მთავარი თემები |
 |
02 ოქტომბერი 2025
რა იწვევს თავის ტკივილს და როგორ გავუმკლავდეთ მას?
რა უნდა ვიღონოთ თავის ტკივილის დროს? თავის ტკივილის მკურნალობის ყველაზე მიღებული და გავრცელებული მეთოდი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებაა. შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც შეიცავს იბუპროფენს, ასპირინს, აცეტამინოფენს ან ნაპროქსენს. უმჯობესია, წამალი მიიღოთ მაშინ, როცა ტკივილი ახალი დაწყებულია. მნიშვნელოვანია პარალელურად გაატაროთ ისეთი პროფილაქტიკური ღონისძიებები, როგორიცაა: სტრესის შემცირება, რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტის ამოღება, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით – ცურვა ან სიარული და სხვა. |
სრულად>> |
|
 |
02 ოქტომბერი 2025
რა არის და როდის უნდა მიიღოთ დუფასტონი?
რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჰორმონალური ბალანსის დაცვის მიმართულებით ადამიანები ხშირად აწყდებიან წინაღობებს, რომლებიც მათ ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ცვლის. გარდა იმისა, რომ არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს, ენდომეტრიოზს, დისმენორეასა და სხვა პრობლემებს დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისკომფორტის გამოწვევა შეუძლიათ, მათ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედონ რეპროდუქციულ უნარზეც. ამგვარი დარღვევების სამკურნალოდ პროფესიონალები იყენებენ მედიკამენტებს, რომლებიც პაციენტს ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში და დისკომფორტის თავიდან არიდებაში ეხმარება. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი დუფასტონია (Dufaston), რომელსაც ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს. |
სრულად>> |
|
-
 |
04 სექტემბერი 2025
ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
„საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი. |
სრულად>> |
|
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა - გამოცდების ეროვნული ცენტრი
„2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. |
სრულად>> |
|
|
|
|
02 ოქტომბერი 2025 "იხვეწება კობახიძე, რომ ვინმე შეხვდეს ევროკავშირიდან და არ ხვდებიან" - ბადრი ჯაფარიძე რაც არ უნდა ნახევრად-ფორმალური ვიზიტები აკეთოს "ქართული ოცნების" წარმომადგენლობამ, ცხადია, რომ მათ არ ხვდება ევროკავშირის ლიდერი, არცერთი და ცხადია, რომ ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ პროპაგანდისტულად გამოიყენოს "ქართული ოცნების" მედიამ არის ის, რომ გაასაღოს ესა თუ ის ვიზიტი ევროპაში, როგორც მათი ლეგიტიმაციის აღიარება, რაც სინამდვილეში ასე არ არის, რა თქმა უნდა. ჩვენ ვხედავთ, რომ იხვეწება "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრი, რომ შეხვდეს ვინმე ევროკავშირიდან და არ ხვდებიან იმიტომ, რომ იმისათვის, რომ დაიმსახურო ცივილიზებული ურთიერთობა, ცივილიზებულ პარტნიორთან, უნდა მოიქცე ცივილიზებულად და "ქართული ოცნება" არ იქცევა ცივილიზებულად," - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. |
|
|
|
|
|
|
|
|
28 სექტემბერი 2025 "ვისაც ეკლესია უყვარს, ჩემი მოქმედებით უნდა იყოს გახარებული" - მამა დოროთეს პასუხი ბრალდებებზე ვისაც ქვეყანა უყვარს, ვინც ხედავს, ის თვითონ არის ვალდებული და ასევე პასუხისმგებელია ყველა თავის გაჩუმებაზე, პასუხისმგებელია ყველა თავის სიტყვაზე. ამიტომ, ვინ რას ირჩევს, ეს მათი არჩევანია. მე უბრალოდ, ეს გზა ავირჩიე-მეთქი, ვერ ვიტყვი, მე სხვანაირად მესმის... თუ მე ვინმე შენიშვნას მაძლევს იმაში, რაც საჯაროდ ვთქვი, ეგ პასხიც მე საჯაროდ უნდა ვთქვა. ამიტომ ჩავიწერე. მე უფრო მეგონა, რომ იქ სწავლებაზე იქნებოდა საუბარი და მე ფაქტები უნდა მქონოდა თუ რას მედავებიან და მე პასუხი უნდა გამეცა. რის სასჯელს უნდა ველოდო? დაბარება იყო სასჯელი, საერთოდ, დასაბარებელი მე არაფერი გამიკეთებია. სხვა სასჯელი რა უნდა იყოს? მე არასამღვდელოს და ეკლესიისთვის მავნებელ რამეს არ ვაკეთებ. პირიქით, ვისაც ეკლესია უყვარს, ის პირიქით უნდა იყოს, ჩემი მოქმედებით გახარებული უნდა იყოს თუ ეკლესია უყვარს, იმიტომ, რომ ეკლესია არის ხალხი და არა მთავრობა, - ამბობს დოროთე ყურაშვილი. |
|
|
|
|
|
|
28 სექტემბერი 2025 4-ში ვიწყებთ, 4-შივე ვამთავრებთ, ეს არის გარდაუვალი, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ - პაატა ბურჭულაძე „ერთადერთი პრობლემა, თითქოს, თვეების წინ იყო ის, თუ გამოვა იმდენი ხალხი, რაც საჭიროა და მე მგონი, რომ გამოდის იმდენი კი არა, იმაზე მეტი.
ეს არ არის აქცია. ეს არის ეროვნული კრება. ეროვნულ კრებაზე ჩვენ განვიხალავთ რამდენიმე საკითხს. ეს არის – გვინდა თუ არა საქართველოს მოქალაქეებს, რომ კონსტიტუციიდან გამომდინარე, ავიღოთ ხელში ხელისუფლება და ჩვენ გვეკუთვნოდეს ჩვენი ქვეყანა. მგონი, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ყველანი ვიტყვით, რომ – კი. იმ წუთიდან როგორც კი ამას ვუყრით კენჭს, იმ წუთიდან ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი. ამის შემდეგ, ვიღებთ ხელისუფლებას ხელში. საქართველოს მოქალაქემ უნდა აიღოს ხელში ამ ქვეყნის მართვა. აუცილებლად უნდა დავნიშნოთ დროებითი, ტექნიკური მთავრობა, რომელიც ჩაიბარებს ამ ქვეყანას და იქნება პროფესიონალებით აღჭურვილი და რაც მთავარია, პატიოსანი ხალხით, რადგან ეს დიდი იშვიათობა გახდა დღეს. აუცილებლად უნდა დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და იქ ვინც გაიმარჯვებს, ის პოლიტიკური პარტია იქნება მმართველი“, – განაცხადა ბურჭულაძემ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
20 სექტემბერი 2025 სამედიცინო ბაზრის მონიტორინგის მიზანია, გავარკვიოთ, რას უკავშირდება ფასების ზრდა - ირაკლი ლექვინაძე „მაგალითისთვის რომ ავიღოთ ექიმთან კონსულტაციის მიმართულება, ბოლო წლებში საკმაოდ გაძვირდა. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, თუ რას უკავშირდება ფასების ზრდა, ხომ არ არის ეს ერთგვარი მცდელობა, ვინაიდან პაციენტებმა, მათ შორის DRG-ს დანერგვისა თუ სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად, მიიღეს მნიშვნელოვანი დანაზოგი, ამ შემოსავლების გენერირება ხდებოდეს იქ, სადაც რიგ კლინიკებს ჯერჯერობით ამის რესურსი კიდევ გააჩნიათ“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. |
|
|
|
|
|
|
|
|
13 სექტემბერი 2025 უნდა დასრულდეს რუსული რეჟიმი „ქართული ოცნების“ სახით საქართველოში, ვინაიდან არ ეფუძნებიან არც კანონიერებას, არც კონსტიტუციას და არც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, – ლევან ბეჟაშვილი „ქართულ ოცნებას“ და მდინარაძეს არ ესმით, რომ ერთია მათი რეჟიმის დამხობა და მეორე არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. საქართველოს ეროვნული ინტერესები მოითხოვს, რომ დღეს ეს უკანონო რეჟიმი, რომელმაც გააყალბა არჩევნები და რომელიც ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და აშორებს საქართველოს ევროკავშირს, მათი ეს უკანონო მმართველობა დასრულდეს. სისხლის სამართლის კოდექსით, კონსტიტუცია იცავს კანონიერ ხელისუფლებას, კონსტიტუციაზე და კანონის საფუძველზე დაფუძნებულ ხელისუფლებას და არა იმ ხელისუფლებას, რომელიც სასამართლოს აუქმებს, რომელიც პარლამენტს მიიტაცებს, რომელიც თავის ერთპარტიულ ინტერესებს იცავს, ამიტომ არის 4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი და ამიტომ უნდა დასრულდეს რუსული რეჟიმი „ქართული ოცნების“ სახით საქართველოში, ვინაიდან არ ეფუძნებიან არც კანონიერებას, არც კონსტიტუციას და არც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
ვიდეოები |
ინტერვიუ ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან |
 |
 |
ნოდარ მელაძის შაბათი - nodar meladzis shabati |
 |
 |
|
|