მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
 
სიახლეები
27 სექტემბერი 2024
სალომე ზურაბიშვილი არჩევნების წინ ამნისტიას ამომრჩევლის მოსყიდვად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახების გათვალისწინებით კანონს ხელი მოაწერა
„საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა. ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე. პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები და ხელი მოაწერა ,,ამნისტიის შესახებ კანონს“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
   
27 სექტემბერი 2024
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
   
27 სექტემბერი 2024
გიორგი კალანდარიშვილი - არჩევნები საერთო საქმეა, ყველა ჩართულ მხარეს, მონაწილე პირს აქვს თავისი პასუხისმგებლობა
„ეს პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ თვითონ ამომრჩევლის ინფორმირებულობა და ამ ინფორმირებულობის შედეგად შესაბამისი ქმედებების განხორციელება, აქტიურობა და ჩართულობა განაპირობებს იმას, რომ სიაში იქნება იქ, სადაც საკუთარი ქმედებით განახორციელებს გარკვეულ მოქმედებას. ზოგადად, უბნის ფორმირება ხორციელდება პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. საარჩევნო უბანი იქმნება იმ კონკრეტულ საზღვრებში და ლოკაციის ფარგლებში რეგისტრირებულ პირთა მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის, რომ თუ ამომრჩეველმა, ან მისმა ოჯახის წევრებმა შეიცვალა რეგისტრაციის ადგილი, ადგილი ჰქონდა უძრავი ქონების გასხვისებას და სხვა ლოკაციაზე ხელახალი რეგისტრაციის განოხორციელებას, ან ოჯახის წევრების არგადაწერას, მათ მოახდინონ რეგისტრაცია შესაბამის ლოკაციაზე“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
   
26 სექტემბერი 2024
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სრული პარტიული სია გამოაქვეყნა
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სრულ პარტიულ სიას აქვეყნებს. ბიძინა ივანიშვილი; ირაკლი კობახიძე;ირაკლი ღარიბაშვილი; შალვა პაპუაშვილი; მამუკა მდინარაძე; თეა წულუკიანი; ლაშა ტალახაძე; ვახტანგი თურნავა; მაკა ბოჭორიშვილი; გენო პეტრიაშვილი...
   
26 სექტემბერი 2024
კოალიციამ „ძლიერი საქართველოსთვის“ საარჩევნო სია წარადგინა
საარჩევნო სიაში ასევე არიან: ანა დოლიძე, ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ცუცქირიძე, ირაკლი კუპრაძე, ქეთევან თურაზაშვილი, საბა ბუაძე, სალომე სამადაშვილი, დავით რაქვიაშვილი, თამარ ლალიაშვილი, გრიგოლ გეგელია, ლევან სამუშია, ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი უშიკიშვილი, ვახტანგ სურგულაძე, ლანა გალდავა, მაკა ნუცუბიძე, მედეა მეტრეველი, ალექსანდრე ელისაშვილი, ბაკურ კვაშილავა, აგილ მუსტაფაევი, ირაკლი ქობალია, ირაკლი ბუცინაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, ოთო ფარულავა.
   
26 სექტემბერი 2024
ცესკო - 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც არც ერთ წინა არჩევნებზე არ იყო
ცენტრალური საარჩევნო კომისია დღევანდელ სხდომაზე 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის საკითხს განიხილავს. როგორც ცესკო-ში განაცხადეს, კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო განახლებული მონაცემები ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქის შესახებ. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიან ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო უბნები ისეთ ქვეყნებშიც იხსნება, სადაც არ იყო არც ერთ წინა არჩევნებზე.
   
25 სექტემბერი 2024
შალვა პაპუაშვილი - შერიგება მშვიდობისკენ მიმავალი გზის განუყოფელი ნაწილია
მშვიდობის საერთაშორისო დღეს, მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში მშვიდობის გადამწყვეტი მნიშვნელობა. დღეს ვსაუბრობთ მშვიდობისა და ჰარმონიის ხელშეწყობის საერთო პასუხისმგებლობაზე, რომელიც, დღეს, როგორც არასოდეს, მსოფლიო მთავრობების მიზანი და ამოცანა უნდა იყოს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე – „ახალგაზრდები უკეთესი მომავლისათვის“ სიტყვით გამოსვლისას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღევანდელ კომპლექსურ მსოფლიოში არაერთი სისხლისმღვრელი კონფლიქტი მიმდინარეობს.
   
24 სექტემბერი 2024
გიორგი ვაშაძე - მძარცველ „ლიბერთი ბანკს“ აუცილებლად გავაცემინებთ პასუხს მძიმე პირობებისთვის, რაც პენსიონერებს შეუქმნეს
„384 000-ზე მეტი პენსიონერი იხდის საპენსიო სესხს, იხდის ვალს „ლიბერთი ბანკის” კაბალურ პირობებში, ყოველთვიურად მათ უწევთ 70-80-90 ლარის გადახდა საკუთარი ისედაც მცირე პენსიიდან. ამიტომ, ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, პირველი დეკემბრისთვის, ყველა საპენსიო სესხი განულდება, არცერთ პენსიონერს არ მოუწევს ლიბერთი ბანკისთვის ამ ფულის გადახდა. წლებია, ამ საკითხზე ვიბრძვით, მაგრამ „ოცნებას” სცალია ყველაფრისთვის, არ სცალია პენსიონერებისთვის. პენსიონერებო, ჩემო ძვირფასებო, თქვენ პირველი დეკემბრიდან აღარ მოგიწევთ საპენსიო სესხის პროცენტის გადახდა, ის 70-80-90 ლარი დაგრჩებათ თქვენ და აღარ მოგიწევთ ამის გადახდა. რაც შეეხება ლიბერთი ბანკს, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, პენსიონერების ძარცვას შევაჩერებთ და ამ მძარცველ ბანკს აუცილებლად გავაცემინებთ პასუხს იმ მძიმე პირობებისთვის, რაც პენსიონერებს შეუქმნეს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს 1 000-ლარიანი პენსია, რომელსაც მივაღწევთ ევროკავშირიდან 14 მლრ დაფინანსების მოზიდვის შემდეგ და უფასო მედიკამენტები ყველა პენსიონერს. საპენსიო სესხი განულდება პირველ დეკემბერს, 1 000-ლარიანი პენსია იქნება საქართველოში და მედიკამენტები იქნება უფასო ყველა პენსიონერისთვის, ანუ ის მედიკამენტები, რომელთაც თქვენ გამოგიწერთ ექიმი, აღარასდროს პენსიონერს წამალსა და საკვებს შორის არჩევანის გაკეთება აღარ მოუწევს“, – განაცხადა ვაშაძემ.
   
24 სექტემბერი 2024
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების საპასუხოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ განცხადებას ავრცელებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს უწოდებს. მათივე თქმით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას.
   
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
სტატიები
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
22 ივნისი 2024
როგორ შევინახოთ კრიპტოვალუტის აქტივები - გზამკვლევი კრიპტოვალუტის საფულის მფლობელითათვის
არსებობს საფულეები და სეიფები ქაღალდის ფულის შესანახად. საბანკო ანგარიშები და საცავები ასევე ამ მიზნისთვის. კითხვა, თუ როგორ უნდა შეინახოთ ვირტუალური აქტივები, ბევრი მომხმარებელი აწუხებს
   
23 მარტი 2024
„ევროოპტიმისტები“ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ პირებს მმართველი პარტიის დაფინანსებას უკრძალავენ
„რამდენჯერაც მეტ დენს, გაზს და წყალს მოიხმართ, მით მეტი ფული მიდის მარეგულირებელ სემეკში. ახალი ჰიდრო და თბოსადგურები რომ აშენდება, ქარის და მზის ენერგეტიკა განვითარდება, შავ ზღვაში რომ კაბელი გავა, აქ შექმნილი ღირებულებიდან წილი სემეკს მისდის. გასაკეთებელი საქმე იგივე აქვს, შემოსავალი კი მუდმივად მზარდი და რაღაცაში ხომ უნდა დახარჯოს? 180 კაციან ორგანიზაციაში 6 მილიონი ლარის პრემიები გასცეს ერთ წელიწადში“, - აცხადებს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე „გზასთან“ ინტერვიუში.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
30 იანვარი 2024
რატომ არ ხსნის მეგობარი აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვარს?
აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 გაზაფხულიდან არის დაკეტილი. მისი გადაკვეთის უფლება მხოლოდ ტრაილერის მძღოლებს აქვთ. ბაქოში აცხადებენ, რომ კარანტინის რეჟიმი იმდენ ხანს იქნება ძალაში, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. ქვეყანაში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აზერბაიჯანის დატოვება სახმელეთო გზით შეუძლიათ.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია