| მთავარი თემები |
 |
27 ოქტომბერი 2025
ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები არაკონსტიტუციურია და მიზნად ისახავს კონკურენტების ჩამოშორებას - არასამთავრობო ორგანიზაციები
„ქართული ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა 2025 წლის 16 ოქტომბერს დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს პარტიების აკრძალვას და მათთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური უფლებების განუსაზღვრელი ვადით ჩამორთმევას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კონკურენტების პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებას. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რათა ხელისუფლებაში თავისი გრძელვადიანი ყოფნა უზრუნველყოს“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. |
| სრულად>> |
|
 |
24 ოქტომბერი 2025
ირაკლი ღარიბაშვილმა მილიონი ლარის გირაო 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს - სასამართლო
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვისა და პასპორტის ჩამორთმევაზე. თავად ღარიბაშვილს სხდომაზე განცხადება არ გაუკეთებია. შემოიფარგლა მხოლოდ მოკლე კომენტარით, რომ ბრალს ეთანხმება. განცხადება გააკეთეს ადვოკატებმა. როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი გამოცხადდა პირველივე გამოკითხვაზე, არ ჰქონია ქვეყნის დატოვების მცდელობა და, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მიმალვის მცდელობაც გამორიცხულია. |
| სრულად>> |
|
 |
17 ოქტომბერი 2025
როდის უნდა ავიცრა, სად და რატომ? - გრიპის ვაქცინაცია უკვე დაიწყო
საქართველოში სეზონური გრიპის ვაქცინაცია დაიწყო. აცრა 200-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში, 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ის უფასოა.
წელს პირველად, ვაქცინაციის პროცესი აღარ დაიყო ორ ფაზად. თუკი გასულ წლებში, თავდაპირველად რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები იცრებოდნენ და მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ იწყებოდა საყოველთაო აცრის პროცესი, ამჯერად, გრიპის სეზონური ვაქცინაციის პროგრამით სარგებლობა პირველივე დღეებიდან, ნებისმიერს შეუძლია. |
| სრულად>> |
|
-
 |
15 ოქტომბერი 2025
ცესკო-მ 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა. შედეგების მიხედვით, ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე, რომელმაც 215,363 ამომრჩევლის, ხმების 71.627% მიიღო. თბილისის მერის არჩევნებში 324 798 ამომრჩეველი მონაწილეობდა. |
| სრულად>> |
|
 |
09 ოქტომბერი 2025
საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია, გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი - ლევან ხაბეიშვილი
"საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია. გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი. ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ შემფასებლების, კომენტატორების ამარა დავრჩებით. შეგვიძლია თუ არა ივანიშვილის მოშორება? დიახ, დიახ და კიდევ ერთხელ დიახ! უპირობოდ შეგვიძლია! ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძიკდა ან დაეცა, სასწრაფოდ წამოაყენეთ. უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთსულოვნება და საკუთარ ძალებში დარწმუნება". |
| სრულად>> |
|
 |
09 ოქტომბერი 2025
ზეციური ანარეკლები - როგორ გადარჩა ინგილო ბავშვი განწირული ძახილით „დედა-დედა“!
საინგილოში დღემდე ეროვნულ თვითშეგნებას ქართული სკოლები ინარჩუნებდნენ. იმ სოფლებში, სადაც თავის დროზე ვერ გაიხსნა, დღეს მხოლოდ ღრმად მოხუცებულები საუბრობენ დედა ენაზე. ახალგაზრდებმა ძირითადად იციან, რომ ოდესღაც ისინიც ქართველები იყვნენ და მერე ნელ-ნელა „გათათრდნენ“. „მაგრამ ასე რომ მოხდა ჩვენი რა ბრალიაო“, - ამასაც აყოლებენ. ასიმილაციის პროცესი დღესაც მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა საქართველო და აზერბაიჯანი „სტრატეგიული მეგობრები“ არიან. |
| სრულად>> |
|
 |
08 ოქტომბერი 2025
პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი - მორიგი სპეცოპერაცია საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ
ოპერაცია პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი გადამწყვეტ ფაზაში შედის. არჩევანი მარტივია - მონობასა და თავისუფლებას შორის. წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში თავისუფლებისთვის გაჩენილი ერის გენეტიკური კოდი ვიღაც 90-იანელმა მანქურთებმა ასე სასტიკად დაამახინჯონ. ამ ჩაბნელებული დღე-ღამეების შემდეგ საბოლოოდ ქართველებში საუკუნეობით ფესვგამდგარმა მგლის ინსტინქტმა უნდა გაიმარჯვოს. ყველა სხვა შემთხვევაში, რუს „ბორენკა-დოროგოის“ მიერ თავისუფლებაწართმეულ, საზარლად ოპერირებულ, დამონებულ-დამცირებულ სამშობლოში ცოცხალ-მკვდრად მოსიარულეებს დავემსგავსებით. ჩვენს წინაშე კვლავ მარტივი არჩევანია - რუსული (პუტინისტური) მონობა თუ ევროპული ყაიდის თავისუფლება? |
| სრულად>> |
|
-
 |
03 ოქტომბერი 2025
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
„ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ ის ადგილია, სადაც ადგილობრივი ქალები ბავშვობის ოცნებებს იხდენენ. ამ კეთილ საქმეში ორგანიზაციას გვერდში უდგას „CENN“ (კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ცენტრში მიღებულ პროფესიულ ცოდნა-უნარებს ქალები პრაქტიკულ ცხოვრებაში იყენებენ, შემოსავლის წყაროს იჩენენ და ავითარებენ. |
| სრულად>> |
|
 |
02 ოქტომბერი 2025
რა იწვევს თავის ტკივილს და როგორ გავუმკლავდეთ მას?
რა უნდა ვიღონოთ თავის ტკივილის დროს? თავის ტკივილის მკურნალობის ყველაზე მიღებული და გავრცელებული მეთოდი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებაა. შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც შეიცავს იბუპროფენს, ასპირინს, აცეტამინოფენს ან ნაპროქსენს. უმჯობესია, წამალი მიიღოთ მაშინ, როცა ტკივილი ახალი დაწყებულია. მნიშვნელოვანია პარალელურად გაატაროთ ისეთი პროფილაქტიკური ღონისძიებები, როგორიცაა: სტრესის შემცირება, რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტის ამოღება, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით – ცურვა ან სიარული და სხვა. |
| სრულად>> |
|
 |
02 ოქტომბერი 2025
რა არის და როდის უნდა მიიღოთ დუფასტონი?
რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჰორმონალური ბალანსის დაცვის მიმართულებით ადამიანები ხშირად აწყდებიან წინაღობებს, რომლებიც მათ ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ცვლის. გარდა იმისა, რომ არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს, ენდომეტრიოზს, დისმენორეასა და სხვა პრობლემებს დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისკომფორტის გამოწვევა შეუძლიათ, მათ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედონ რეპროდუქციულ უნარზეც. ამგვარი დარღვევების სამკურნალოდ პროფესიონალები იყენებენ მედიკამენტებს, რომლებიც პაციენტს ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში და დისკომფორტის თავიდან არიდებაში ეხმარება. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი დუფასტონია (Dufaston), რომელსაც ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს. |
| სრულად>> |
|
-
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
| სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
| სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
| სრულად>> |
|
|
|
 |
28 დეკემბერი 2020 ამნისტია დაახლოებით 800 ადამიანს შეეხება, მათგან 60 ქალბატონია - მიხეილ სარჯველაძე „ვნახოთ, დისკუსიის შედეგი როგორი იქნება და შესაძლებლობას თუ ვნახავთ, რომ გაფართოვდეს რიცხვი იმ დანაშაულების, ვისაც შეიძლება შეეხოს ამნისტიის პირობები და შეღავათები. პენიტენციალურ დაწესებულებათა მიღმა რამდენიმე ასეული ადამიანი იქნება, ვისაც ამნისტია შეეხება, რადგან სასჯელისგან მთლიანად გათავისუფლდებიან. ეს შეეხებათ პირობით მსჯავრდებულებს, ვინც გარეთ იმყოფებიან, თუმცა მათ მიმართ კონტროლის მექანიზმები რაც არსებობს, შეუმსუბუქდებათ და ესეც იქნება შეღავათები“, – განაცხადა სარჯველაძემ. |
| |
|
|
|
|
|
|
 |
27 დეკემბერი 2020 ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს „ნაციონალური მოძრაობა“არის ეროვნული მოძრაობის გაგრძელება, ეს არ არის პერსონების მოძრაობა, „ნაციონალური მოძრაობა“არის ევროპული, თავისუფალი და წარმატებული საქართველოს იდეა და ამ იდეას ამიტომაც ვერ ერჩის, ცალკე აღებული ადამიანი ვერ აზიანებს, ვერ ამარცხებს. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მეტი, ვიდრე პარტია. ის, რაც 2012 წელს შეძლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ვგულისხმობ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებას, არ და ვერ შეძლო ძალაუფლებას დახარბებულმა და ჩაბღაუჭებულმა „ქართულმა ოცნებამ“ და სულ ახლახანს არჩევნების გაყალბების გზით მიიტაცა ხელისუფლება. მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს, როგორც შეცდომებს ისე გამოასწორებს ქართველი ხალხი“, – განაცხადა მელიამ. |
| |
|
|
|
|
 |
26 დეკემბერი 2020 ბიუჯეტს უკან გადავურიცხეთ 67 000 ლარი, მოვითხოვ დაიხარჯოს უფასო სასადილოების ბენეფიციართა გამოკვებაზე - შალვა ნათელაშვილი „სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ შობა-ახალი წელიც გადააქცია შიმშილის დღესასწაულად, რა დღეშია ხალხი, კარგად ვხედავთ. მე არა მარტო უარი ვთქვი ჩემს ე.წ. სადეპუტატო ხელფასზე, არამედ დღეს „ლეიბორისტულმა პარტიამ“ სახელმწიფო ბიუჯეტს უკან გადაურიცხა 67 000 ლარი, რომელიც უნდა გაგვეცა ე.წ. ხელფასებისთვის ნულოვან უბნებზე, ანუ უბნებზე, სადაც რეჟიმმა გაგვიყალბა არჩევნები ურცხვად, არ დაგვიწერა არც ერთი ხმა ან ჩვენმა წარმომადგენლებმა გვიღალატეს. მოვითხოვ, ეს ფული დაიხარჯოს უფასო სასადილოების ბენეფიციართა გამოკვებაზე, რომლებიც წლებია, ქრონიკულად შიმშილობენ". |
| |
|
|
|
|
 |
26 დეკემბერი 2020 ჯანმო მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს "საუბარი შეეხო კოვიდვაქცინაციის პროცესის დაწყებას მსოფლიოში და პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის საქმიანობას, რომელიც აქტიურ რეჟიმში მუშაობს როგორც საქართველოში ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების კუთხით. კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ჯანმო მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს". |
| |
|
|
|
|
|
|
 |
24 დეკემბერი 2020 „მედიკამენტების მაღალი ფასის პრობლემის მოსაგვარებლად ხისტი პოლიტიკური გადაწყვეტილებებია აუცილებელი“ „დღეს მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, თუმცა პანდემიის პირობებშიც კი, არაგადამდები დაავადებები რჩება ნომერ პირველ მკვლელად, ჩვენ შემთხვევაში. მოხარული ვარ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა და მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ისევ იქნება მთავრობის პრიორიტეტი. საქართველოს მოსახლეობისთვის, მილიონზე მეტი ადამიანისთვის, იმ მედიკამენტებზე დანახარჯი, რომელიც სწორედ არაგადამდები დაავადებების სამკურნალოდ არის საჭირო, სცდება კატასტროფული დანახარჯების ნიშნულს, ანუ ეს ადამიანები, მათი შემოსავლის 25%-ზე მეტს ხარჯავენ მედიკამენტებზე". |
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
| ვიდეოები |
| ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია |
 |
 |
|
|