მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 27 ოქტომბერი 2025
    ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები არაკონსტიტუციურია და მიზნად ისახავს კონკურენტების ჩამოშორებას - არასამთავრობო ორგანიზაციები
    „ქართული ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა 2025 წლის 16 ოქტომბერს დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს პარტიების აკრძალვას და მათთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური უფლებების განუსაზღვრელი ვადით ჩამორთმევას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კონკურენტების პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებას. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რათა ხელისუფლებაში თავისი გრძელვადიანი ყოფნა უზრუნველყოს“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
    სრულად>>
  • 24 ოქტომბერი 2025
    ირაკლი ღარიბაშვილმა მილიონი ლარის გირაო 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს - სასამართლო
    სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვისა და პასპორტის ჩამორთმევაზე. თავად ღარიბაშვილს სხდომაზე განცხადება არ გაუკეთებია. შემოიფარგლა მხოლოდ მოკლე კომენტარით, რომ ბრალს ეთანხმება. განცხადება გააკეთეს ადვოკატებმა. როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი გამოცხადდა პირველივე გამოკითხვაზე, არ ჰქონია ქვეყნის დატოვების მცდელობა და, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მიმალვის მცდელობაც გამორიცხულია.
    სრულად>>
  • 17 ოქტომბერი 2025
    როდის უნდა ავიცრა, სად და რატომ? - გრიპის ვაქცინაცია უკვე დაიწყო
    საქართველოში სეზონური გრიპის ვაქცინაცია დაიწყო. აცრა 200-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში, 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ის უფასოა. წელს პირველად, ვაქცინაციის პროცესი აღარ დაიყო ორ ფაზად. თუკი გასულ წლებში, თავდაპირველად რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები იცრებოდნენ და მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ იწყებოდა საყოველთაო აცრის პროცესი, ამჯერად, გრიპის სეზონური ვაქცინაციის პროგრამით სარგებლობა პირველივე დღეებიდან, ნებისმიერს შეუძლია.
    სრულად>>
  • 17 ოქტომბერი 2025
    ეს მავნე ხელისუფლება უცხოეთში განათლების მიღების შესაძლებლობას უკარგავს ახალგაზრდებს იმ მოტივით, რომ მერე იქ დარჩებიანო, ქვეყანა სიღარიბის გამო იცლება და არა სწავლის სურვილის გამო - რომან გოცირიძე
    "მილიონზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, ძირითადად ახალგაზრდებმა. ამავე პერიოდში უკან დაბრუნდა დაახლოებით 700 ათასი კაცი. ემიგრანტის სტატუსით იქ დარჩა საცხოვრებლად 315 ათასი ჩვენი მოქალაქე. კახეთის მოსახლეობაზე მეტი ადამიანი ფაქტობრივად გაქრა ქვეყნიდან ამათი მმართველობოს პერიოდში და ეს მავნე ხელისუფლება უცხოეთში განათლების მიღების შესაძლებლობას უკარგავს ახალგაზრდებს იმ მოტივით, რომ მერე იქ დარჩებიანო. ქვეყანა სიღარიბის გამო იცლება და არა სწავლის სურვილის გამო".
    სრულად>>
  • 15 ოქტომბერი 2025
    ცესკო-მ 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგები შეაჯამა
    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა. შედეგების მიხედვით, ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე, რომელმაც 215,363 ამომრჩევლის, ხმების 71.627% მიიღო. თბილისის მერის არჩევნებში 324 798 ამომრჩეველი მონაწილეობდა.
    სრულად>>
  • 09 ოქტომბერი 2025
    საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია, გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი - ლევან ხაბეიშვილი
    "საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია. გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი. ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ შემფასებლების, კომენტატორების ამარა დავრჩებით. შეგვიძლია თუ არა ივანიშვილის მოშორება? დიახ, დიახ და კიდევ ერთხელ დიახ! უპირობოდ შეგვიძლია! ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძიკდა ან დაეცა, სასწრაფოდ წამოაყენეთ. უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთსულოვნება და საკუთარ ძალებში დარწმუნება".
    სრულად>>
  • 09 ოქტომბერი 2025
    ზეციური ანარეკლები - როგორ გადარჩა ინგილო ბავშვი განწირული ძახილით „დედა-დედა“!
    საინგილოში დღემდე ეროვნულ თვითშეგნებას ქართული სკოლები ინარჩუნებდნენ. იმ სოფლებში, სადაც თავის დროზე ვერ გაიხსნა, დღეს მხოლოდ ღრმად მოხუცებულები საუბრობენ დედა ენაზე. ახალგაზრდებმა ძირითადად იციან, რომ ოდესღაც ისინიც ქართველები იყვნენ და მერე ნელ-ნელა „გათათრდნენ“. „მაგრამ ასე რომ მოხდა ჩვენი რა ბრალიაო“, - ამასაც აყოლებენ. ასიმილაციის პროცესი დღესაც მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა საქართველო და აზერბაიჯანი „სტრატეგიული მეგობრები“ არიან.
    სრულად>>
  • 08 ოქტომბერი 2025
    პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი - მორიგი სპეცოპერაცია საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ
    ოპერაცია პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი გადამწყვეტ ფაზაში შედის. არჩევანი მარტივია - მონობასა და თავისუფლებას შორის. წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში თავისუფლებისთვის გაჩენილი ერის გენეტიკური კოდი ვიღაც 90-იანელმა მანქურთებმა ასე სასტიკად დაამახინჯონ. ამ ჩაბნელებული დღე-ღამეების შემდეგ საბოლოოდ ქართველებში საუკუნეობით ფესვგამდგარმა მგლის ინსტინქტმა უნდა გაიმარჯვოს. ყველა სხვა შემთხვევაში, რუს „ბორენკა-დოროგოის“ მიერ თავისუფლებაწართმეულ, საზარლად ოპერირებულ, დამონებულ-დამცირებულ სამშობლოში ცოცხალ-მკვდრად მოსიარულეებს დავემსგავსებით. ჩვენს წინაშე კვლავ მარტივი არჩევანია - რუსული (პუტინისტური) მონობა თუ ევროპული ყაიდის თავისუფლება?
    სრულად>>
  • 07 ოქტომბერი 2025
    "აჩვენეთ ეს კადრი მსოფლიოს და ომი აღარ იქნება"
    "აჩვენეთ ეს კადრი მსოფლიოს და ომი აღარ იქნება", - ამ სათაურით პოსტს ფეისბუქგვერდი "დედამიწის გარშემო" ავრცელებს.
    სრულად>>
  • 03 ოქტომბერი 2025
    ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
    „ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ ის ადგილია, სადაც ადგილობრივი ქალები ბავშვობის ოცნებებს იხდენენ. ამ კეთილ საქმეში ორგანიზაციას გვერდში უდგას „CENN“ (კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ცენტრში მიღებულ პროფესიულ ცოდნა-უნარებს ქალები პრაქტიკულ ცხოვრებაში იყენებენ, შემოსავლის წყაროს იჩენენ და ავითარებენ.
    სრულად>>
  • 02 ოქტომბერი 2025
    რა იწვევს თავის ტკივილს და როგორ გავუმკლავდეთ მას?
    რა უნდა ვიღონოთ თავის ტკივილის დროს? თავის ტკივილის მკურნალობის ყველაზე მიღებული და გავრცელებული მეთოდი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებაა. შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც შეიცავს იბუპროფენს, ასპირინს, აცეტამინოფენს ან ნაპროქსენს. უმჯობესია, წამალი მიიღოთ მაშინ, როცა ტკივილი ახალი დაწყებულია. მნიშვნელოვანია პარალელურად გაატაროთ ისეთი პროფილაქტიკური ღონისძიებები, როგორიცაა: სტრესის შემცირება, რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტის ამოღება, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით – ცურვა ან სიარული და სხვა.
    სრულად>>
  • 02 ოქტომბერი 2025
    რა არის და როდის უნდა მიიღოთ დუფასტონი?
    რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჰორმონალური ბალანსის დაცვის მიმართულებით ადამიანები ხშირად აწყდებიან წინაღობებს, რომლებიც მათ ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ცვლის. გარდა იმისა, რომ არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს, ენდომეტრიოზს, დისმენორეასა და სხვა პრობლემებს დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისკომფორტის გამოწვევა შეუძლიათ, მათ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედონ რეპროდუქციულ უნარზეც. ამგვარი დარღვევების სამკურნალოდ პროფესიონალები იყენებენ მედიკამენტებს, რომლებიც პაციენტს ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში და დისკომფორტის თავიდან არიდებაში ეხმარება. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი დუფასტონია (Dufaston), რომელსაც ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს.
    სრულად>>
  • 04 სექტემბერი 2025
    ვიმედოვნებთ, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენები ხელს შეუწყობს სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას - სახალხო დამცველი
    სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თევდორე აბრამოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა ხელს შეუწყობს პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კიდევ ერთ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 3 სექტემბერს ნიკა კაციას მიმართ გამოიტანა.
    სრულად>>
  • 29 აგვისტო 2025
    „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
    რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
    სრულად>>
  • 27 აგვისტო 2025
    საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
    საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
    სრულად>>
  • 26 აგვისტო 2025
    ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
    წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
    სრულად>>
 
სიახლეები
16 ოქტომბერი 2020
ცესკოს, უწყებათაშორის კომისიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა
„ეს არის მნიშვნელოვანი მემორანდუმი. ცესკოსა და უწყებათაშორისი კომისიის გარდა უკვე 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა მას ხელი და ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი უკვე წლების განმავლობაში დამკვიდრებული ინიციატივა და ტრადიცია ხელს უწყობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ საკითხების ერთგვაროვან აღქმას და ზოგადად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.
   
16 ოქტომბერი 2020
ამომრჩეველს მარტივი რამე უნდა უთხრან - თქვენ აპოკალიფსი გელოდებათ, თუ ეს ხელისუფლება დარჩება - ხათუნა ლაგაზიძე
„თუ გაზაფხულზე ხელისუფლება არჩევნების მოგებას აპირებდა კორონას მართვით, სტრატეგია შეიცვალა და დღეს არჩევნების მოგებას აპირებს კორონას უმართაობით. რაც უფრო ცოტა მივა არჩევნებზე, ამ ცოტა მისულში მით მეტი იქნება პროცენტულად ხელისუფლების ამომრჩევლის წილი. მაშინ თუ კორონაზე გამარჯვების თეთრ ცხენზე იჯდა „ქართული ოცნება“, დღეს ზის კორონასთან ნავში და ცდილობს სამშვიდობოს გავიდეს. ოპოზიციას ერთადერთი ტაქტიკა რაც დარჩა, მათი სასიცოცხოლო ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე. ამომრჩეველს მარტივი რამე უნდა უთხრან - თქვენ აპოკალიფსი გელოდებათ, თუ ეს ხელისუფლება დარჩება".
   
16 ოქტომბერი 2020
ცესკომ ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო
„დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 3 558 291 საარჩევნო ასაკის მქონე პირის მონაცემი გადმოსცა. მონაცემები ცესკოში დამუშავდება და უახლოეს მომავალში ამომრჩეველთა საბოლოო რაოდენობა იქნება ცნობილი. ამ ორ უწყებას შორის ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია და კოორდინაცია განხორციელდა იმ მიზნით, რომ სია ყოფილიყო მაქსიმალურად დახვეწილი. ჩვენ დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საარჩევნო უფლების მქონე ყველა ამომრჩეველი იქნება სიაში და არჩევნებზე არავის უფლება არ შეიზღუდება. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით, ცესკოს ჩვენი მოქალაქეებისთვის ბევრი სერვისი ჰქონდა შეთავაზებული; მათ შორის იყო ელექტრონული სერვისები; ვებგვერდის, მობილური აპლიკაციის თუ სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით სიაში გადამოწმების სერვისებით სარგებლობამ მილიონს მიაღწია. სწორედ ამ სერვისებმა, რომელსაც ჩვენ მოქალაქეებს წლებია ვთავაზობთ, მოიტანა ნდობა ამომრჩეველთა სიებისადმი“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
   
15 ოქტომბერი 2020
ამ ხალხის დაპატიმრება არის პოლიტიკურ ამორალიზმს მიღმა, აღარაფერს ვამბობ ე. წ. გამპრავებლებზე - დავით ზურაბიშვილი
"ორი ექსპერტის, ტექნიკური სამუშაოების შემსრულებლების, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ იღებენ, დაპატიმრება ლამის სამშობლოს ღალატის ბრალდებით (ეს მუხლი რომ ნაციონალებმა სპეციალურად ამოიღეს სისხლის სამართლის კოდექსიდან, კიდევ ცალკე ცირკია), არანაირ პიარში არ წერია: არც შავში, არც თეთრში და არც ჭრელში. ეს საერთოდ არაფერში არ წერია. სრულიად ელემენტარული საღი აზრი და სრულიად ელემენტარული მორალური პრინციპებია საჭირო, რომ ეს არ გააკეთო. ამ ხალხის დაპატიმრება არის თვით პოლიტიკურ ამორალიზმს მიღმა. აღარაფერს ვამბობ ამ საზიზღრობის ე. წ. გამპრავებლებზე, რომელთაც ნორმალურ საზოგადოებაში გამარჯობას არ ეტყოდა წესიერი ადამიანი".
   
15 ოქტომბერი 2020
„ვითარებაზე კონტროლი დაკარგულია, მათ შორის კლინიკური მართვის კუთხითაც“
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსისგან აჭარაში 41 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც კოვიდსასტუმროში მკურნალობდა. უწყების განმარტებით, კორონავირუსი მას 10 ოქტომბერს დაუდასტურდა, იმავე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა კოვიდსასტუმროში. "დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ. პაციენტი იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია თრომბოემბოლია",- აცხადებენ უწყებაში.
   
14 ოქტომბერი 2020
„რატომ არ გიხარიათ, დავით-გარეჯი რომ ჩვენია ამ რუკებით?“ - გია ხუხაშვილი
„რატომ არ გიხარიათ, დავით-გარეჯი რომ ჩვენია ამ რუკებით?!“ - ეს „დამანგრეველი“ არგუმენტი დაახლოებით იმას ჰგავს: შვილი რომ გყავთ მძიმედ ავად, ცდილობთ უმკურნალოთ. ვიღაც „კეთილისმყოფელი“ შემლოცველს მოიყვანს, რომელიც განკურნებას გპირდებათ 5 ლარად. თქვენ უარს ეუბნებით და მერე უბანში „გამუნათებენ“, რომ შვილი არ გიყვარს... მერე სოციალური სამსახურიც მოყავთ, მშობლის უფლების ჩამოსართმევად. მოწმეებიც პირზე გადგებიან, როგორ თქვი უარი შვილის განკურნებაზე, ე.ი. მისი სიკვდილი გინდაო...“
   
14 ოქტომბერი 2020
მახინჯი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, როცა „ეკონომიკის სტიმულირება“ ფულის მიყრა ჰგონიათ - რომან გოცირიძე
„ხორცპროდუქტების მწარმოებელი საწარმო დაიხურა. როგორც მისი მეპატრონე ამბობს, ლარის ამ კურსის პირობებში წარმოებული საქონლის ფასი ისეთი გამოდის, რომელსაც ვერავინ იყიდის. ესაა იმ მახინჯი ეკონომიკური პოლიტიკის (იდეოლოგიის) შედეგი, როცა „ეკონომიკის სტიმულირება“ ფულის მიყრა ჰგონიათ და არა მაკროეკონომიკური სტაბილურობა. სტაბილური ლარი და სტაბილური ფასებია თავი და თავი და არა ეროვნული ბანკის ან მთავრობის „იაფი ფულის“ პოლიტიკა. ლარის ამჟამინდელი კურსი წინასაარჩევნო პოლიტიკური კურსია. არსებული ვითარების შენარჩუნების პირობებში მისი დასტაბილურება შეუძლებელი იქნება, ანუ ბევრი ბიზნესი დაიხურება".
   
13 ოქტომბერი 2020
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას აგრძელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმირების კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს" ფარგლებში, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლებთან შეხვედრები გამართეს. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამომრჩევლებს სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხვდებოდნენ და მათ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებაში ეხმარებოდნენ. ასევე, დამატებით აწვდიდნენ ინფორმაციას 2020 წლის არჩევნებისა და მათი საარჩევნო უფლებების შესახებ.
   
13 ოქტომბერი 2020
ბოლო რვა წელში ემიგრაციაში 760 ათასი ადამიანი წავიდა - გიორგი კეპულაძე
"ეკონომიკის რეალური ზრდის ტემპი იყო დაბალი. ინვესტიციების ზრდა იყო ძალიან დაბალი, მითუმეტეს ახალი ინვესტიციების. ლარი თითქმის ორჯერ გაუფასურდა აშშ დოლართან, რამაც ზეგავლენა მოახდინა ინფლაციაზე და ბოლო 8 წელიწადში ფასები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დასაქმება. ყველაზე საგანგაშო ამ რიცხვებში მგონი ესაა - ქვეყნიდან ბოლო რვა წელში ემიგრაციაში 760 ათასი ადამიანი წავიდა“.
   
13 ოქტომბერი 2020
სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება - საგარეო სამინისტრო
„კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება. საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ფრენები, რომლებიც სრულდება საქართველოს საჰაერო სივრცეში მხოლოდ ჰუმანიტარული და სამოქალაქო ხასიათისაა, სრულად შეესაბამება იკაო-ს სტანდარტებს. საქართველო კვლავ აგრძელებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების პირნათლად შესრულებას, ჰუმანიტარული და სამოქალაქო, მათ შორის კომერციული, ტვირთების გატარების მხრივ. აღნიშნული ხორციელდება საერთაშორისო სამართლიან ნორმებთან, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის იკაო-ს რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში".
   
 
სტატიები
17 ოქტომბერი 2025
როდის უნდა ავიცრა, სად და რატომ? - გრიპის ვაქცინაცია უკვე დაიწყო
საქართველოში სეზონური გრიპის ვაქცინაცია დაიწყო. აცრა 200-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში, 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ის უფასოა. წელს პირველად, ვაქცინაციის პროცესი აღარ დაიყო ორ ფაზად. თუკი გასულ წლებში, თავდაპირველად რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები იცრებოდნენ და მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ იწყებოდა საყოველთაო აცრის პროცესი, ამჯერად, გრიპის სეზონური ვაქცინაციის პროგრამით სარგებლობა პირველივე დღეებიდან, ნებისმიერს შეუძლია.
   
10 ოქტომბერი 2025
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია დაიწყო
საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
   
09 ოქტომბერი 2025
ზეციური ანარეკლები - როგორ გადარჩა ინგილო ბავშვი განწირული ძახილით „დედა-დედა“!
საინგილოში დღემდე ეროვნულ თვითშეგნებას ქართული სკოლები ინარჩუნებდნენ. იმ სოფლებში, სადაც თავის დროზე ვერ გაიხსნა, დღეს მხოლოდ ღრმად მოხუცებულები საუბრობენ დედა ენაზე. ახალგაზრდებმა ძირითადად იციან, რომ ოდესღაც ისინიც ქართველები იყვნენ და მერე ნელ-ნელა „გათათრდნენ“. „მაგრამ ასე რომ მოხდა ჩვენი რა ბრალიაო“, - ამასაც აყოლებენ. ასიმილაციის პროცესი დღესაც მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა საქართველო და აზერბაიჯანი „სტრატეგიული მეგობრები“ არიან.
   
08 ოქტომბერი 2025
პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი - მორიგი სპეცოპერაცია საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ
ოპერაცია პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი გადამწყვეტ ფაზაში შედის. არჩევანი მარტივია - მონობასა და თავისუფლებას შორის. წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში თავისუფლებისთვის გაჩენილი ერის გენეტიკური კოდი ვიღაც 90-იანელმა მანქურთებმა ასე სასტიკად დაამახინჯონ. ამ ჩაბნელებული დღე-ღამეების შემდეგ საბოლოოდ ქართველებში საუკუნეობით ფესვგამდგარმა მგლის ინსტინქტმა უნდა გაიმარჯვოს. ყველა სხვა შემთხვევაში, რუს „ბორენკა-დოროგოის“ მიერ თავისუფლებაწართმეულ, საზარლად ოპერირებულ, დამონებულ-დამცირებულ სამშობლოში ცოცხალ-მკვდრად მოსიარულეებს დავემსგავსებით. ჩვენს წინაშე კვლავ მარტივი არჩევანია - რუსული (პუტინისტური) მონობა თუ ევროპული ყაიდის თავისუფლება?
   
07 ოქტომბერი 2025
"აჩვენეთ ეს კადრი მსოფლიოს და ომი აღარ იქნება"
"აჩვენეთ ეს კადრი მსოფლიოს და ომი აღარ იქნება", - ამ სათაურით პოსტს ფეისბუქგვერდი "დედამიწის გარშემო" ავრცელებს.
   
03 ოქტომბერი 2025
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
„ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ ის ადგილია, სადაც ადგილობრივი ქალები ბავშვობის ოცნებებს იხდენენ. ამ კეთილ საქმეში ორგანიზაციას გვერდში უდგას „CENN“ (კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ცენტრში მიღებულ პროფესიულ ცოდნა-უნარებს ქალები პრაქტიკულ ცხოვრებაში იყენებენ, შემოსავლის წყაროს იჩენენ და ავითარებენ.
   
02 ოქტომბერი 2025
რა იწვევს თავის ტკივილს და როგორ გავუმკლავდეთ მას?
რა უნდა ვიღონოთ თავის ტკივილის დროს? თავის ტკივილის მკურნალობის ყველაზე მიღებული და გავრცელებული მეთოდი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებაა. შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც შეიცავს იბუპროფენს, ასპირინს, აცეტამინოფენს ან ნაპროქსენს. უმჯობესია, წამალი მიიღოთ მაშინ, როცა ტკივილი ახალი დაწყებულია. მნიშვნელოვანია პარალელურად გაატაროთ ისეთი პროფილაქტიკური ღონისძიებები, როგორიცაა: სტრესის შემცირება, რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტის ამოღება, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით – ცურვა ან სიარული და სხვა.
   
02 ოქტომბერი 2025
რა არის და როდის უნდა მიიღოთ დუფასტონი?
რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჰორმონალური ბალანსის დაცვის მიმართულებით ადამიანები ხშირად აწყდებიან წინაღობებს, რომლებიც მათ ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ცვლის. გარდა იმისა, რომ არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს, ენდომეტრიოზს, დისმენორეასა და სხვა პრობლემებს დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისკომფორტის გამოწვევა შეუძლიათ, მათ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედონ რეპროდუქციულ უნარზეც. ამგვარი დარღვევების სამკურნალოდ პროფესიონალები იყენებენ მედიკამენტებს, რომლებიც პაციენტს ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში და დისკომფორტის თავიდან არიდებაში ეხმარება. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი დუფასტონია (Dufaston), რომელსაც ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს.
   
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს.
   
 
პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE