| მთავარი თემები |
 |
06 ნოემბერი 2025
ევროკომისია: „საქართველოს კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი აქვს“
„საქართველოში აღინიშნება სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა, კანონის უზენაესობას სწრაფი ტემპებით ეცლება საფუძველი და ფუნდამენტური უფლებები მკვეთრად იზღუდება“, ვკითხულობთ პაკეტში, „ხელისუფლების სისტემური და სისტემატური რეპრესიული ქმედებები, მათ შორის კანონმდებლობის მიღება, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს, ფუნდამენტურ უფლებებს და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობას და მიზანში იღებს LGBTIQ თემის წევრებს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტების სრული დაუსჯელობა და ევროკავშირისადმი მტრული რიტორიკა, მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და იმ სტანდარტებს, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას შეეფერება“ |
| სრულად>> |
|
 |
30 ოქტომბერი 2025
როგორ დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები, აღვადგინოთ ქვეყნის მთლიანობა?
აფხაზეთი ჩვენი მოუშუშებელი იარა და ტკივილია. როგორ, რა გზებით უნდა დავიბრუნოთ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები - ეს კითხვა ნებისმიერ შეგნებულ ქართველს აწუხებს. ერთი რამ ცხადია, სანამ შიგნით საერთო ენას ვერ გამოვნახავთ და ეგზისტენციალურ საკითხებზე მაინც ეროვნულ თანხმობას ვერ მივაღწევთ, მანამდე შიდა თუ გარე მტერთან გამკლავება გაგვიძნელდება. |
| სრულად>> |
|
 |
29 ოქტომბერი 2025
ვითხოვთ ახალ, სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას - გედევან ფოფხაძე
„ჩვენ ვითხოვთ ახალ სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ ეს ამ სიტუაციაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საშუალებაა. რაც დრო გავა, საზოგადოებრივი განწყობების უფრო მეტი ესკალაცია იქნება. ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდება. შევალთ წინააღმდეგობის ისეთ სიღრმეებში, რომელიც ძნელი დასაძლევი იქნება. ხელისუფლებამ ბევრი წითელი ხაზი გადალახა, თავისი დრაკონული კანონებით და ქვეყნის იზოლაციის მცდელობით ისეთი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც დღეს სხვანაირი პროტესტის შესაძლებლობებს ნაკლებად ტოვებს. მგონია, რომ შიმშილობა იყო ის ადეკვატური პროტესტი, რაც ამ რეალობის შესაბამისია. ჩვენ, ხუთმა ადამიანმა, დავიწყეთ ერთად შიმშილობის აქცია, გუშინ ღამით ორი „მოგვპარეს“. ერთი დღეს დაკავებულია, მეორე დაგვიბრუნეს“, – განაცხადა ფოფხაძემ. |
| სრულად>> |
|
 |
27 ოქტომბერი 2025
ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები არაკონსტიტუციურია და მიზნად ისახავს კონკურენტების ჩამოშორებას - არასამთავრობო ორგანიზაციები
„ქართული ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა 2025 წლის 16 ოქტომბერს დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს პარტიების აკრძალვას და მათთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური უფლებების განუსაზღვრელი ვადით ჩამორთმევას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კონკურენტების პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებას. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რათა ხელისუფლებაში თავისი გრძელვადიანი ყოფნა უზრუნველყოს“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. |
| სრულად>> |
|
 |
24 ოქტომბერი 2025
ირაკლი ღარიბაშვილმა მილიონი ლარის გირაო 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს - სასამართლო
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვისა და პასპორტის ჩამორთმევაზე. თავად ღარიბაშვილს სხდომაზე განცხადება არ გაუკეთებია. შემოიფარგლა მხოლოდ მოკლე კომენტარით, რომ ბრალს ეთანხმება. განცხადება გააკეთეს ადვოკატებმა. როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი გამოცხადდა პირველივე გამოკითხვაზე, არ ჰქონია ქვეყნის დატოვების მცდელობა და, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მიმალვის მცდელობაც გამორიცხულია. |
| სრულად>> |
|
 |
17 ოქტომბერი 2025
როდის უნდა ავიცრა, სად და რატომ? - გრიპის ვაქცინაცია უკვე დაიწყო
საქართველოში სეზონური გრიპის ვაქცინაცია დაიწყო. აცრა 200-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში, 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ის უფასოა.
წელს პირველად, ვაქცინაციის პროცესი აღარ დაიყო ორ ფაზად. თუკი გასულ წლებში, თავდაპირველად რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები იცრებოდნენ და მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ იწყებოდა საყოველთაო აცრის პროცესი, ამჯერად, გრიპის სეზონური ვაქცინაციის პროგრამით სარგებლობა პირველივე დღეებიდან, ნებისმიერს შეუძლია. |
| სრულად>> |
|
-
 |
15 ოქტომბერი 2025
ცესკო-მ 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა. შედეგების მიხედვით, ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე, რომელმაც 215,363 ამომრჩევლის, ხმების 71.627% მიიღო. თბილისის მერის არჩევნებში 324 798 ამომრჩეველი მონაწილეობდა. |
| სრულად>> |
|
 |
09 ოქტომბერი 2025
საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია, გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი - ლევან ხაბეიშვილი
"საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია. გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი. ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ შემფასებლების, კომენტატორების ამარა დავრჩებით. შეგვიძლია თუ არა ივანიშვილის მოშორება? დიახ, დიახ და კიდევ ერთხელ დიახ! უპირობოდ შეგვიძლია! ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძიკდა ან დაეცა, სასწრაფოდ წამოაყენეთ. უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთსულოვნება და საკუთარ ძალებში დარწმუნება". |
| სრულად>> |
|
 |
09 ოქტომბერი 2025
ზეციური ანარეკლები - როგორ გადარჩა ინგილო ბავშვი განწირული ძახილით „დედა-დედა“!
საინგილოში დღემდე ეროვნულ თვითშეგნებას ქართული სკოლები ინარჩუნებდნენ. იმ სოფლებში, სადაც თავის დროზე ვერ გაიხსნა, დღეს მხოლოდ ღრმად მოხუცებულები საუბრობენ დედა ენაზე. ახალგაზრდებმა ძირითადად იციან, რომ ოდესღაც ისინიც ქართველები იყვნენ და მერე ნელ-ნელა „გათათრდნენ“. „მაგრამ ასე რომ მოხდა ჩვენი რა ბრალიაო“, - ამასაც აყოლებენ. ასიმილაციის პროცესი დღესაც მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა საქართველო და აზერბაიჯანი „სტრატეგიული მეგობრები“ არიან. |
| სრულად>> |
|
 |
08 ოქტომბერი 2025
პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი - მორიგი სპეცოპერაცია საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ
ოპერაცია პუტინის რუსეთი თუ ევროკავშირი გადამწყვეტ ფაზაში შედის. არჩევანი მარტივია - მონობასა და თავისუფლებას შორის. წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში თავისუფლებისთვის გაჩენილი ერის გენეტიკური კოდი ვიღაც 90-იანელმა მანქურთებმა ასე სასტიკად დაამახინჯონ. ამ ჩაბნელებული დღე-ღამეების შემდეგ საბოლოოდ ქართველებში საუკუნეობით ფესვგამდგარმა მგლის ინსტინქტმა უნდა გაიმარჯვოს. ყველა სხვა შემთხვევაში, რუს „ბორენკა-დოროგოის“ მიერ თავისუფლებაწართმეულ, საზარლად ოპერირებულ, დამონებულ-დამცირებულ სამშობლოში ცოცხალ-მკვდრად მოსიარულეებს დავემსგავსებით. ჩვენს წინაშე კვლავ მარტივი არჩევანია - რუსული (პუტინისტური) მონობა თუ ევროპული ყაიდის თავისუფლება? |
| სრულად>> |
|
-
 |
03 ოქტომბერი 2025
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
„ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ ის ადგილია, სადაც ადგილობრივი ქალები ბავშვობის ოცნებებს იხდენენ. ამ კეთილ საქმეში ორგანიზაციას გვერდში უდგას „CENN“ (კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ცენტრში მიღებულ პროფესიულ ცოდნა-უნარებს ქალები პრაქტიკულ ცხოვრებაში იყენებენ, შემოსავლის წყაროს იჩენენ და ავითარებენ. |
| სრულად>> |
|
 |
02 ოქტომბერი 2025
რა იწვევს თავის ტკივილს და როგორ გავუმკლავდეთ მას?
რა უნდა ვიღონოთ თავის ტკივილის დროს? თავის ტკივილის მკურნალობის ყველაზე მიღებული და გავრცელებული მეთოდი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებაა. შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც შეიცავს იბუპროფენს, ასპირინს, აცეტამინოფენს ან ნაპროქსენს. უმჯობესია, წამალი მიიღოთ მაშინ, როცა ტკივილი ახალი დაწყებულია. მნიშვნელოვანია პარალელურად გაატაროთ ისეთი პროფილაქტიკური ღონისძიებები, როგორიცაა: სტრესის შემცირება, რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტის ამოღება, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით – ცურვა ან სიარული და სხვა. |
| სრულად>> |
|
 |
02 ოქტომბერი 2025
რა არის და როდის უნდა მიიღოთ დუფასტონი?
რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჰორმონალური ბალანსის დაცვის მიმართულებით ადამიანები ხშირად აწყდებიან წინაღობებს, რომლებიც მათ ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ცვლის. გარდა იმისა, რომ არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს, ენდომეტრიოზს, დისმენორეასა და სხვა პრობლემებს დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისკომფორტის გამოწვევა შეუძლიათ, მათ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედონ რეპროდუქციულ უნარზეც. ამგვარი დარღვევების სამკურნალოდ პროფესიონალები იყენებენ მედიკამენტებს, რომლებიც პაციენტს ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში და დისკომფორტის თავიდან არიდებაში ეხმარება. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი დუფასტონია (Dufaston), რომელსაც ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს. |
| სრულად>> |
|
-
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
| სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
| სრულად>> |
|
|
|
 |
17 ოქტომბერი 2025 აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი 6 წლის შვილის თანდასწრებით დააკავეს "გამთენიის 05:00 საათი იყო. როცა კარი გაიღო, დაახლოებით 10-15 ადამიანი შემოვიდა ბინაში. ამ დროისთვის ჩემი შვილიშვილი იმყოფებოდა სახლში. როცა გაიღვიძა და ეს სურათი დაინახა, ტირილი დაიწყო. ალბათ, 4 ოქტომბრის აქციაზე რომ იმყოფებოდა ჩემი შვილი და ერთ-ერთი ცნობილი აქტივისტია, ეს გახდა დაკავების მიზეზი. მარიამის დაკავება, ძალიან დიდი ხანია, უნდოდათ... თუ სამშობლოს სიყვარულისთვის ადამიანი ისჯება, მე მეამაყება, რომ მარიამი დააკავეს. ბინის ჩხრეკაც მოხდა, თუმცა რა უნდა აღმოეჩინათ? - ერთადერთი ბინის ქირისთვის საჭირო თანხა ჰქონდა ბავშვს და უთხრა, რომ ეს 600 ლარი ქირის თანხა იყო. იყო ასევე ნიღბები, რომელსაც მარიამი აქციაზე ატარებდა. ასევე სასტვენი, რაზეც თავადაც ეცინებოდათ - "ეს სათამაშო ვისიაო". აგრესიულად იქცეოდა ერთ-ერთი - ხელებს ზურგს უკან უკავებდა. მარიამმა უთხრა, მე არსად გავრბივარო" - აცხადებს დაკავებული აქტივისტის დედა. |
| |
|
|
|
|
|
|
 |
15 ოქტომბერი 2025 ორი თვეა, ვყვირი, რომ ფარსი მზადდება და დაიღუპებით, ხალხო, არ მოგვაქციეს ყურადღება - თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობას“ არ უნდა დაუჯდეს არცერთი რესპექტაბელური ძალა და ჩარეცხოს ბოლომდე. ვიღაცები გაჩუმდნენ, ამ ბაბლის ბანდერლოგების თავდასხმების შეეშინდათ და მაინც დაფიქრდნენ, იქნებ, რაღაცა ხდება და რატომ აღმოვჩნდე სხვაგან. ვიღაცები ყვირიან, სუს-მა მოგვატყუაო. ჩვენ ვერ მოგვატყუა. ორი თვეა, ვყვირი, რომ ფარსი მზადდება და დაიღუპებით, ხალხო. არ მოგვაქციეს ყურადღება. გამარჯვება თუ გვინდა, ავტოკრატიული ძალები პროცესისგან უნდა ჩავხსნათ. პროტესტის დაკვეთა არის დემოკრატიული მმართველობა. თავისუფალ არჩევნებს როდესაც მივაღწევთ, როდესაც რეჟიმი ჩამოიშლება, თავისუფალ არჩევნებს ზურაბიშვილი ჩაიბარებს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა. |
| |
|
|
|
|
 |
15 ოქტომბერი 2025 „ვარდების რევოლუციის“ კოპირება არ გამოვა - მიხეილ სააკაშვილი „ივანიშვილი და მისი სატელიტები 4 ოქტომბერზე იმიტომ არიან გაბრაზებული, რომ სწორედ სახალხო კრებამ შეძლო „არჩევნების“ ბოიკოტირების მიღწევა. რა თქმა უნდა, არასწორი გათვლა იყო „ვარდების რევოლუციის“ მაგალითის კოპირება, როგორც არაა სწორი, როცა გენერლები იბრძვიან წინა ომის სცენარით. თან „ვარდების რევოლუცია“ რამდენიმე წელი სკრუპულოზურად მზადდებოდა. როგორც „ვარდების რევოლუციის“ ორგანიზატორი, ვაცხადებ, რომ არ გამოვა ზუსტად კოპირება. ბევრი რამ მოხდება სპონტანურად, თუმცა ამ სპონტანურობასაც მომზადება სჭირდება. სახალხო კრებაზე მოვიდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც ჯენზის აქციებზე არ დადიოდა და ეს ხალხი გამბედაობისთვის იმსახურებს დიდ მადლიერებას, თუმცა ნაკლებად იყო წარმოდგენილი ჯენზი, რომელიც ყველაზე ბრძოლისუნარიანია. ესე იგი, არასაკმარისად ვიმუშავეთ სოციალურ ქსელებში, ბოლომდე სწორედ ვერ ჩამოვაყალიბეთ მიზანი. ახლა ეს ყველაფერი სასწრაფოდ შესავსებია, ვინაიდან ბევრი დრო არ გვაქვს. გამარჯვება დარჩება ქართველ ხალხს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი. |
| |
|
|
|
|
|
|
 |
10 ოქტომბერი 2025 დაიჭირეს ეს გოგო და დამცველი და თანამგრძნობი არავინ ჰყავს, პირიქით, ნიადაგიც კი შეუქმნეს დასაპატიმრებლად სოციალურ ქსელში მისი ლანძვით - რომან გოცირიძე "დავინტერესდი და გადავავლე თვალი მის ფეისბუქგვერდს. ერთი, როგორ იტყვიან, გულანთებული პატრიოტია, გზააბნეული თუ თავაბნეული, არც მთლად გაწონასწორებული ხასიათით (რბილად რომ ვთქვათ), ისეთი, როგორიც ბევრი გვინახავს, როგორიც ბევრს მოსწონს და ბევრს აღიზიანებს. ასეთებს ბევრი შეცდომა მოსდით, ამავე დროს თავზეხელაღებულები არიან და ხშირად ილუზიებში დაფრინავენ, იდეურები არიან და ზოგჯერ რეალობას მოკლებულები. ჩამოვიდა რევოლუციის მხარდასაჭერად და აგერ, საპატიმროშია ახლა. მისი გულუბრყვილო თუ არასერიოზული პოსტების გამო ალბათ ამბოხის ერთ-ერთ ორგანიზატორობასაც აჰკიდებენ. ჰო და ამ საწყალ გოგოს, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება, მათ შორის ალბათ სამედიცინო-ფსიქოლოგიური ხასიათის, მოღალატედ აცხადებენ ოპოზიციურ ფლანგზე და რევოლუციის ჩავარდნას აბრალებენ, ხოლო “ოცნების” რუსული რეჟიმი პროპაგანდისთვის გამოიყენებს და არაადეკვატური ფეისბუქპოსტებისათვის ცხრაწლიან ციხეს მიუსჯის". |
| |
|
|
|
|
|
|
 |
09 ოქტომბერი 2025 იხილავთ დემოკრატიული პარტიების კოორდინაციას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ ვერ გაეკარებიან - თამარ ჩერგოლეიშვილი „რვიანი“ აღარ არსებობს, ბოიკოტისთვის იყო და ბოიკოტის არარელევანტურობასთან ერთად, „რვიანიც“ არარელევანტური გახდა. „რვიანში“ იყო „დროა“, ვისთანაც მშვენიერი საქმიანი ურთიერთობა გამოგვდიოდა. დემოკრატიული პარტიების კოორდინაციას იხილავთ. ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც „ლელო“ ვერ გაეკარება. საბოლოო ჯამში, საკუთარმა ამომრჩეველმა უნდა გამოუტანოს განაჩენი, მაგრამ ჩვენი მხრიდან ლეგიტიმაციას არ გავუკეთებთ ოლიგარქიულ ძალებს, არც ბიძინა ივანიშვილისას, არც ხაზარაძისას და არც სააკაშვილის ავტოკრატიას. დემოკრატიულ პარტიებად მივიჩნევ შემდეგ პარტიებს: „თავისუფლების მოედანი“, „დროა“, „გირჩი“, „ახალი“. ესენია პარტიები, რომლებიც ამ თვეების განმავლობაში გამოვცადე, არაერთი აქცია, კამპანიები ჩავატარეთ, ნორმალური თანამშრომლობა გამოგვდიოდა. „ევროპული საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსის ნაწილი იყო, არც ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, სად არიან. „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ევროპული საქართველო“ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციის ნაწილი, იმ კოალიციიდანაც არ გამოსულან ჯერ. შესაბამისად, მათზე ვერ ვილაპარაკებ. „სტრატეგიაც“ და „ევროპული საქართველოც“ არიან „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა. |
| |
|
|
|
|
 |
09 ოქტომბერი 2025 საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია, გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი - ლევან ხაბეიშვილი "საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია. გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი. ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ შემფასებლების, კომენტატორების ამარა დავრჩებით. შეგვიძლია თუ არა ივანიშვილის მოშორება? დიახ, დიახ და კიდევ ერთხელ დიახ! უპირობოდ შეგვიძლია! ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძიკდა ან დაეცა, სასწრაფოდ წამოაყენეთ. უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთსულოვნება და საკუთარ ძალებში დარწმუნება". |
| |
|
|
|
|
 |
08 ოქტომბერი 2025 დიქტატურის დამყარების დროს ტვირთი და პასუხისმგებლობა იმ რეჟიმს ეკისრება, რომელიც ადამიანებს ჩაგრავს და ძალადობს - ირაკლი ფავლენიშვილი „მე ეს ინფორმაცია, სპეცრაზმის ხალხის მხარეს შესაძლო გადასვლა, არ მქონია. რადგან ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვქონდა, უბრალოდ შემიძლია ვივარაუდო, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერს ფარდა აეხდება და ვინც იცის ეს ამბავი, ყველაფერს უფრო მეტად ნათელს მოფენს. თვითონ ორგანიზატორმა, ბატონმა პაატა ბურჭულაძემაც თქვა, რომ არანაირ შტურმში მონაწილეობას არ იღებდა. საზოგადოების უდიდეს ნაწილს კარგად აქვს გაანალიზებული, რომ ქვეყანაში დიქტატურა მყარდება და ამ დიქტატურის დამყარების დროს ტვირთი და პასუხისმგებლობა იმ რეჟიმს ეკისრება, რომელიც ადამიანებს ჩაგრავს და ძალადობს. ყველამ კარგად იცის, რომ ადამიანების კონკრეტული ჯგუფი ინფორმაციას ფლობდა, აქციის ორგანიზატორებმა პირადი თავგანწირვის მაგალითი აჩვენეს და პირადი თავგანწირვა იყო ისიც, რომ მხოლოდ თვითონ აიღეს ასეთ საკითხზე პასუხისმგებლობა. გეგმას რომ არ აზიარებდნენ, ძალიან გასაგებიც იყო, რადგან როდესაც გეგმავ აქციას, რაც უფრო ნაკლებმა ადამიანმა იცის ამის შესახებ, დემონსტრაციისთვის უკეთესია“, – განაცხადა ფავლენიშვილმა. |
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
26 აგვისტო 2025 ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
| |
|
|
|
|
| |
|
| ვიდეოები |
| ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია |
 |
 |
|
|