მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    "ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ"
    "ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი" - წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
    "გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს."
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592. "აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ ერთი სამიზნეა. ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია - ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    "საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
    "ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
    ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
    16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია. მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    მიხაელ როთი - ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის
    „ეს სამოქალაქეო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის. მადლობა პროევროპული მისწრაფებებისა და შთამაგონებელი სამუშაოსთვის. უცხოური აგენტების კანონი არის საწამლავი საქართველოში დემოკრატიული კულტურის და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – წერს მიხაელ როთი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
    სრულად>>
  • 13 სექტემბერი 2024
    2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.
    სრულად>>
  • 08 ივნისი 2024
    რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
    ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
    სრულად>>
  • 02 ივნისი 2024
    First Step-ის ნათელი ფესტივალის მხარდაჭერით, Yolo ბავშვთა დღის აღნიშვნას შეუერთდა
    „YOLO-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერება და ემოციური კეთილდღეობა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის. ეს რწმენა უდევს საფუძვლად ჩვენს მხარდაჭერას First Step-ის ფესტივალისადმი. გვინდოდა მოგვერთო ბავშვების ცხოვრება ნათელი ფერებით და შეგვექმნა მათთვის ატმოსფერო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას“, - აცხადებენ კომპანიაში.
    სრულად>>
  • 10 აპრილი 2024
    „განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
    „რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
    სრულად>>
  • 29 თებერვალი 2024
    როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
    ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
    სრულად>>
 
სიახლეები
26 თებერვალი 2013
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად ივანიშვილის დაცვის უფროსი დაინიშნა
"ამ სამსახურს გუშინდლამდე თუ მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის უფროსი ჯანაშია ხელმძღვანელოლბდა, ის იყო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ეს დანიშვნა პოლიტიკურია?" სახელმწიფო დაცვის სამსახურს უნდა უხელმძღვანელოს პროფესიონალმა და პროფესიონალი არის ის, ვისაც ამ საქმეში გამოცდილება ქვს. მე მაგალითად, ამ საქმეში არ გამოვდგებოდი", - განაცხადა უსუფაშვილმა.
   
26 თებერვალი 2013
დავით სერგეენკო სადაზღვევო კომპანიებს შეხვდა
სერგეენკოს განმარტებით, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების განხორციელებაში მონაწილე კომპანიები მუშაობას შემდგომი თვეების განმავლობაშიც გააგრძელებენ, ხოლო ის პირები, რომლებსაც დღემდე დაზღვევა არ აქვთ, სახელმწიფო პაკეტით იქნებიან უზრუნველყოფილნი. 28 თებერვლიდან 1 ივლისამდე საყოველთა დაზღვევის პროგრამაში მოხვედრილი პირებისთვის გადაუდებელი და პირველადი ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდება. 1 ივლისის შემდეგ კი ამ სადაზღვევო პროგრამებს გეგმური სამედიცინო მომსახურებაც დაემატება.
   
25 თებერვალი 2013
ლევან ბერძენიშვილი: "სასამართლოს გადაწყვეტილება სრულიად მოსალოდნელი იყო"
"მე პარლამენტის წევრი ვარ და სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასების უფლება არ მაქვს, ვინაიდან ჩვენი ყველა აზრი სასამართლოს ზეწოლად გვეთვლება. ამდენად, ჩვენ ვემორჩილებით მის გადაწყვეტილებას. გაუმარჯოს დამოუკიდებელ სასამართლოს", - განაცხადა ბერძენიშვილმა. ამასთან, კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ "სრულიად მოსალოდნელი იყო ასეთი გადაწყვეტილება და – ისეთიც".
   
25 თებერვალი 2013
გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ პროკურატურის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
სასამართლოს გადაწყვეტილებით, უგულავას აღმკვეთი ღონისძიების არცერთი სახე არ შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც უგულავასთვის 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდა. გარდა ამისა, პროკურატურის მოთხოვნით, უგულავას ქვეყნის დატოვების უფლება არ უნდა ჰქონოდა და კვირაში ერთხელ საგამოძიებო ორგანოში უნდა გამოცხადებულიყო.
   
25 თებერვალი 2013
მერიის დაქვემდებარებაში არსებულ საწარმოებში დასაქმებული ნაციონალების ხელფასი 5 000 ლარი იყო
„ეს დასაქმება კი არა, ეს არის ბრძოლა თავიანთი სკამების შენარჩუნებისათვის. აღნიშნულ სამეთვალყურეო საბჭოებს ფუნქცია არ გააჩნიათ გარდა იმისა, რომ დაასაქმოს ნაციონალები. თავდაპირველად, მათი ხელფასი 2500 ლარი იყო, ახლა კი 5 000 ლარს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქი 2 მლნ 160 000 ლარს ხარჯავს მათ შესანახად. ამ თანხით კი შესაძლებელი არის 4 000-მდე ოპერაციის ჩატარება“, _ განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
   
25 თებერვალი 2013
22, 23 და 24 თებერვალს 104 მსჯავრდებული გათავისუფლდა
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, 24 თებერვლის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა სულ 7 899-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა, მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა, 310-მა მდედრობითი სქესის სრულწლოვანმა (№2 დაწესებულება - 2, №3 დაწესებულება - 3, №5 დაწესებულება - 305) და 21-მა მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა (№2 დაწესებულება - 1, №8 დაწესებულება - 1, №11 დაწესებულება - 12, №17 დაწესებულება - 6, №18 დაწესებულება - 1) ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა.
   
25 თებერვალი 2013
ნავთობბიზნესში კეზერაშვილის წილებს ახლა პიქსელის შენობაში ყორჩიხანივით მჯდარი ყველაფრისტი ხუხაშვილი განაგებს _ გიორგი გუგავა
“მონოპოლიური ნავთობკომპანიები ბანდიტურად მაღალი ფასებით კვლავ ძარცვავენ ჩვენს მოსახლეობას. თუ მანამდე ამ ბიზნესიდან შემოსული ფულით სააკაშვილის მთვარობის ყულაბა ივსებოდა, ამჯერად ხალხის გაჭირვებაზე ივანიშვილის გარემოცვა ითბობს ხელს. არჩევნებამდე არსებული ნავთობ-მაფიოზის დავით კეზერაშვილის ფუნქცია ახლა ივანიშვილის რუხმა კარდინალმა გია უხაშვილმა შეითავსა. პიქსელის შენობაში ყორჩიხანივით მჯდარი ყველაფრისტი ხუხაშვილი გარდა ნავთობიზნესისა, რკინიგზასაც განაგებს. ის ადრე იყო საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ახლა კი ამ საბჭოს თავმჯდომარის კონსულტანტის ფუნქცია შეითავსა და თან ალბათ კვლავ მრავალათასიანი ხელფასი დაინიშნა. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, ივანიშვილის მთავრობამ დაუყოვნებლივ დაშალოს მონოპოლიური ნავთობკომპანიების მაფია და დაპირებისამებრ რეალურად შეამციროს საწვავზე ფასები”,_ განაცხადა გიორგი გუგავამ.
   
25 თებერვალი 2013
აღარ უნდა დაგვჭირდეს ჩვენი ვაჟკაცების სიკვდილი _ დავით უსუფაშვილი
"დღევანდელი დღე ქართველი ხალხისთვის არის იმ მრავალრიცხოვან დღეთა შორის ერთ-ერთი, როდესაც სიამაყე და მწუხარება ერთმანეთს ენაცვლება. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველოს ჰყავდა ისეთი მამულიშვილები, ისეთი ვაჟკაცები, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ საკუთარი თავისუფლებისთვის, მაგრამ ამ სიამაყეს ვერ გადაფარავს ის მწუხარება, რაც ამ ვაჟკაცების გარდაცვალების გამო გვეუფლება, რადგან ჩვენს ქვეყანას თავდადებული მამულიშვილები ცოცხლები სჭირდება, მათი სამსახური სჭირდება ამ ქვეყანას და არა მათი სიცოცხლე. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება, თავდადებული შრომით აშენოს თავისი ქვეყანა და აღარ დაგვჭირდეს ჩვენი ვაჟკაცების სიკვდილი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
   
25 თებერვალი 2013
კიდევ ბევრია გასაკეთებელი _ ევროკომისარი
,,რა თქმა უნდა, ვიზის გამარტივების საკითხს საკმაოდ მშვიდი და განვითარებული გარემო სჭირდება და რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე. ბუნებრივია, რეფორმები უნდა გატარდეს, რომ ვიზის გამარტივების საკითხი შედგეს. უნდა ვიბრძოლოთ ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის წინააღმდეგ, დისკრიმინაციის კუთხით და სხვადასხვა რეფორმები უნდა განვითარდეს იმისთვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა ნათელი გახდეს“,_ განაცხადა მალმსტრომმა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უამრავი რამ, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
   
25 თებერვალი 2013
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მკურნალობის სტანდარტები საერთაშორისო მოთხოვნებს არ შეესაბამება
როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე პრევენციის ეროვნული მექანიზმის ხელმძღვანელმა ნათია იმნაძემ განაცხადა, გასულ წელს ჩატარებული ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგმა ცხადყო, რომ გაუმჯობესება ძირითადად ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხო და ნაკლებად აისახა სისტემურ მიდგომაზე. დაწესებულებების დიდ უმრავლესობაში კვლავ დამკვიდრებულია მკურნალობის მოძველებული მეთოდები და სამედიცინო პრაქტიკა. ზოგი შემთხვევაში კი აშკარაა გაუარესების ტენდენცია.
   
 
სტატიები
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
   
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია