მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    "ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ"
    "ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი" - წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
    "გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს."
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592. "აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ ერთი სამიზნეა. ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია - ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    "საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
    "ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
    ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
    16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია. მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    მიხაელ როთი - ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის
    „ეს სამოქალაქეო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის. მადლობა პროევროპული მისწრაფებებისა და შთამაგონებელი სამუშაოსთვის. უცხოური აგენტების კანონი არის საწამლავი საქართველოში დემოკრატიული კულტურის და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – წერს მიხაელ როთი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
    სრულად>>
  • 13 სექტემბერი 2024
    2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.
    სრულად>>
  • 08 ივნისი 2024
    რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
    ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
    სრულად>>
  • 02 ივნისი 2024
    First Step-ის ნათელი ფესტივალის მხარდაჭერით, Yolo ბავშვთა დღის აღნიშვნას შეუერთდა
    „YOLO-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერება და ემოციური კეთილდღეობა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის. ეს რწმენა უდევს საფუძვლად ჩვენს მხარდაჭერას First Step-ის ფესტივალისადმი. გვინდოდა მოგვერთო ბავშვების ცხოვრება ნათელი ფერებით და შეგვექმნა მათთვის ატმოსფერო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას“, - აცხადებენ კომპანიაში.
    სრულად>>
  • 10 აპრილი 2024
    „განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
    „რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
    სრულად>>
  • 29 თებერვალი 2024
    როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
    ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
    სრულად>>
 
სიახლეები
17 თებერვალი 2013
ყოფილ პატიმარს მსჯავრდებულები ემუქრებიან
როგორც ოქროპირიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე მესამე დღეა, რაც მას მსჯავრდებულები ტელეფონით უკავშირდებიან და პროკურატურაში შეტანილი სარჩელის უკან გამოტანას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ოქროპირიძე სამართალდამცავ ორგანოებს მისი უსაფრხთოების უზრუნვეყოფას სთხოვს.
   
17 თებერვალი 2013
გახმაურებულ საქმეებზე გამოძიება ვერ დაჩქარდება – გია ხუხაშვილი
„რაც ყველაზე მთავარია, ახალი ხელისუფლება არ ჰგავს წინა ხელისუფლებას, რომელიც ძაფით კერავდა საქმეებს. საქმის კანონიერად გამოძიებას დრო სჭირდება, მითუმეტეს, როდესაც საქმე ხანდაზმულია და მაფიოზური კლანის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ეხება. ასეთ საქმეებზე აჩქარება არ შეიძლება, ყველაფერი კანონიერად უნდა გაკეთდეს. თუმცა რამდენიმე საქმეზე, რომელიც გამოძიებამ სასმართლოს წარუდგინა, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ყოფილი მაღალჩინოსნები გამოუშვა. დღეს არსებული სასამართლოს პირობებში ძნელია ობიექტური განაჩენები იქნას გამოტანილი. მე ასევე არ დავეთანხმები კრიტიკას იმის შესახებ, რომ გამოძიება საერთაშორისო საზოგადოების აზრის პოლიტიკური მძევალი გახდა. ეს ასე არ არის. მთავარია, საერთაშორისო საზოგადოებას სრულყოფილი მასალები მიაწოდონ თითეული საქმის შესახებ. თანაც უკვე გადაწყდა, რომ გახმაურებულ საქმეებში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან და საერთაშორისო ორგანიზაციებს დეტალური ინფორმაცია ექნებათ, რამდენად ობიექტურად მიდის გამოძიება“,– განაცხადა გია ხუხაშვილმა.
   
17 თებერვალი 2013
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება – დავით კირვალიძე
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კვლავ ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტები და სოფლები გასაზღვრავენ პრიორიტეტებს, რისი დაფინანსებაც ხდება. ეს პროგრამა არ შეწყვეტილა", – განაცხადა დავით კირვალიძემ.
   
17 თებერვალი 2013
შარლ აზნავურს ახალციხეში გამართული კონცერტისთვის ჰონორარის სახით 789 169 ლარი დაერიცხა
“16 აგვისტოს ახალციხეში, განახლებული რაბათის ციხის გახსნისადმი მიძღვნილი ზეიმის ფარგლებში, კონცერტი გამართა სომხური წარმოშობის ფრანგმა მომღერალმა და მსახიობმა შარლ აზნავურმა, რომელიც წარმომავლობით ახალციხიდანაა. გახსნის ცერემონიას და კონცერტს დაესწრნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მეუღლე სანდრა რულოვსი. როგორც ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციიდან იკვეთება, ფრანგ მომღერალ შარლ აზნავურს, ახალციხეში გამართული კონცერტისთვის ჰონორარის სახით დაერიცხა 789 169 ლარი, სასტუმრო მომსახურება დაჯდა 26 429 ლარი, კეტერინგი (გასვლითი სარესტორნო მომსახურება) 11 443 ლარი, სცენის გაფორმება ყვავილებით 15 000 ლარი, ხოლო კონცერტის ორგანიზატორის (შპს ისთერნ პრომოუშენ) საკომისიომ შეადგინა 100 000 ლარი”, - ნათქვამია ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
   
16 თებერვალი 2013
უსამართლობას კანონის ძალით უნდა გავცეთ პასუხი და არა მუშტი-კრივით-ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილა ფილარმონიაში პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" ყრილობაზე დელეგატებს სიტყვით მიმართა.
   
16 თებერვალი 2013
უაღრესად ვწუხვარ და უაღრესად განვიცდი იმას რაც მოხდა _ ხათუნა კალმახელიძე
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე ფეისბუქის თავის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
   
15 თებერვალი 2013
გიგი უგულავა ხვალ ჩვენების მისაცემად გამოცხადდება
"თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაკითხვაზე ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამართველოში მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადდებოდა, თუ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით დადგინდებოდა ამის აუცილებლობა. სასამართლოს მიერ 2013 წლის 15 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, თბილისის მერი ადასტურებს, რომ ის ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამართველოში 2013 წლის 16 თებერვალს ჩვენების მისაცემად გამოცხადდება", - ნათქვამია განცხადებაში.
   
15 თებერვალი 2013
საქართველო აუცილებლად გადარჩება _ ილია მეორე
"ეს არის დღე, როდესაც მართალი სვიმეონი სული წმინდით მივიდა ტაძარში და იქ დახვდა იესო. ამის შემდეგ ის უკვე სიხარულით აღესრულა. ეს არის სანატრელი ყოველი ადამიანისთვის, რომ უფალმა იგი მშვიდობით წაიყვანოს. ამისთვის საჭიროა რწმენა, სიყვარული, კეთილი საქმეები და სულიერი მოღვაწეობა", - ბრძანა უწმინდესმა და აღნიშნა, რომ საქართველოს უამრავი განსაცდელი ხვდება, თუმცა ღვთის მადლით მისი მომავალი მშვიდობიანია. საჭიროა მოთმინება და სულგრძელობა. არავინ უნდა იფიქროს, რომ თუ ადამიანი ქართველია, მას საქართველო უფრო მეტად უყვარს, ვიდრე სხვას. ,,ჩვენ ყველას გვიყვარს სამშობლო. ქართველი ადამიანი სიცოცხლეს სწირავდა და წირავს სამშობლოს კეთილდღეობისთვის, საქართველო აუცილებლად გადარჩება, გავა სამშვიდობოზე და ქართველი ხალხი გაიხარებს", - ბრძანა უწმინდესმა.
   
15 თებერვალი 2013
ნანა კაკაბაძემ პოლიტპატიმების სახელით პროკურატურაში განცხადება შეიტანა
პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები 8 თებერვალს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე კონკრეტული დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. კაკაბაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაცემული ჰქონდა 9-კაციანი სია, რომლებსაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის მოსმენა და მისთვის შეკითხვების დასმა სურდათ, თუმცა არც პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძისგან და არც პრესმდივან ნათია ბანძელაძისგან პასუხი არ მიუღიათ.
   
15 თებერვალი 2013
ყოფილი პატიმარი ვახტანგ ოქროპირიძე შსს-ს მისი უსაფრთხოების დაცვას სთხოვს
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ყოფილმა პატიმარმა აღნიშნა, "რუსთავი 2"-ის ეთერში ბედუკაძის დანაშაულში მხილების შემდეგ, მან "მუქარის შემცველი სიგნალები მიიღო" და მიიჩნევს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. პრესკონფერენციაზე ვახტანგ ოქროპირიძეს არ დაუკონკრეტებია, მუქარა რა ფორმით განხორციელდა მასზე. მისი თქმით, პატიმრების წამება მხოლოდ გლდანის საპყრობილეში არ ხდებოდა და პატიმრებს არაადამიანურად გეგუთის, ბათუმისა და თბილისის რამდენიმე დაწესებულებაშიც ეპყრობოდნენ.
   
 
სტატიები
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
   
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია