მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 27 ოქტომბერი 2025
    ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები არაკონსტიტუციურია და მიზნად ისახავს კონკურენტების ჩამოშორებას - არასამთავრობო ორგანიზაციები
    „ქართული ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა 2025 წლის 16 ოქტომბერს დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს პარტიების აკრძალვას და მათთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური უფლებების განუსაზღვრელი ვადით ჩამორთმევას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კონკურენტების პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებას. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რათა ხელისუფლებაში თავისი გრძელვადიანი ყოფნა უზრუნველყოს“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
    სრულად>>
  • 24 ოქტომბერი 2025
    ირაკლი ღარიბაშვილმა მილიონი ლარის გირაო 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს - სასამართლო
    სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვისა და პასპორტის ჩამორთმევაზე. თავად ღარიბაშვილს სხდომაზე განცხადება არ გაუკეთებია. შემოიფარგლა მხოლოდ მოკლე კომენტარით, რომ ბრალს ეთანხმება. განცხადება გააკეთეს ადვოკატებმა. როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი გამოცხადდა პირველივე გამოკითხვაზე, არ ჰქონია ქვეყნის დატოვების მცდელობა და, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მიმალვის მცდელობაც გამორიცხულია.
    სრულად>>
  • 17 ოქტომბერი 2025
    როდის უნდა ავიცრა, სად და რატომ? - გრიპის ვაქცინაცია უკვე დაიწყო
    საქართველოში სეზონური გრიპის ვაქცინაცია დაიწყო. აცრა 200-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში, 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ის უფასოა. წელს პირველად, ვაქცინაციის პროცესი აღარ დაიყო ორ ფაზად. თუკი გასულ წლებში, თავდაპირველად რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები იცრებოდნენ და მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ იწყებოდა საყოველთაო აცრის პროცესი, ამჯერად, გრიპის სეზონური ვაქცინაციის პროგრამით სარგებლობა პირველივე დღეებიდან, ნებისმიერს შეუძლია.
    სრულად>>
  • 17 ოქტომბერი 2025
    ეს მავნე ხელისუფლება უცხოეთში განათლების მიღების შესაძლებლობას უკარგავს ახალგაზრდებს იმ მოტივით, რომ მერე იქ დარჩებიანო, ქვეყანა სიღარიბის გამო იცლება და არა სწავლის სურვილის გამო - რომან გოცირიძე
    "მილიონზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, ძირითადად ახალგაზრდებმა. ამავე პერიოდში უკან დაბრუნდა დაახლოებით 700 ათასი კაცი. ემიგრანტის სტატუსით იქ დარჩა საცხოვრებლად 315 ათასი ჩვენი მოქალაქე. კახეთის მოსახლეობაზე მეტი ადამიანი ფაქტობრივად გაქრა ქვეყნიდან ამათი მმართველობოს პერიოდში და ეს მავნე ხელისუფლება უცხოეთში განათლების მიღების შესაძლებლობას უკარგავს ახალგაზრდებს იმ მოტივით, რომ მერე იქ დარჩებიანო. ქვეყანა სიღარიბის გამო იცლება და არა სწავლის სურვილის გამო".
    სრულად>>
  • 15 ოქტომბერი 2025
    ცესკო-მ 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგები შეაჯამა
    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა. შედეგების მიხედვით, ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე, რომელმაც 215,363 ამომრჩევლის, ხმების 71.627% მიიღო. თბილისის მერის არჩევნებში 324 798 ამომრჩეველი მონაწილეობდა.
    სრულად>>
  • 09 ოქტომბერი 2025
    საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია, გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი - ლევან ხაბეიშვილი
    "საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია. გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი. ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ შემფასებლების, კომენტატორების ამარა დავრჩებით. შეგვიძლია თუ არა ივანიშვილის მოშორება? დიახ, დიახ და კიდევ ერთხელ დიახ! უპირობოდ შეგვიძლია! ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძიკდა ან დაეცა, სასწრაფოდ წამოაყენეთ. უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთსულოვნება და საკუთარ ძალებში დარწმუნება".
    სრულად>>
  • 09 ოქტომბერი 2025
    ზეციური ანარეკლები - როგორ გადარჩა ინგილო ბავშვი განწირული ძახილით „დედა-დედა“!
    საინგილოში დღემდე ეროვნულ თვითშეგნებას ქართული სკოლები ინარჩუნებდნენ. იმ სოფლებში, სადაც თავის დროზე ვერ გაიხსნა, დღეს მხოლოდ ღრმად მოხუცებულები საუბრობენ დედა ენაზე. ახალგაზრდებმა ძირითადად იციან, რომ ოდესღაც ისინიც ქართველები იყვნენ და მერე ნელ-ნელა „გათათრდნენ“. „მაგრამ ასე რომ მოხდა ჩვენი რა ბრალიაო“, - ამასაც აყოლებენ. ასიმილაციის პროცესი დღესაც მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა საქართველო და აზერბაიჯანი „სტრატეგიული მეგობრები“ არიან.
    სრულად>>
  • 08 ოქტომბერი 2025
    პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი - მორიგი სპეცოპერაცია საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ
    ოპერაცია პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი გადამწყვეტ ფაზაში შედის. არჩევანი მარტივია - მონობასა და თავისუფლებას შორის. წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში თავისუფლებისთვის გაჩენილი ერის გენეტიკური კოდი ვიღაც 90-იანელმა მანქურთებმა ასე სასტიკად დაამახინჯონ. ამ ჩაბნელებული დღე-ღამეების შემდეგ საბოლოოდ ქართველებში საუკუნეობით ფესვგამდგარმა მგლის ინსტინქტმა უნდა გაიმარჯვოს. ყველა სხვა შემთხვევაში, რუს „ბორენკა-დოროგოის“ მიერ თავისუფლებაწართმეულ, საზარლად ოპერირებულ, დამონებულ-დამცირებულ სამშობლოში ცოცხალ-მკვდრად მოსიარულეებს დავემსგავსებით. ჩვენს წინაშე კვლავ მარტივი არჩევანია - რუსული (პუტინისტური) მონობა თუ ევროპული ყაიდის თავისუფლება?
    სრულად>>
  • 07 ოქტომბერი 2025
    "აჩვენეთ ეს კადრი მსოფლიოს და ომი აღარ იქნება"
    "აჩვენეთ ეს კადრი მსოფლიოს და ომი აღარ იქნება", - ამ სათაურით პოსტს ფეისბუქგვერდი "დედამიწის გარშემო" ავრცელებს.
    სრულად>>
  • 03 ოქტომბერი 2025
    ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
    „ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ ის ადგილია, სადაც ადგილობრივი ქალები ბავშვობის ოცნებებს იხდენენ. ამ კეთილ საქმეში ორგანიზაციას გვერდში უდგას „CENN“ (კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ცენტრში მიღებულ პროფესიულ ცოდნა-უნარებს ქალები პრაქტიკულ ცხოვრებაში იყენებენ, შემოსავლის წყაროს იჩენენ და ავითარებენ.
    სრულად>>
  • 02 ოქტომბერი 2025
    რა იწვევს თავის ტკივილს და როგორ გავუმკლავდეთ მას?
    რა უნდა ვიღონოთ თავის ტკივილის დროს? თავის ტკივილის მკურნალობის ყველაზე მიღებული და გავრცელებული მეთოდი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებაა. შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც შეიცავს იბუპროფენს, ასპირინს, აცეტამინოფენს ან ნაპროქსენს. უმჯობესია, წამალი მიიღოთ მაშინ, როცა ტკივილი ახალი დაწყებულია. მნიშვნელოვანია პარალელურად გაატაროთ ისეთი პროფილაქტიკური ღონისძიებები, როგორიცაა: სტრესის შემცირება, რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტის ამოღება, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით – ცურვა ან სიარული და სხვა.
    სრულად>>
  • 02 ოქტომბერი 2025
    რა არის და როდის უნდა მიიღოთ დუფასტონი?
    რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჰორმონალური ბალანსის დაცვის მიმართულებით ადამიანები ხშირად აწყდებიან წინაღობებს, რომლებიც მათ ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ცვლის. გარდა იმისა, რომ არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს, ენდომეტრიოზს, დისმენორეასა და სხვა პრობლემებს დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისკომფორტის გამოწვევა შეუძლიათ, მათ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედონ რეპროდუქციულ უნარზეც. ამგვარი დარღვევების სამკურნალოდ პროფესიონალები იყენებენ მედიკამენტებს, რომლებიც პაციენტს ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში და დისკომფორტის თავიდან არიდებაში ეხმარება. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი დუფასტონია (Dufaston), რომელსაც ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
 
სიახლეები
27 ოქტომბერი 2020
ახლა სხვა დროა და არც 2016 წლის შედეგით დამთავრდება არჩევნები - რომან გოცირიძე
"დღეს ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა და ოქტომბრის თვეში განხორციელებულმა ინტერვენციებმა 160 მილიონი დოლარი შეადგინა. ვნახოთ, როგორ მოიქცევა არჩევნების შემდეგ. 2016 წელს თუ როგორ მოიქცა ვიცით - არჩევნებამდე გაყინა კურსი, მერე მიუშვა. ახლა სხვა დროა და არც 2016 წლის შედეგით დამთავრდება არჩევნები“.
   
26 ოქტომბერი 2020
თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა. თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს შესაძლებლობა მიეცათ დაგვიკავშირდნენ 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე ნაცვლად 26 ოქტომბრის 22:00 საათისა და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურება. უკვე მესამე დღეა სრული დატვირთვით მუშაობს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი და 25 ოპერატორი აფიქსირებს მოქალაქეების მოთხოვნებს. შეგახსენებთ, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში. აღსანიშნავია, რომ მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა 4000-ზე მეტმა ამომრჩეველმა და ამ წუთებშიც გრძელდება ზარების მიღება.
   
26 ოქტომბერი 2020
ეთერებს ვუყურებ, ხელისუფლების გადაბარება გვიახლოვდება - ხათუნა ლაგაზიძე
„აუჰ, ბოლო ლურსმანი დაარჭო კობახიძემ „ოცნებას“, რითიც გზა მოუჭრა ხელისუფლებას არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში გამოყაროს ფეიკ-ნიუს-ვიდეოები ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით! კერძოდ, თავცხელმა მოუწოდა საკუთარ ამომრჩეველს: არ ენდოთ ამ დღეებში რომ გავრცელდება იმ ვიდეოებს - გაყალბებული იქნება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებითო, სულ აიჭრა საწყალი“; „რატომ ამხნევებს ივანიშვილი საკუთარ გუნდს მხოლოდ ბანერებიდან? რატომ დატოვა საკუთარი გუნდი მდინარაძე-კობახიძის იმედად?“ „რატომ არ მონაწილეობს ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში? აღიარებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შედეგებს?!“ „ეთერებს ვუყურებ: ხელისუფლების გადაბარება გვიახლოვდება...“ - წერს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.
   
26 ოქტომბერი 2020
ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთი
ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება. იმისათვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზება, ცესკოში უკვე მესამე დღეა გამართულად და სრული დატვირთვით მუშაობს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი და 25 ოპერატორი დილის 10:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე აფიქსირებენ მოქალაქეების მოთხოვნებს.
   
25 ოქტომბერი 2020
დაგვიკავშირდით 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე! - ცესკო აგრძელებს თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ინფორმირებას
გაცნობებთ, რომ მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა 900-მდე ამომრჩეველმა, თუმცა გარკვეული რაოდენობის ზარები არ შეესაბამებოდა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის კრიტერიუმებს. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე მომართონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0) და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.
   
25 ოქტომბერი 2020
მინდოდა მეთქვა, ბაზარი არაა, კაცის სიტყვა სულ სხვაა, განსაკუთრებით პოლიტიკაში მეთქი - დავით ზურაბიშვილი
"მინდოდა მეთქვა, ბაზარი არაა, კაცის სიტყვა სულ სხვაა, განსაკუთრებით პოლიტიკაში მეთქი, მაგრამ რამე უზრდელური რომ ეთქვათ, პასუხად მერე მაგათ რა გალახავდა და იმათ ნაცვლად თქვენ გეუბნებით აგერ“.
   
24 ოქტომბერი 2020
თავისი უგუნური პოლიტიკით გაწირა ხალხი ხელისუფლებამ - რომან გოცირიძე
„უნდა გადავრჩეთ მოახლოებულ გენოციდს! როცა დღეში 1700 ინფიცირებულზე 150-მდე დაავადებული მედპერსონალი მოდის, 4000 ინფიცირებული რომ გვეყოლება ნოემბრის შუაში, როგორც დღეს გვაცნობეს, გამოდის, რომ დღიურად დაავადებული მედპერსონალი რიცხვი 300-ს აცდება! ასეთ ვითარებაში, ვინ უმკურნალებს დაავადებულებს?! თუ ერის მოსალოდნელ გენოციდს უნდა შევეგუოთ „ოცნების“ ხელისუფლებაში შენარჩუნების ფასად?!“ - წერს ხათუნა ლაგაზიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.
   
24 ოქტომბერი 2020
ის, რომ თურმე მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, არის აბსოლუტური ტყუილი, ცრუ ბრალდება, გადაუმოწმებელი ინფორმაცია - თემურ ხვიბლიანი
„მინდა განვაცხადო, რომ ბრალდებები, რომლებიც გაჟღერდა კონკრეტული ტელევიზიებისა და კონკრეტული პიროვნებების მიერ, არის აბსოლუტური ტყუილი, ცილისწამება და ცრუ ბრალდება. ის, რომ თურმე მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, რომელიც შეიჭრა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში, ასევე ის, რომ თანამზრახველად მყოლია ასევე მოქმედი სამხედრო მოსამსახურე დავით ხვიბლიანი, არის აბსოლუტური ტყუილი, ცრუ ბრალდება, გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა სხვადასხვა ტელევიზიაში. ძარცვის დღეს ვიმყოფებოდი სახლში, ვცხოვრობ თბილისში. საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მნახა და ისეთ ადგილებში ვიარე, სადაც ყველგან დაფიქსირებული ვარ“, – განაცხადა ხვიბლიანმა.
   
23 ოქტომბერი 2020
დიდი ღრიანცელი „მემლექეთში“, ანუ სადაა საღი აზრი და კაი ცხოვრება - დავით ზურაბიშვილი
"ის მძარცველი რომ დაიჭირონ, ქოცები აუცილებლად შეეცდებიან იპოვონ მასში რამე ნაცური კვალი. ან თავად მას ათქმევინონ რამე, ან წარსულში მოიძიონ რამე შეხება რომელიმე ნაცთან, ან ბოლო-ბოლო ძმა ეყოლება ნაცი, ან ბიძაშვილი, ან ნათელ-მირონი ან ძმაკაცის ცოლისდა. ამის შემდეგ კი აუშვებენ კობახიძე-მდინარაძეებს ტროლ-ბოტთა ურიცხვი და ვერვისგან ანაწონები ლაშქრით და ატეხენ ღრიანცელს. ამის საპასუხოდ ან შესაძლოა უფრო ადრეც პირდაპირ დაჭერისთანავე, ნაცებში მომწიფდება აზრი, რომ ეს ყველაფერი იყო ბიძინას მიერ დადგმული ტრიუკი, ისევე როგორც ციხის კადრები და რაფალიანცის მკვლელობა, რის დასტურადაც რაღაც მანქანებით მოიძიებენ ტერორისტის სავარაუდო კავშირებს ან ლავასოღლისთან, ან კაწროსთან, ან სულაც ბერასთან და ატეხენ ღრიანცელს".
   
23 ოქტომბერი 2020
საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო
დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, ბიულეტენები იბეჭდება 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის. ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკო-ს წევრებთან ერთად დააკვირდება 15 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 16 დამკვირვებელი.
   
 
სტატიები
17 ოქტომბერი 2025
როდის უნდა ავიცრა, სად და რატომ? - გრიპის ვაქცინაცია უკვე დაიწყო
საქართველოში სეზონური გრიპის ვაქცინაცია დაიწყო. აცრა 200-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში, 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ის უფასოა. წელს პირველად, ვაქცინაციის პროცესი აღარ დაიყო ორ ფაზად. თუკი გასულ წლებში, თავდაპირველად რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები იცრებოდნენ და მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ იწყებოდა საყოველთაო აცრის პროცესი, ამჯერად, გრიპის სეზონური ვაქცინაციის პროგრამით სარგებლობა პირველივე დღეებიდან, ნებისმიერს შეუძლია.
   
10 ოქტომბერი 2025
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია დაიწყო
საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
   
09 ოქტომბერი 2025
ზეციური ანარეკლები - როგორ გადარჩა ინგილო ბავშვი განწირული ძახილით „დედა-დედა“!
საინგილოში დღემდე ეროვნულ თვითშეგნებას ქართული სკოლები ინარჩუნებდნენ. იმ სოფლებში, სადაც თავის დროზე ვერ გაიხსნა, დღეს მხოლოდ ღრმად მოხუცებულები საუბრობენ დედა ენაზე. ახალგაზრდებმა ძირითადად იციან, რომ ოდესღაც ისინიც ქართველები იყვნენ და მერე ნელ-ნელა „გათათრდნენ“. „მაგრამ ასე რომ მოხდა ჩვენი რა ბრალიაო“, - ამასაც აყოლებენ. ასიმილაციის პროცესი დღესაც მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა საქართველო და აზერბაიჯანი „სტრატეგიული მეგობრები“ არიან.
   
08 ოქტომბერი 2025
პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი - მორიგი სპეცოპერაცია საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ
ოპერაცია პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი გადამწყვეტ ფაზაში შედის. არჩევანი მარტივია - მონობასა და თავისუფლებას შორის. წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში თავისუფლებისთვის გაჩენილი ერის გენეტიკური კოდი ვიღაც 90-იანელმა მანქურთებმა ასე სასტიკად დაამახინჯონ. ამ ჩაბნელებული დღე-ღამეების შემდეგ საბოლოოდ ქართველებში საუკუნეობით ფესვგამდგარმა მგლის ინსტინქტმა უნდა გაიმარჯვოს. ყველა სხვა შემთხვევაში, რუს „ბორენკა-დოროგოის“ მიერ თავისუფლებაწართმეულ, საზარლად ოპერირებულ, დამონებულ-დამცირებულ სამშობლოში ცოცხალ-მკვდრად მოსიარულეებს დავემსგავსებით. ჩვენს წინაშე კვლავ მარტივი არჩევანია - რუსული (პუტინისტური) მონობა თუ ევროპული ყაიდის თავისუფლება?
   
07 ოქტომბერი 2025
"აჩვენეთ ეს კადრი მსოფლიოს და ომი აღარ იქნება"
"აჩვენეთ ეს კადრი მსოფლიოს და ომი აღარ იქნება", - ამ სათაურით პოსტს ფეისბუქგვერდი "დედამიწის გარშემო" ავრცელებს.
   
03 ოქტომბერი 2025
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
„ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ ის ადგილია, სადაც ადგილობრივი ქალები ბავშვობის ოცნებებს იხდენენ. ამ კეთილ საქმეში ორგანიზაციას გვერდში უდგას „CENN“ (კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ცენტრში მიღებულ პროფესიულ ცოდნა-უნარებს ქალები პრაქტიკულ ცხოვრებაში იყენებენ, შემოსავლის წყაროს იჩენენ და ავითარებენ.
   
02 ოქტომბერი 2025
რა იწვევს თავის ტკივილს და როგორ გავუმკლავდეთ მას?
რა უნდა ვიღონოთ თავის ტკივილის დროს? თავის ტკივილის მკურნალობის ყველაზე მიღებული და გავრცელებული მეთოდი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებაა. შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც შეიცავს იბუპროფენს, ასპირინს, აცეტამინოფენს ან ნაპროქსენს. უმჯობესია, წამალი მიიღოთ მაშინ, როცა ტკივილი ახალი დაწყებულია. მნიშვნელოვანია პარალელურად გაატაროთ ისეთი პროფილაქტიკური ღონისძიებები, როგორიცაა: სტრესის შემცირება, რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტის ამოღება, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით – ცურვა ან სიარული და სხვა.
   
02 ოქტომბერი 2025
რა არის და როდის უნდა მიიღოთ დუფასტონი?
რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჰორმონალური ბალანსის დაცვის მიმართულებით ადამიანები ხშირად აწყდებიან წინაღობებს, რომლებიც მათ ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ცვლის. გარდა იმისა, რომ არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს, ენდომეტრიოზს, დისმენორეასა და სხვა პრობლემებს დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისკომფორტის გამოწვევა შეუძლიათ, მათ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედონ რეპროდუქციულ უნარზეც. ამგვარი დარღვევების სამკურნალოდ პროფესიონალები იყენებენ მედიკამენტებს, რომლებიც პაციენტს ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში და დისკომფორტის თავიდან არიდებაში ეხმარება. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი დუფასტონია (Dufaston), რომელსაც ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს.
   
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
 
პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE