მუსულმანებს სურთ მეჩეთის მშენებლობა, მათ უნდა მიმართონ აჭარის რეგიონალურ მთავრობას და საქართველოს მთავრობა მათ წინააღმდეგობას არ გაუწევს. აშენდება თუ არ აშენდება მეჩეთი, ეს იქნება ქართველი მუსულმანების სურვილზე დმაოკიდებული, ჩვენ წინააღმდეგობას არ გავუწევთ", - განაცხადა დუმბაძემ.
   
15 თებერვალი 2013
დავასრულოთ ლაპარაკი, რომ ვიღაც, სადღაც და ოდესღაც ცუდად მოიქცა – ანდრო ბარნოვი
"მივმართავ ოპონენტებს: დიახ, თქვენ ხართ ნაციონალური მოძრაობის ნაწილი, ისევე როგორც ჩვენ ვართ ქართული ოცნების ნაწილი. ჩვენ ვართ ერთი ხალხი და გვაქვს ერთი მიზანი, საერთო რესურსები და საერთო ამოცანები" –განაცხადა პრესკონფერენციაზე შიდა ქართლის გუბერნატორმა.
   
15 თებერვალი 2013
`ცენტრ პოინტისგან` დაზარალებულმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ მიერ პროკურატურაში მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის შესწავლა ნელი ტემპით მიმდინარეობს. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ,,ცენტრ პოინტში” შემავალი შპს-ების დირექტორების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასაც ითხოვდნენ.
   
14 თებერვალი 2013
ლუკა კურტანიძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმურია - პაატა ზაქარეიშვილი
თუმცა მინისტრის თქმით, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კურტანიძის სიძულვილის ენაზე ლაპარაკობენ, უნდა გაიხსენონ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რასისტული განცხადებები ზანგებზე და მონღოლოიდებზე, რომლებიც სააკაშვილმა ველურებს და ვანდალებს შეადარა. ასევე უნდა გაიხსენონ, თუ როგორ მოიწონა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ფაშისტური ხუმრობა ებრაელებზე, ასევე უნდა გაიხსენონ, ვინ დაამკვიდრა სიძულვილის ენა ქართულ პოლიტიკაში, ვინ გამოიყენა პირველად სიტყვები: ~ჩარეცხილები~, `გაფარჩაკებულები~, `კარგ ჩიტს დაიჭერენ~ და სხვა.
   
14 თებერვალი 2013
ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მკვლელობის საქმის გამოძიება ნელი ტემპით მიმდინარეობს _ იური ვაზაგაშვილი
"მე ხელთ მაქვს ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მანქანის უკანა საქარე მინა დაზიანებული არ არის. რანაირად შეიძლება 14 ტყვია ისროლო ისე, რომ საქარე მინა არ დააზიანო? ასევე არსებობს მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ამბობენ, რომ ბიჭებს იარაღი არ ჰქონიათ და ის მას შემდეგ ჩაუდეს, რაც ჩაცხრილეს", - განაცხადა იური ვაზაგაშვილმა და ჟურნალისტებს ზემოხსენებული ფოტო უჩვენა.
   
14 თებერვალი 2013
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში დავით კირკიტძე დაკითხეს
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურიდან გამოსული კირკიტაძის თქმით, დღევანდელ დაკითხვაზე ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ახალ ხელისუფლებას მოქალაქეების დასაქმების პრობლემა საერთოდ არ აინტერესებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს პრობლემა უკვე მოაგვარეს. „მათ უკვე წარმატებით დაასაქმეს თავისი ახლობლები, ნათესავები, მეზობლები, მეგობრები . მათ ჰგონიათ რომ დასაქმების პრობლემა გადაწყვეტილი აქვთ“,–განაცხადა დაკითხვის შემდეგ ქვემო ქართლის გუბერნატორმა.
   
14 თებერვალი 2013
ყოფილი პატიმარი ვლადიმერ ბედუკაძეს პატიმრების კავებიანი რკინის მილით გაუპატიურებაში ადანაშაულებს
კადრში სახედაფარული ყოფილი პატიმარი „რუსთავი 2“–თან საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული წამების მეთოდი ბედუკაძის მოფიქრებული იყო. მისი თქმით, რკინის მილში ჩარჭობილი კავებიანი მილი პატიმრის უკანალში შეჰყავდათ, მერე მილს იღებდნენ და კავები შიგნით რჩებოდა. „ამის შემდეგომ წინ ფურცელს და კალამს უდებდნენ და თუ პატიმარი კვლავ უარს იტყოდა ჩვენების დაწერაზე, კავებს სათითაოდ აძრობდნენ და ნაწლავების ნაფლეთებიც თან გამოჰქონდათ. ამ გზით ძალიან ბევრ პატიმარს დააწერინეს ჩვენება“,–განუცხადა „რუსთავი - 2“- ს ვინმე ლევანის სახელით გაცნობილმა პირმა.
   
 
სტატიები
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
   
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია